კიდევ ორი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა დეკემბერში კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით.

პირველი შეხვედრა გაიმართა ჩოხატაურის საკრებულოს სააქტო დარბაზში (მონაწილეები: საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ხელმძღვანელები), მეორე - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში (მონაწილეები: უფროსკლასელები და პედაგოგები).

შეხვედრებზე ისაუბრეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16- დღიან კამპანიაზე და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ძალადობის აღმოფხვრის პროცესში. ყველამ აღნიშნა, რომ აქტიური ჩართვა აუცილებელია, რათა მოხდეს ფაქტების დროული გამოვლენა და შემდგომ - მათზე რეაგირება.

შეკრებილები ინტერესით გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს   https://sosfsokhumi.ge/, სადაც განთავსებულია ამომწურავი ინფორმაცია რეაგირების მექანიზმებზე და მსხვერპლის მხარდაჭერაზე.

 

პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის

წყალტუბოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები ძალადობის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული.  მათი ინიცირებით 12 სხვადასხვა  ,მრავალფეროვანი აქტივობა ჩატარდა. ახალგზრდებმა აქციებით, ვორკშოფებით, დებატებით, ფილმების ჩვენებით, ძალადობის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენით  ძალადობის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტი დააფიქსირეს.

კამპანიაში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებიც აქტიურად ჩაერთნენ. მათი ინიციატივით სოფლის სკოლებში  გენდერული ძალადობის, ოჯახური კონფლიქტების, ნაადრევი ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მორიგი სინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ქალბატონებმა საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ მოკლე ანგარიში წარადგინეს.

დეკემბრის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებთანაც გაიმართა ახალგაზრდებმა ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე,მათ შორის  სამოქალაქო ფორუმზე შემუშავებული აქტივობიდან განხორციელებული ნახატების გამოფენის შესახებ, რომელიც მშვიდობის თემას მიეძღვნა .

შეხვედრაზე მიმოიხილეს ის გამოწვევები და მიღწევები,  რომლებსაც წააწყდნენ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებების ჩატარების დროს წააწყდნენ.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ინიცირებულ შეხვედრებზე სხვადასხვა თემაზე გაკეთდა აქცენტი.

გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის პროცესში საგანმანათლებლო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა გამოიკვეთა ტყიბულის, თერჯოლის და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე.  

ქობულეთში, საბავშვო ბაღების პედაგოგებთან ჩატარებულ შეხვედრაზე მთავარი ფოკუსი  ძალადობის შემთხვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების მნიშვნელობაზე გაკეთდა.

დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მსხვერპლთა დახმარების სერვისების გაუმჯობესება იყო მონაწილეთა მიერ გამოკვეთილი მთავარი საკითხი.

საინფორმაციო შეხვედრებში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებიც.

- აუცილებელია საზოგადოების სისტემატური ინფორმირება, კოორდინაცია, ეფექტიანი სერვისების დანერგვა - ასეთი შინაარსის იყო გზავნილები შეხვედრების მონაწილეთა მხრიდან.

შეხვედრების პარალელურად, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში რვა ახალი კრიზისული ოჯახი გამოვლინდა. მუშაობა მათი საჭიროებების შესაბამისად გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, ადვოკატირების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

ჯგუფის ლიდერმა დამსწრეებს გააცნო ინფორმაცია სტრატეგიაზე, რომელიც ადგილობრივი სტრუქტურების მიერ რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის მიზნით  შემუშავდა.

ქალთა ჯგუფი მუშაობს იმ ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც  სტრატეგიაშია შეტანილი.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

„ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში, გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250-ის იმპლემენტაციის ხელშეწყობა“-ამ თემაზე ჩატარდა ტრენინგი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან . მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე,როგორიცაა სამშვიდობო ინიციატივები და ქალის როლი.

ტრენინგის მეორე ნაწილი 1325 რეზოლუციის განხილვას დაეთმო.

მონაწილეებმა იმუშავეს და იმსჯელეს იმ საკითხებზე, რომელიც მუნიციპალურ დონეზე 1325 რეზოლუციის დანერგვას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მეორე საჯარო სკოლაშიც. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბულინგზე, კონფლიქტსა და მის პრევენციაზე, გადაჭრის გზებზე.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული სტატისტიკის, ძალადობის პრევენციის და იმ სერვისების შესახებ, რომლებითაც სარგებლობა შეუძლიათ მსხვერპლებს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების აქტიურ ჩართვას ოჯახში ძალადობის პრევენციის პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრს წყალტუბოს №1და №4 საჯარო სკოლებში უმასპინძლეს.

მაყურებლები დაინტერესდნენ  წარმოდგენებით, იმ აქტუალური პრობლემებით, რომლებზეც აკეთებს აქცენტს ფორუმ-თეატრი.

მაყურებელთა ერთი ნაწილი სცენებშიც ჩაერთო ისე, როგორც ამას ფორუმ-თეატრის სპეციფიკა მოითხოვს. განსაკუთრებული დისკუსიის თემა გახდა სცენა, რომელიც დედ-შვილის ურთიერთობას ასახავს.

წარმოდგენების შემდეგ ორივე სკოლაში ჩატარდა მასტერკლასები, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ფორუმ-თეატრი და როგორია მისი მუშაობის თავისებურება. ამ პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენ გვიყვარს გამოცდილების გაზიარება.

გვიყვარს დახმარება.

წლების მანძილზე ბევრი ცოდნა დაგვიგროვდა. და, რა თქმა უნდა, ამ ცოდნის გაცემასაც ვცდილობთ.

ბოლო დროს წარმატებით ინერგება აუთსორსინგის პრაქტიკა.

აუთსორსინგი „გარე წყაროების გამოყენებას“ ნიშნავს (outer source using). ეს არის ერთი კომპანიის/უწყების მიერ მეორის რომელიმე სერვისის უზრუნველყოფა.

ჩვენი თანამშრომლები წლებია, კონსულტაციებს უწევენ გენდერული თანასწორობის საბჭოებს, ეხმარებიან გენდერული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. სერვისების გაყიდვა კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ყველაზე ეკონომიური და ეფექტიანი გზაა შედეგის მისაღწევად, ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობები/გენდერული თანასწორობის საბჭოები სულ უფრო ხშირად ცდილობენ, გამოიყენონ ჩვენი კვალიფიკაცია, წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილება.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები