ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან ივლისში ჩატარებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა  დასრულებულ პროექტსა და გამოწვევებზე, ასევე იმ მიღწევებზე ისაუბრეს, რასაც პროექტის განხორციელების დროს წააწყდნენ.

შეხვედრას ხონის N 3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.

ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრებმა, ადვოკატირების პროცესისთვის შერჩეული პრობლემა განიხილეს და უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს. ისინი ეკოლოგიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით იმუშავებენ.

  ხონის ქალთა საინიციატივო  მეორე ჯგუფის წევრებმა  ადვოკატირების გეგმაზე ისაუბრეს და  უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს. ქალბატონები საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ და ახალგაზრდებთნ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე ისაუბრებენ.

უკრაინელი ბავშვებისთვის ივლისში ხუთდღიანი სადღეღამისო ბანაკის ორი ნაკადი მოეწყო.  მათთვის დაუვიწყარი იყო ეს დღეები: საინტერესო თავგადასავლები, თამაშები, ახალი ნაცნობობა და მეგობრობა.

გართობის და გახალისების გარდა, ბანაკი დაეხმარა ბავშვებს ახალი უნარების შეძენაში. მათ ისწავლეს გუნდური მუშაობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, დააგროვეს გამოცდილება. ეს დღეები განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება ბანაკელების ცხოვრებაში.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

ტრენინგი ქალთა ქსელისთვის

ფონდმა „სოხუმმა“ 18-19 ივლისს ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ტრენინგი გამართა თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების მონიტორინგი“.

ტრენინგში მონაწილეობდა 40 ქალი ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი.

ტრენინგი პარალელურად ორ ჯგუფში მიმდინარეობდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეებმა ისაუბრეს ადამიანური უსაფრთხოების არსზე და შეაფასეს მისი მნიშვნელობა კონფლიქტის გადაჭრაში.

მონაწილეებმა ინტერესით განიხილეს კიბერუსაფრთხოების და მედიაწიგნიერების საკითხები.

თემების განხილვას თან ახლდა თემატური და სახალისო სავარჯიშოები. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა, რადგან ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული.

მონაწილეების თქმით, ტრენინგის ორი დღე ინფორმაციით სავსე და პროდუქტიული იყო.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ონლაინ ჩატარდა შეხვედრა ზუგდიდის ქალთა ქსელის წევრებთან. მუშაობის ახალი ეტაპი მოიაზრებს „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ გაფართოებას, ქსელის წევრების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას. ქალებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს პრობლემების იდენტიფიცირება და განიხილეს თავიანთი თემებისთვის  მნიშვნელოვანი საკითხები. მათ, ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის შესახებ, რომელიც ადამიანურ უსაფრთხოებას ეხება და ხუთი მუნიციპალიტეტიდან 40 ქალის ჩართვას გულისხმობს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგ სამუშაო შეხვედრაზე იმ საკითხების მოგვარების შესახებ ისაუბრეს,რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა.აღინიშნა,რომ ადვოკატირების გეგმის მიხედვით დაგეგმილი აქტივობები წარმატებით ხორციელდება,რაც პრობლემების მოგვარების პროცესში მნიშვნელოვანია.

ხონის ქალთა ქსელის წევრებთან ონლიან ფორმატში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. ქსელის წევრებმა გამოკვეთეს ადგილობრივი თემის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებსაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით, სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში გადაჭრიან.

შეხვედრაზე მოხდა პრობლემების რანჟირება პრიორიტეტების მიხედვით. გადაწყდა, რომ ქსელის წევრები თავიანთ გადაწყვეტილებას დევნილთა თემს გააცნობენ, რის შემდგომაც შეიმუშავებენ განაცხადს და წარადგენენ დასაფინანსებლად.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

საშიში ღია არხი

ქუთაისში,  შერვაშიძის №53-ის  4 ახლადაშენებულ კორპუსში 720 დევნილი ოჯახი ცხოვრობს (მალე კიდევ 2 კორპუსი დაემატება).

ქალები საფრთხის შემცველი ღია არხის კაპიტალურად დახურვას და ბეტონის ფილებში მოქცევაზე საუბრობენ. არხი არ არის დახურული და მოსახლეობისთვის საშიშია. ხშირად არხიდან ამოდიან ქვეწარმავლები. იყო შემთხვევა, როცა ბავშვებს ბურთი გადაუვარდათ და მათთვის სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. არხს არ აქვს დამცავი ჯებირები, ამიტომ ადვილად შეიძლება ვინმე  ჩავარდეს. ძლიერი ქარის დროს არხი ივსება ნაგვით, ძლიერი წვიმების დროს კი წყალი გადმოდის.

ქალებს, ასევე, აწუხებთ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები, რისთვისაც  გადასასვლელზე სავალდებულო გაჩერების მოთხოვნის ზოლის განთავსებას ითხოვენ

ადვოკატირების საკითხებზე გადამზადებული საინიციატივო ჯგუფის წევრები თავიანთ გამოცდილებას იქ მცხოვრებ ადამიანებს უზიარებენ და ყველას მოუწოდებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ნინო გორგოძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც სამოქალაქო ჩართულობის ფორმებსა და მის აუცილებლობაზე საკუთარ დასახლებებში აგრძელებენ აქტიურ შეხვედრებს. ნიკეას ქუჩის #21-ში მცხოვრები დევნილების პრობლემას წარმოადგენს შენობის დანესტილი კედლები, რომლებიც უხვი ნალექის დროს უფრო ზიანდება და ადამიანების ჯანმრთელობას და თვით შენობასაც საფრთხეს უქმნის. გამოკვეთილი პრობლემის მოსაგვარებლად, ჯგუფის წევრების მიერ მზადდება წერილი და იგეგმება შესაბამის უწყებებთან შეხვედრები, რომელთაც საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრი უწევს კოორდინირებას.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

 წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა შეხვედრა საპროექტო აქტივობების შეფასებით დაიწყეს . ლიდერებმა პრეზენტაციების დახმარებით შესრულებული სამუშაოები წარადგინეს და მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს. განსაკუთრებით სამშვიდობო თემების პოლულარიზება გამოყვეს.   მაღალი  დაინტერესების ფონზე ისინი ამ საკითხებზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ. ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, სხვადასხვა აქტივობით შეეცდება გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას. მონაწილეებს კონკრეტრული დავალებები აქვთ მიღებული , რომლებიც ეფექტიანი ადვოკატირების გარანტი გახდება.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები