კონსულტაციები ქალებისთვის

  • ორშაბათი, 24 ნოემბერი 2025
  • 235 ჯერ

ხონის, სენაკის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქალთა ჯგუფებს შეხვდა ორგანიზაციის ფსიქოლოგი. შეხვედრების თემა იყო ძალადობა და მიზანი - ინფორმირება ძალადობის პრევენციასა და მხარდაჭერის მექანიზმებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქალების უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. 

დაგეგმილია მსგავსი შეხვედრების გაგრძელება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წესია, რომ აუდიტორია აქტიურად ჩაერთოს სცენებში, დისკუსიაში. 

ეს იგრძნობოდა წყალტუბოს კერძო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე - ინტერესი და და სიტუაციის შეცვლის სურვილი...

მოსწავლეები დააფიქრა ნანახმა. ზოგმა საკუთარი თავი ამოიცნო სცენებში. ისინი გაეცნენ ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებს - მათ არ იცოდნენ, რომ ქვეყანაში ამდენი ბერკეტი არსებობს.

მეორე ჩვენება თერჯოლაში ჩატარდა, ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებთან.

ამფითეატრის სცენაზე მსახიობებმა წარმოადგინეს ოთხი სცენა. იყო საინტერესო ჩართულობა დისკუსიაში - ჯგუფის წევრებმა გახსნილად ისაუბრეს ქალთა პრობლემებზე. მაყურებლისთვის ნაცნობი და მტკივნეული  იყო ყველა სცენა, რადგან ფორუმ-თეატრი რეალურად წარმოადგენს ძალადობის ყველა ფორმას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისში თვითდახმარების ჯგუფმა ინიციატივისთვის პრობლემა გამოავლინა ჩატარებული ანკეტირების შედეგად, რაც შემდგომ დასაბუთდა დასახლების კრებაზე.

ნიკეას ქუჩაზე დევნილთა დასახლების ეზოს აქვს ორი შემოსასვლელი, არცერთ მხარეს არ არის ჭიშკარი. შემოდიოდნენ უცხო მანქანები, ბავშვებისთვის არ იყო უსაფრთხო სივრცე. ამიტომ თემში გადაწყვიტეს შლაგბაუმის დამონტაჟება. მეორე საჭიროებად შეირჩა სადარბაზოს და პანდუსების კოსმეტიკური რემონტი.

უკვე დაიწყო ინიციატივების განხორციელება. მხარდამჭერია ქალთა ფონდი „სოხუმი“, ხოლო ფიზიკურ სამუშაოებში მოხალისეებად ჩაერთნენ დასახლების მცხოვრებლები. 

ჭომის დევნილთა დასახლებაშიც დაიწყეს მუშაობა ორი პრობლემის გადასაჭრელად სამოქალაქო ინიციატივების შემუშავებისათვის.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ახალი ბენეფიციარები, ახალი ქეისები

  • ოთხშაბათი, 19 ნოემბერი 2025
  • 246 ჯერ

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის სამობილიზაციო შეხვედრებმა ახალი ბენეფიციარები მოიცვა. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მათთვის ინფორმაცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებზე, მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე.

„მსგავსი სასარგებლო ინფორმაცია ყველა ქალს უნდა მიეწოდოს, რადგან მათ დაინტერესებას იწვევს. ამიტომ ინფორმაციის გავრცელება უნდა გაგრძელდეს,“- აღნიშნეს ბენეფიციარებმა. 

ინფორმირების პარალელურად, მონიტორინგის შედეგად ახალი რისკის ჯგუფის ოჯახების იდენტიფიცირება მოხდა სენაკის, ხობის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ქეისების შინაარსიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე მობილიზატორები და პარასპეციალისტები აქტიურად ითანამშრომლებენ ამ ოჯახებთან. შემდგომ კი ფსიქოლოგი განაგრძობს მუშაობს, რათა კონფლიქტის განვითარების რისკები აღმოიფხვრას. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ნომრები - 37 კორპუსზე

ფოთის დევნილთა დასახლებაში ბინების ნუმერაციის პრობლემა გადაწყდა - თვითდახმარების ჯგუფის აქტიური მუშაობით 37 კორპუსს პირველად მიეკრა ნომრები.  აწი გაგრის და აფხაზეთის ქუჩებზე კორპუსის პოვნა გამარტივდება.

თემში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნომრების არარსებობა დაბრკოლებას ქმნიდა - გადაუდებელი სამსახურების გამოძახებისას კორპუსის პოვნა ჭირდა, რაც რისკს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

პრობლემის მოსაგვარებლად დამზადდა ნუმერაციის 37 ტაბლო და დასახლებას გადაეცა ყველა საჭირო მასალით (სამაგრი, სილიკონი, ხრახნდამჭერი). გაკვრის პროცესში მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო. 

მსგავსი ტიპის მხარდაჭერით დევნილთა დასახლებას არასდროს უსარგებლია და ამ  ინიციატივამ თემში განსაკუთრებული მადლიერება და მოტივაცია შექმნა.

სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში ფოთის თვითდახმარების ჯგუფი გეგმავს სხვა პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას. 

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა საჭიროებების იდენტიფიცირების შემდეგ დაიწყეს კონკრეტული პრობლემების მოგვარება, რაც სამოქალაქო ინიციატივების მეშვეობით ხორციელდება. 

კონკურსში ჯგუფმა წარმოადგინა 6 პროექტი, რომელთაგან 3 დაფინანსდა: 

ყოფილი სტატისტიკის შენობის ეზოს შემოღობვა დევნილთა საცხოვრებელი სივრცის კეთილმოწყობისა და უსაფრთხოებისთვის

აფხაზეთის ქუჩაზე კორპუსების სარდაფებში ბადეების დამონტაჟება (რათა თავიდან იქნას აცილებული ნაგვის მოხვედრა და წყლის დატბორვა) და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა (ურიკები, ნიჩბები, ხელთათმანები, ტომრები) 

9 აპრილის ქუჩაზე გარე სკამების დადგმა და სადარბაზოებში მცირე ზომის ნაგვის ურნების დამონტაჟება 

ამ ინიციატივების განხორციელება გააუმჯობესებს დევნილთა საცხოვრებელ პირობებს წყალტუბოს სამ კომპაქტურ დასახლებაში.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ახალი თემა ტრენინგებზე

კიბერბულინგი და კიბერუსაფრთხოება - ეს  ახალი თემა გაჩნდა ნოემბრიდან ტრენინგებზე ახალგაზრდულ  ჯგუფებთან.

ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს კიბერბულინგის არსი, ფორმები, შედეგები და ონლაინ ქცევის ეთიკური ნორმები.

რატომ გახდა საჭირო ამ თემის შემოღება?

წელს, მარტში ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაგვანახა პრობლემის აქტუალობა (კვლევის ანალიზი ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე  -https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/15550-2025-03-05-13-41-37)

უკვე ჩატარდა პირველი ტრენინგები ახალგაზრდებთან. მონაწილეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში, გააანალიზეს ბულინგის რეალური სცენარები, ისწავლეს, როგორ იმოქმედონ, თუ კიბერბულინგის მსხვერპლი ან მოწმე გახდებიან.

დისკუსიის და ვიდეომასალის ნახვის შემდეგ მათ გააცნობიერეს, რომ ციფრული სამყარო ისეთივე რეალურია, როგორც ყოველდღიური ურთიერთობები და თითოეულს შეუძლია საკუთარი ქცევით შექმნას უსაფრთხო ონლაინ გარემო.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა შეიმუშავეს პირადიმოქმედების დაპირება“, რომელსაც დანერგავენ ონლაინ სივრცეში. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ანკეტური გამოკითხვა, გამოვლენილი პრობლემების განხილვა თემში, ინიციატივების შემუშავება და პროექტად ჩამოყალიბება - ეს თვითდახმარების ჯგუფის ბოლო აქტივობებია, რომლებმაც ხელი შეუწყო სოციალური გააქტიურების პროცესს სენაკის დევნილთა თემში.

თვითდახმარების ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ინიციატივების  განხორციელებაზე, პასუხისმგებელ პირებზე. 

ანკეტირებით გამოვლენილი პრობლემები საპროექტო ფორმაში საბოლოო სახეს  მიიღებს. მასში დეტალურად იქნება გაწერილი, რა შედეგებს მოიტანს ინიციატივები და რამდენად დაეხმარება თემის საჭიროებების მოგვარებას. 

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

აქტუალური თემები - შეხვედრებზე

  • ხუთშაბათი, 06 ნოემბერი 2025
  • 267 ჯერ

ოჯახში ძალადობის თემა რამდენად აქტუალურია თემებში, რა საჭიროებები აქვთ რისკის ჯგუფის ოჯახებს, რა სახის დახმარებებია მნიშვნელოვანი, - ამ საკითხებზე იმსჯელეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე. 

მონაწილეებმა კონკრეტული ქეისები გაიხსენეს და გამოკვეთეს, რამდენად რთულია ქალის მდგომარეობა, როცა მოძალადეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მათი მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა ქალი და უჭირს პრობლემისგან თავის დაღწევა. 

მონაწილეებმა ისაუბრეს ასევე მოძალადესთან მუშაობის აუცილებლობაზე, აღინიშნა, რომ საზოგადოებაში მაღალია აგრესია, რაც ოჯახური კონფლიქტებით არის გამოხატული.   

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები