დასრულდა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მი წე­ლი - სი­ახ­ლე­ე­ბის, სწავ­ლის, ინიციატივების, გაძ­ლი­ე­რე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის.

ეს არის მე­სა­მე, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ნო­მე­რი, რო­მე­ლიც ასა­ხავს სამ­წლი­ან მუ­შა­ო­ბას. პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი გვი­ზი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ გან­ცდებს, მო­საზ­რე­ბებს, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, გა­მოც­დი­ლე­ბას, გვი­ამ­ბო­ბენ ცვლი­ლე­ბებ­ზე...

რა თქმა უნ­და, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს წა­ი­კი­თხავს მკითხ­ვე­ლი ამ ნო­მერ­ში, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის წარ­მო­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, რად­გან გა­სუ­ლი სა­მი წე­ლი - სამ­ჯერ 365 დღე მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, შე­დე­გე­ბით სავ­სე და უხ­ვი იყო...

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტიური მუშაობა, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა მოქალაქეთა ინფორმირებისა და პრობლემათა ადვოკატირების მიზნით - ამ და სხვა საკითხებზე უამბობს მკითხველს ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის მეექვსე ნომერი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სა­მობილი­ზა­ციო და სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხვედ­რები, ახალ­გაზ­რდუ­ლი კლუბები, ვორ­კშო­პები კონფლიქტოლოგიაში, ფო­რუმ-თე­ატ­რის წარმოდგენები - სულ 87 ღონისძიება  ჩატარდა მაისში ქუთაისის, ხონის, ფოთის, სენაკის, წყალტუბოს და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენი სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინფორმაციო ბიულეტენის მესამე ნომერში გაშუქებულია ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტივობების შედეგები მარტში პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში: ძალადობის მსხვერპლთან მუშაობა, მრგვალი მაგიდები, ახალგაზრდული ინიციატივები, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა, პრობლემების ადვოკატირება და მოგვარება.
მარტში გაიმართა გეგმით გათვალისწინებული 93 და 20-ზე მეტი დამატებითი ღონისძიება ქალთა სოლიდარობის კვირეულის ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ძალადობის მსხვერპლთან მუშაობა - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მთავარი ამოცანა, იურისტებისა და ფსიქოლოგების საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები და მიღებული შედეგები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა მოქალაქეთა ინფორმირებისა და პრობლემათა ადვოკატირების მიზნით - ამ და სხვა საკითხებზე უამბობს მკითხველს და ფონდი „სოხუმის“ ბენეფიციარებს საინფორმაციო ბიულეტენის მეორე ნომერი, რომელიც ასახავს თებერვლის განმავლობაში გაწეულ მუშაობას პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

2015 წლის მარ­ტი­დან 2016 წლის თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით ფონ­დმა  „სო­ხუმ­მა“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პრო­ექ­ტი „ქალ­თა ხმე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა კონ­ფლიქ­ტის ტრან­სფორ­მა­ცი­ის პრო­ცეს­ში“.

მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შვე­ი­ცა­რი­ის  სა­გა­რეო საქ­მე­თა ფე­დე­რა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის მხარ­და­ჭე­რით.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სხვადასხვა აქ­ტი­ვო­ბა. პროექტის ბოლოს კი ქართულ და რუსულ ენებზე  გამოვიდა საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც შე­იკ­რი­ბა პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი. მა­თი გაც­ნო­ბით მკითხ­ვე­ლი ნათ­ლად წარ­მო­იდ­გენს, რა სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბო­და და, რაც მთა­ვა­რი­ა, რო­გო­რია შე­დე­გე­ბი, რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა პრო­ექ­ტმა მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე.

 

გადმოწერა

ფონდი „სოხუმის“ თაოსნობით დაიბეჭდა კიდევ ერთი მეთოდური სახელმძღვანელო-გზამკვლევი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგისა და გენდერული ანალიზის კუთხით დახმარებას გაუწევს ყველა დაინტერესებულ მხარეს.

„გზამკვლევი“, პირველ რიგში, კარგ სამსახურს გაუწევს ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის და ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებს, რომლებიც, ყოველწლიურად, საკუთარი ძალებით ახორციელებენ ადგილობრივი გენდერული საჭიროებებისა და ბიუჯეტის ანალიზს, რათა მათ საფუძველზე მოხდეს რეკომენდაციების მომზადება თვითმმართველობების საბიუჯეტო პროგრამებში შესაბამისი პროგრამების დასანერგად.

გადმოწერა

 
 პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
2015 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გამოდიოდა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც აჯამებდა თვის განმავლობაში გაწეულ მუშაობას.
დეკემბრის ბოლოს კი გამოვიდა 28-გვერდიანი ჟურნალი „ქალთა ხმა“. მასში მოთხრობილია ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შესახებ - მათი საქმიანობა, ადვოკატირებული  საკითხები, ცვლილებები ბენეფიციარი ქალების ცხოვრებაში, გავლენა საზოგადოებაზე...
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დასრულდა კვლევა „ქალთა მონაწილეობა ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში“ პროექტის „ქალთა ხმების გაძლიერება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში“.
კვლევის ძირითადი მიზანია, კონფლიქტის სამშვიდობო  მოგვარების პროცესში მეტი ქალის ჩართვის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის შენებაში ქალის მნიშვნელოვანი როლის გააზრება.
კვლევაში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო სექტორის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ კონფლიქტის გადაჭრის საკითხებთან. გამოკითხულია 8 რესპონდენტი ფოკუს-ჯგუფის მეთოდით და 10 - ჩაღრმავებული ინტერვიუს გზით.
კვლევის შედეგები შეკრებილია ერთიან დოკუმენტში.
 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები