ერთ-ერთი უკრაინელი ქალი ონკოლოგიაში მკურნალობას გადის და ჩვენ აქტიურად ვეხმარებით, სამედიცინო პროცედურებს ვუფინანსებთ. ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთია, ვინც მას გვერდში უდგას ამ რთულ პერიოდში. ანალიზების შემდეგ კარგი ამბები გავიგეთ - მე-4 სტადია არ დადასტურდა და ის განაგრძობს ბრძოლას…
ჩვენს ბაზაში უკრაინიდან 337 ლტოლვილია. ოქტომბერში ბაზაში დავამატეთ 16 ადამიანი. დახმარება გავუწიეთ 31 ოჯახს და 2 ქალს. სამ ოჯახს ვუგრძელებთ საცხოვრებლის თანხის გადახდას, ამ კატეგორიას დაემატა კიდევ 9 ოჯახი.
ვაგრძელებთ სამუშაო ადგილების ძებნასაც. ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი სამკერვალო ფაბრიკაში მოვაწყვეთ. ამ მომენტში არის მცხობელის ვაკანსია მამაკაცისთვის.
ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს ფსიქოლოგის კონსულტაციები. ისინი მონაწილეობენ ქართველი და უკრაინელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულ ფსიქო-სარეაბილატაციო სეანსებში. ასევე ვთავაზობთ იურისტის კონსულტაციებს. ჩვენ მოგვმართა მარტოხელა დედამ, რომელსაც ჩამოსვლისთანავე, ვითომ საცხოვრებლის ყიდვისთვის გამოართვეს 1500 დოლარი და მიიმალნენ - სამწუხაროდ, თაღლითების კვალს ვერ მიაგნეს. მას დღემდე ეხმარება იურისტი, რომელმაც ჩვენთან მოიყვანა. ჩვენგან მიიღო სურსათის პაკეტი და ასევე ვეხმარებით ბინის თანხის გადახდაში.
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა კვლევის შედეგები მოისმინეს. კვლევამ დევნილთა დასახლებების სოციალური პროფილი გამოკვეთა და ის აქტუალური საკითხები წარმოაჩინა, რომლებიც მოსახლეობას განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის.
დასახელებული პრობლემებიდან მონაწილეებმა ყველაზე აქტუალური პრობლემა შეარჩიეს, რომლის ადვოკატირებასაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეეცდებიან. უკვე შეირჩა ქალთა ჯგუფი, რომელიც იდენტიფიცირებულ პრობლემას ქალაქის პირველ პირებთან განიხილავს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„მე დამიბრუნეს იმედი, რომ არ ვარტო. ჩემთვის ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე“.
„ძალიან მჭირდებოდა ახლა თანადგომა, რომ უფრო თამამად გავაგრძელო არც თუ ისე მარტივი, დამოუკიდებელი გზა“.
ეს უკუკავშირი მოყვა აქციის მეხუთე ეტაპს კანადის თანასწორობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. აქცია ჩატარდა თერჯოლის, ბაღდათის, ჩოხატაურის, წალენჯიხის, ზუგდიდის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში - მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ 8 ქალს SAFE YOU აპლიკაციით და SOS ღილაკით აღჭურვილი მობილური ტელეფონები გადაეცათ საჩუქრად. აქცია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდა, რათა ისინი უკეთ გაეცნონ ბენეფიციარების სოციალურ მდგომარეობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე ხონის ქალთა ქსელის წარმომადგენლებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის დოკუმენტი.
განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო იმ მონაცემების განხილვას, რომლებშიც ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლების პრობლემები არის ნაჩვენები.
შეხვედრაზე გამოიკვეთა პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა ადვოკატირებასაც ჯგუფი უკვე ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაიწყებს.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ფორუმ-თეატრმა ოქტომბერში გეგმით გათვალისწინებული ორი შეხვედრა ჩაატარა მაყურებელთან - ბავშვთა სოფელში და ქუთაისის პარკში. ბავშვთა სოფელში საინტერესო წარმოდგენებს აქტიური დისკუსია მოჰყვა და, რაც მთავარია, მოზარდების ჩართულობა.
პარკში გამართულმა წარმოდგენამ კი გააკვირვა გამვლელები. მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მათხოვრის სცენა.
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომ ყველას ერთად შეგვიძლია ვიმოქმედოთ ძალადობის პრევენციაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა. ღონისძიებას 180-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის დასავლეთ საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, სოციალური სააგენტოების, იურიდიული სამსახურების, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, რესურსცენტრების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ფონდი „სოხუმის“ სხვადასხვა პროექტის ქალთა/ახალგაზრდული ჯგუფები და ჟურნალისტები.
დამოუკიდებელი ექსპერტის, გოგა ხატიაშვილის მოსაზრებით - „გამოსავალი ერთია, მოვუსმინოთ ყველას!“
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია/კონფერენცია კიდევ ერთი მცდელობაა, საერთო პრობლემის მოგვარების გზაზე, ერთ დემოკრატიულ სივრცეში და ერთ ენაზე ილაპარაკოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.
ვანის, თერჯოლის, წალენჯიხის და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე ის გამოწვევები გამოიკვეთა, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებობს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების და სერვისების გამოყენების კუთხით. შეხვედრებმა აჩვენა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ხელს შეუწყობს რეაგირების მექანიზმების ეფექტიანობას.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ძალადობის ოთხი ახალი შემთხვევა გამოავლინეს - ამ ქეისებზე რეაგირება გაგრძელდება სხვადასხვა სერვისის გამოყენებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, ზუგდიდის ქალთა ქსელის წარმომადგენლებმა გამოავლინეს ის პრიორიტეტული პრობლემები, რომელთაც წარუდგენენ ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა მოხდეს მათი ადვოკატირება.
ონლაინ ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა სწორედ ამ პრობლემებზე იმსჯელა. მათი მოგვარება კარგი იქნება როგორც დევნილი ქალებისა და ახალგაზრდებისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის თითოეული მცხოვრებისთვის.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მორიგ შეხვედრაზე დევნილთა დასახლებებში ჩატარებული კვლევის შედგებზე იმსჯელა.
გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია დევნილებისთვის და რომელთა მოგვარება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე შეირჩა ქალთა ჯგუფი, რომელიც იდენტიფიცირებული პრობლემის ადვოკატირებას შეუდგება. პროცესში აქტიურად ჩაერთვება ადგილობრივ თვითმმართველობა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით