ფონდ „სოხუმში“ მომზადდა „კვლევა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების როლი და ჩართულობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, მასზე რეაგირების და რეფერირების პროცესში“. მასში მოცემულია სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის საკითხების მიმართ, მათი ხედვა გამოსავლის შესახებ და კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან.
პროექტის თანახმად, გამოვიდა პუბლიკაცია „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“, რაც დაეხმარება სამედიცინო სფეროს მუშაკებს, მოახდინონ სათანადო რეაგირება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს.
„სიყვარულს მოვლა უნდა, ქორწინება ყოველდღიურად უნდა განამტკიცო. გთავაზობთ წესებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამაში. იქნებ, ეს არც ისე ადვილია, მაგრამ სცადეთ...“ - ნათქვამია ამ პატარა გამოცემის შესავალში.
ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მანანა გოცირიძის მიერ მომზადებული რჩევები ქალებს: ურთიერთობის 4 ოქროს წესი, 5 იდეა ოჯახის სიმყარისთვის, ოჯახური ბედნიერების 9 საიდუმლო, უკონფლიქტო ოჯახის 10 მცნება.
სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის 14 თემში ჩატარდა გამოკითხვა ქალთა მიმართ ძალადობის სიტუაციური ანალიზის მიზნით. შედეგ კი გამოიცა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის სიტუაციური ანალიზი სენაკის მუნიციპალიტეტში“.
ფონდი „სოხუმი“ წლებია, აქტიურად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის მიზნით. შემუშავებულია და გამოცემულია არაერთი დოკუმენტი თუ მეთოდური სახელმძღვანელო.
ამჯერად შემუშავდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პროექტი - ეს არის ნიმუში, მოდელი, რომლის საფუძველზეც შეიძლება ადგილობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმის გაწერა.
გენდერული პოლიტიკის რეალიზაციის სამუშაო გეგმა ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების სამართლიან განაწილებას, ადგილობრივ პროცესებში ქალებისა და მამაკაცების სრულ ჩართვას.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში - სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის - ამ სახელწოდებისაა ფონდი „სოხუმის“ ახალი პუბლიკაცია. მასში ინტეგრირებულია საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის და ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის (უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი) გამოცდილების შედეგად დაგროვილი ექსპერტული მოსაზრებები და რეკომენდაციები.
გზამკვლევი არის დამხმარე მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ხელისუფლებას გენდერზე ორიენტირებული პოლიტიკის დანერგვაში. მასში მოცემულია იმ საკითხთა ნუსხა, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია გენდერული მეინსტრიმინგის გასატარებლად ადგილობრივ პოლიტიკაში.
პუბლიკაცია შემუშავდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში.
ფონდი „სოხუმის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა - პუბლიკაცია აქტუალურ თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში“. ეს არის სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტთა მიერ შესრულებული ნაშრომების კრებული, რომელიც მიზნად ისახავს, ვიშეგრადის ქვეყნების და საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივ მმართველობაში გენდერული პოლიტიკის ადვოკატირებას.
კვლევები ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში.
ერთი წლის განმავლობაში (15.01.2017–15.01.2018) ფონდი „სოხუმი“ მუშაობდა პროექტზე „ქალთა შესაძლებლობების გაფართოება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“.
ორგანიზაციამ საპროექტო საქმიანობა განახორციელა დასავლეთ საქართველოში. პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი ქალებისა და ახალგაზრდების ჯგუფთან. ტრენინგის მონაწილეებმა დაწერეს ესეები, გოგონებმა ჩაატარეს ვორკშოპები თანატოლებთან. განხორციელდა კვლევა და გამოიცა ბროშურა „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამის შემდეგ მოეწყო მრგვალი მაგიდები კვლევის პრეზენტაციის მიზნით. პროექტის ფინალურ ნაწილში გაიმართა შეხვედრა კვიპროსზე, მომზადდა და ეთერში გავიდა ფილმი პროექტის შესახებ.
ჟურნალი ასახავს ყველა საპროექტო აქტივობას.
გამოიცა ფონდი „სოხუმის“ საანგარიშო ჟურნალი „ქალთა ხმა“. ჟურნალის პირველ ნაწილში შეჯამდა წარმატებით განხორციელებული სამწლიანი პროექტი „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. მეორე ნაწილში შეკრებილია ყოველთვიური ინტერნეტ გამოცემა - საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებშიც განხილულია ფონდი „სოხუმის“ სხვადასხვა შეხვედრაზე წამოჭრილი აქტუალური თემები და კონკრეტული ქეისები. სწორედ ამ ისტორიებითაა წარმოდგენილი ჩვენი მუშაობის ანგარიში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)