ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის ბიზნესის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ელგუჯა დეისაძემ. მონაწილეებს ეძლევათ შანსი, იპოვონ საკუთარი საქმე,  სწორად დასახონ მიზნები და მონაწილეობა მიიღონ ბიზნესპროექტების კონკურსში. კონკურსში გამარჯვებული მცირე გრანტს მიიღებს და შეძლებს ეკონომიკურ საქმიანობას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ეს ქალები კონფლიქტის გამყოფ ზოლთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ცხოვრობენ. მათი გაძლიერება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი გამოწვევაა. ამიტომაც მოქმედებს აქ აქტიურად დღის სარეაბილიტაციო ცენტრი.

ჭრა-კერვის კურსების დასრულების შემდეგ ბევრი წარმატების ისტორია დაგროვდა. ქალების გაძლიერების პროცესი ისევ გრძელდება. ამჯერად დღის ცენტრის 10-მა ბენეფიციარმა კომპიუტერული ტექნოლოგიის ორთვიანი კურსი გაიარა და სერთიფიკატებიც მიიღო.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან  შეხვედრა ჩატარდა, რომელიც ეხებოდა კვლევას- " ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შესწავლა, გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით"

ქალბატონებმა დეტალურად ისაუბრეს,თუ რა აქტივობები ჩაატარეს , აღინიშნა,რომ პროექტი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობისთვის მნიშვნელოვანია.შეხვედრას იუსაიდის ახალგაზრდული პროგრამების უფროსი მრჩეველი გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდა.

 შეხვედრა გაიმართა სოფელ დიდინეძის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთანაც.ახალგაზრდები ფორუმ-თეატრის ჩამოყალიბებას, სცენარები დაწერასა და წარმოდგენის დადგმას გეგმავენ.იუსაიდის ახალგაზრდული პროგრამების უფროსი მრჩეველი ახალგაზრდულ ჯგუფთან გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.გიორგი ხეჩინაშვილმა ახალგაზრდებს აქტიურობა შეუქო.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკრაინელ ლტოლვილებს უმასპინძლა. უკრაინელმა ფსიქოლოგებმა მარინა სტეპანენკომ და ანა შალიმოვამ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „სტრესთან ბრძოლის რესურსული მდგომარეობის ძიება“.

ტრენინგში 10 ქალი მონაწილეობდა. ეს იყო მონაწილეების ინფორმირება თემაზე, რა არის სტრესი და როგორ ვლინდება იგი, სავარჯიშოები სტრესის აღმოსაჩენად და ინდივიდუალური რესურსის მოსაძებნად.

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი მშობლიურ ენაზე კომუნიკაციით, სწორად არჩეული თემებით და ერთმანეთთან როლური თამაშების თერაპიით, ქალთა ფონდის საუკეთესო ინიციატივაა მათი მხარდაჭერისთვის.

„არაფერი ისე არ გვაბედნიერებს, როგორც ფონდი „სოხუმის“ ოფისში მოსვლა. თქვენ გესმით ჩვენი ტკივილი და იცით, როგორ დაგვეხმაროთ. გვინდა, მსგავსი შეხვედრები და სწავლება უფრო ინტენსიური იყოს,“ - განაცხადა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ამ მესიჯების ადრესატი სოფია წირღვავაა, ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომელი, რომელიც უკრაინელებთან მუშაობს. სამადლობელი სიტყვები საერთო ჩათში იწერება. ამ ჩათში სოფია აწვდის მათ ყველა ინფორმაციას, რომელიც გამოადგებათ (მაგ., ვაკანსიაზე, ან იუნისეფის დახმარების შესახებ ბავშვებისთვის)...

ჩვენი ორგანიზაციის დახმარება მეტად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ძნელბედობამ საქართველოში ჩამოიყვანა.

ჩვენი მხარდაჭერა არის:

დახმარება სურსათით და ჰიგიენის საშუალებებით - იანვარში ასეთი პაკეტები 45-მა ოჯახმა მიიღო.

კომუნალური გადასახადების დაფარვა - გაეწია 9 ოჯახს.

საცხოვრებლის დაქირავება - ეს დახმარება 13-მა ოჯახმა მიიღო.

ფორუმ-თეატრის განახლებული შემადგენლობა აგრძელებს ამ უჩვეულო თეატრის ტრადიციებს.

იანვარში ახალგაზრდა მსახიობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ.  წარმოდგენები ჩატარდა ორ სოფელში: კოკსა და დიდ ნეძში. სკოლებში შეკრებილმა  მაყურებლებმა ნახეს რამდენიმე სცენა: შეყვარებულებზე,  ოჯახური ძალადობის თემაზე, დედა-შვილის ურთიერთობის შესახებ. ყველა სცენა რეალური ცხოვრებიდან არის აღებული. სწორედ ამიტომ მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი თავი დაინახა როგორც დადებით, ასევე უარყოფით როლებში.

მაყურებელი იმდენად აქტიური იყო, რომ ყველა სცენაში მოხდა ჩართულობა, შემდგომ კი დისკუსიები გაიმართა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტყიბულის და სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებს ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

საუბრის თემა იყო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აღმოფხვრაში. ამ პროცესში გარკვეული როლი ენიჭება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/. აქ ადამიანი იპოვის ბევრ ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება ძალადობის პრევენციასა თუ რეაგირების მექანიზმების განსაზღვრაში. მონაწილეებმა აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარებისთვის საზოგადოების თითოეული წევრის აქტიურობა.

პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის

მხარდაჭერით (კანადა)

უკრაინელი ფსიქოლოგები თავად გვიამბობენ იანვარში გაწეულ მუშაობაზე.

მარინა სტეპანენკო:

„უკრაინელი ლტოლვილები მუდმივად იღებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას ქალთა ფონდ „სოხუმში“. იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფსიქოლოგის კაბინეტში იპოვა მხარდაჭერა და დახმარება, არ კლებულობს, არამედ მხოლოდ იზრდება. ლტოლვილები მოდიან სხვადასხვა თხოვნით, მაგრამ უსაფრთხოება და ნდობის ატმოსფერო ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყველას უნდა, რომ გაუგონ და მოუსმინონ. ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის პროცესზე დადებითად აისახება ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიც უკრაინიდანაა და იძულებით გადაადგილებულია.“

ანა შალიმოვა: ამ თვეში გაგრძელდა მუდმივ კლიენტებთან მუშაობა. ერთ-ერთი იყო ბიჭი, რომელსაც  ადამიანებთან ურთიერთობისას პირადი საზღვრების აგება უნდოდა. განვიხილეთ მისი აგრესიული რეაქციის მიზეზები სხვების ხუმრობებზე. ვისწავლეთ, კონსტრუქციულად როგორ ვუთხრათ ადამიანებს, რომელი ხუმრობა არ არის სასიამოვნო და რა ჟღერს შეურაცხყოფად. ავირჩიეთ ქცევის ჯანსაღი მოდელი ადამიანებთან  ურთიერთობისთვის.

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა გასული წელი შეაჯამეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც გამოიკვეთა ადგილობრივ თვითმმართველობასთან პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით. ასევე აღინიშნა, რა იგეგმება მომავალში და რა დაპირებები აქვთ ადგილობრივი ხელისუფლებისგან.

პრობლემების ადვოკატირების პროცესი გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები