სატრენინგო კურსის 5 თვე

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში მთავრდება სატრენინგო კურსის 5 თვე. თვის პირველ ნახევარში ჩატარდა შეხვედრები ტყიბულში, წალენჯიხაში, სამტრედიაში, ქობულეთსა და თერჯოლაში. ამ ტრენინგებს 87 მონაწილე დაესწრო. კურსის მონაწილეებმა 10 ტრენინგი გაიარეს კონფლიქტის მართვის და გენდერულ საკითხებზე.

ახლა რჩება შემაჯამებელი ღონისძიებები, რომლებიც გაიმართება მარტში.  შეხვედრებზე მოწვეულები იქნებიან პედაგოგები და მშობლები. ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფები, პრეზენტატორები აქტიურად ემზადებიან, რათა შეაჯამონ და აუდიტორია წარუდგინონ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში დააგროვეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ადვოკატირების პროცესი სენაკში

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ იგპ თემებში შერჩეული პრობლემების ადვოკატირებას. ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე არსებობს. მოგვარებულ პრობლემათა ჩამონათვალში გაჩნდა ახალი საკითხებიც - მაგალითად, საცხოვრებელი სახლების გადახურვა. პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლიც იკვეთება.

ქალთა ჯგუფის წევრები მონიტორინგს უწევენ ადვოკატირებულ საკითხებს, ინფორმაციებს ერთმანეთს უზიარებენ და სამოქმედო გეგმის შესაბამისად მოქმედებენ.  

 პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა კონფერენცია.  ღონისძიებაზე  განხილულ იქნა GREVIO-ის (დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს უწევს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) იმპლემენტაციას) და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაციები.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად და GREVIO-ის წევრი და მეორე ვიცე პრეზიდენტის, მარია-ანდრიანი კოსტოპულოს მონაწილეობით, განიხილეს მხარეთა კომიტეტის მიერ 2022 წლის ბოლოს დამტკიცებული 16 რეკომენდაციის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები. რეკომენდაციები მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ეს მითითებულია 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ საქართველოს შესახებ GREVIO-ის საბაზისო ანგარიშში. 

შეხვედრამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან ტრადიციულად, საინტრესოდ ჩაიარა.ამჯერად საუბარი შეეხო თემას

"მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება"

საინიატივო ჯგუფი გაეცნო ინფორმაციას კვლევის ჩატარების მეთოდებზე ,გადანაწილდა ფოკუს ჯგუფები, ფუნქციები და პასუხისმგებლობები.

შეირჩნენ რესპონდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.

პროექტი „ განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“  USAID-ის  მხარდაჭერით ხორციელდება.

თანამშრომლობის კარგი მაგალითი

ეს არის ჩვენი ორგანიზაციის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპი ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი:

გაერთიანების მე-17 ფილიალში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების უფლებამოსილება და ვალდებულებები. ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და მართვა, ძალადობის პრევენცია“.

მონაწილეთა შეფასებით, ეს იყო ძალიან საინტერესო, ინტერაქტიული, მნიშვნელოვანი ინფორმაციებით დატვირთული სამუშაო პროცესი.

სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან მომდევნო ტრენინგი უახლოეს მომავალში იგეგმება. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა თემაზე: "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება"

საინიატივო ჯგუფს კვლევის ჩატარების მეთოდებზე ინფორმაცია მიეწოდა.

კვლევის პროცესის ეფექტიანად ჩატარების მიზნით  ფოკუს ჯგუფების, ინტერვიუების ჩასატარებლად ჩართული პირების ფუნქციები და პასუხისმგებლობები გადანაწილდა.

შეირჩა რესპოდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.

პროექტი „ განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ USAID მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. ონლაინ ფორმატის მიუხედავად, შეხვედრა აქტიურად და მონაწილეთა მხრიდან გამოვლენილი ინტერესის ფონზე ჩატარდა.

მონაწილეებმა შეაფასეს ადვოკატირების პროცესის დინამიკა. განიხილეს, თუ რა საკითხები აისახა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და რა საჭიროებს დამატებით სამუშაოებს.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

"მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება" -ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან.ჯგუფის წევრები დეტალურად გაეცნენ ინფორმაციას კვლევის ჩატარების მეთოდებზე,გადანაწილდა ფუნქციებიც. პროექტი „ განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ზუგდიდის შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთანაც .ახალგაზრდებმა გაიგეს, რა მნიშვნელობა აქვს გაეროს რეზოლუციებს- 1325-ს და 2250-ს და რა შეუძლიათ მათ სამშვიდობო პროცესში ჩართვისა და ნდობის შენებისთვის. ჯგუფური მუშაობის დროს მათ საინტერესო წინადადებები წამოჭრეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

ბაღდათის დღის სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით დასრულდა პროფესიული კურსები. ბოლოს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ბენეფიციარებისთვის ტრენინგი ჩატარდა. მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა ელგუჯა დეისაძემ მონაწილეებს ბიზნეს პროექტების დაწერის სპეციფიკა გააცნო. შემდეგ ეტაპზე კონკურსი გაიმართება და საუკეთესო პროექტების ავტორები მცირე გრანტებს მიიღებენ. ყოველივე ეს ქალებს ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი კარიერის წარმატებით შექმნაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები