პრობლემებსა და მათ მოგვარებაზე

მიუსაფარი ძაღლები, გარე განათების, საფეხმავლო ბილიკის, ტროტუარის, შემაკავებელი ბარიერების აუცილებლობა - ამ პრობლემებზე ისაუბრეს ქუთაისში, შერვაშიძის №53-ის სხვადასხვა კორპუსში მცხოვრებმა ქალებმა.

საინიციატივო ჯგუფის წევრი, რიმა კალანდია, რომელმაც ადვოკატირების საკითხებზე გაიარა ტრენინგები, დევნილთა თემის ქალებს უკვე მესამედ ხვდება,  თავის ცოდნას და გამოცდილებას თამამად უზიარებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მოუწოდებს.

- მართალია, ხშირად გვაქვს იმედგაცრუება, მაგრამ მაინც აქტიურად უნდა ჩავერთოთ თემის პრობლემების ადვოკატირებაში და მივაღწიოთ მათ მოგვარებას, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ქალთა ქსელის ონლაინ შეხვედრა

ონლაინ ჩატარდა დევნილ ქალთა და გოგონათა საერთო ქსელის შეხვედრა, რომელსაც ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე შეჯამდა  „სამოქალაქო ინციატივების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. აღინიშნა, რომ დევნილთა თემებში პროექტით გათვალისწინებული ინვენტარის შესყიდვების პროცესი დასრულდა. საინიციატივო ჯგუფის წევრები მზად არიან სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. უკვე დაგეგმილია მომდევნო თვის აქტივობები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  მხარდაჭერით

სენაკის ქალთა ქსელის წევრებმა „სამოქალაქო ინიციატივის მხარდაჭერის“ ფარგლებში წყლის საქაჩი ექვსი ტუმბო შეიძინეს. ტუმბოები 12 კორპუსს მოემსახურება და მოსახლეობას სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას გაუადვილებს საჭიროების შემთხვევაში.

ჯგუფის წევრებმა მეორე ინიციატივის ფარგლებში ხუთი სათიბი ცელი შეიძინეს. მათი გამოყენება შეამცირებს სარეველა ბალახებისგან შექმნილ საფრთხეებს.

სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ლიდერი ქალები, აქტივისტები, თემის მცხოვრებლები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

შესყიდვების დასრულება

სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში პირველი ეტაპი - შესყიდვების პროცესი დასრულებულია!

ქუთაისის ქალთა ქსელის წევრები მუნიციპალიტეტის ოთხ დასახლებას წარმოადგენენ.

ყოფილ სამუსიკო სკოლა-ინტერნატში  (ილია ჭავჭავაძის 58) მცხოვრებმა დევნილებმა ბალახის სათიბი ელექტროცელი, ელექტროსაწამლი მანქანა და წყლის მილი შეიძინეს.

გურამ გაბესკირიას ქუჩაზე, მე-2 კოტეჯში მცხოვრებლებმაც ელექტროცელის და წყლის მილის შეძენა ჩათვალეს პრიორიტეტულად და კიდევ დაამატეს: სეკატორი და ხერხი ელემენტზე და სხვა წვრილმანი მასალები. 

დევნილთა მესამე დასახლებაში (სერგო ზაქარიაძის 21) ჭიშკრის დასამონტაჟებლად და სადარბაზოს მოსაწესრიგებლად საინიციატივო ჯგუფმა შეიძინა საჭირო  მასალები (ცემენტი, ბადე, ელექტროდი, საღებავები...).

მეოთხე თემში (ლესელიძის 3) შექმნილმა ჯგუფმა კი დატბორილი სარდაფის პრობლემის მოგვარებაზე იზრუნა - შეძენილია: წყლის სატუმბი, ელექტროსადენი, დამცველი ავტომატი, ზეთი და სხვ.

სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს დევნილთა ოთხ თემში მცხოვრებთა უსაფრთხოებას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სამუშაო შეხვედრა

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში მესამე და მეოთხე საინიციატივო ჯგუფების წევრ ქალებთან და გოგონებთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

მონაწილეებმა ადვოკატირების პროცესის დინამიკაზე ისაუბრეს, შესრულებული და ჯერ კიდევ შეუსრულებელი სამუშაოების შესახებ და დაასახელეს ახალი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ამ პროექტის ფარგლებში გეგმავენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ასევე აღნიშნეს ის ცვლილებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისას გამოიმუშავეს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

  მშვიდობის საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით ფონდ "სოხუმის" ინიციატივით ,საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში ქართულ-აფხაზური და ოსური სამზარეულოს დღე აღინიშნა.მსგავსი სახის ღონისძიება ხელს უწყობს კონფლიქტის დარეგულირებას და ურთიერთობების დათბობას.არაფორმალურმა გარემომ აჩვენა,რომ,კულინარიული თვალსაზრისითაც ბევრი საერთო გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნება .      აქტივობა ფონდის "სოხუმი" მიერ შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა .

ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა კოკის ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მიიღეს.მოწვეული იყვნენ,როგორც ადგილობრივი,ასევე დევნილი თემის წარმომადგენლები.

განსხვავებული ფორმატით აღნიშნეს მშვიდობის საერთაშორისო დღე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წყალტუბოში. სამშვიდობო სტრატეგიიდან გამომდინარე ქართული, აფხაზური და ოსური კერძების გამოფენა გაიმართა.  ღონისძიებაში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებიც იყვნენ ჩართული. სპეციალურად ამ დღისთვის, ახალგაზრდებმა, შეკრებილებს ის კერძები წარუდგინეს, რომელიც ქართული, აფხაზური და ოსური სამზარეულოსთვის იყო დამახასიათებელი.  ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაცია მშვიდობის მიმართულებით შესრულებული აქტივობების შესახებ.  მონაწილეთა მხრიდან სულ უფრო მეტად ისმოდა მშვიდობის, ნდობის აღდგენის აუცილებლობა და მნიშვნელობა.   

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,შეხვედრა განსხვავებული ფორმატით გამართეს.სამშვიდობო სტრატეგიიდან გამომდინარე ,ახალგაზრდების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა გაიმართა.მომზადდა ბანერები,სადაც დატანილი იყო მესიჯები  თემასთან დაკავშირებით.აღინიშნა,რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სამშვიდობო პროცესების დარეგულირებას და ურთიერთობების აღდგენას.

12 სექტემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში,  ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების საერთო ინიციატივების ფარგლებში, ქართულ-აფხაზური და ოსური სამზარეულოს დღე აღინიშნა.

 ღონისძიება მშვიდობის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია მშვიდობიანი ურთიერთობების დამკვიდრების ხელშეწყობა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში.

მონაწილეებმა წარადგინეს კერძები, აღწერეს შემადგენლობა და  ბოლოს დააგემოვნეს კიდეც.

ღონისძიების პარალელურად , ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს , მოაწყევს თემატური ნახატებისა და ფოტოების გამოფენა.

ქალთა ჯგუფის წევრმა საზოგადოებას საკუთარი ლექსები გააცნო.

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე “მედიაცია და შუამავლობა, როგორც შერიგების რიტუალი"

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მედიაციის, მედიატორობის სხვადასხვა ტიპების და შუამავლობის მნიშვნელობის შესახებ.

 კონფლიქტების მართვასა და პროცესის მედიატორობის შესახებ პრაქტიკული სავარჯიშოებიც ჩატარდა.

შეხვედრას სსიპ ხონის N 3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები