ამ ადამიანებს განსაკუთრებულად სჭირდებათ ფსიქორეაბილიტაცია. ჩვენი სამსახური მზადაა დახმარებისთვის. ჩვენს ბაზაში 255 უკრაინელი ლტოლვილია და  სამი ფსიქოლოგი მუშაობს მათთან.

აგვისტოში, შვებულების მიუხედავად, გარკვეული მუშაობა წარიმართა.

მანანა გოცირიძე: - აგვისტოში ორი გასვლითი მუშაობა გვქონდა ვანში და ოთხი - ქუთაისში, უკრაინულ ოჯახებში (6 ოჯახი - 12 ადამიანი). შეხვედრებზე იყო პირველადი ფსიქოლოგიური კონსულტირება, ანამნეზის შეკრება, მოვიწვიეთ შემდგომ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზე. ამასთანავე მათ გადავეცით საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი.

ანია შალიმოვა: - აგვისტოში ჩავატარე ორი ონლაინ კონსულტაცია, რომელზეც გავეცი პრობლემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ასევე ოფისში მოეწყო ერთი პირისპირ კონსულტაცია. კლიენტი ავიყვანე შემდგომ რეაბილიტაციაზე მისი მოთხოვნის შესაბამისად. კიდევ  - მქონდა გაცნობითი შეხვედრა ოჯახთან, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში.

აგვისტოში დაგეგმილი ტრენინგები ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ახალგაზრდა მონაწილეების რაოდენობა 175 იყო.

ტრენინგებზე განიხილეს აქტუალური თემები: მშობლებისა და შვილების დამოკიდებულება; ეთიკის და ესთეტიკის ნორმები; კონფლიქტის მშვიდობიანად  მოგვარების უნარები.

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ და გულახდილად გამოთქვეს მოსაზრებები, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში მშვიდობიანად მოგვარების უნარების გამოყენება  ცხოვრებაში რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

„კარგი რჩევებია, მაგრამ ცხელ გულზე რთულია ისაუბრო მშვიდი ტონით, თუმცა თუ მოვინდომებ, ყველაფერს  შევძლებ.“

„საინტერესოა ეთიკის და ესთეტიკის ნორმების გაცნობა, ძალიან საჭირო თემაა.“

„გული მწყდება, პროექტი რომ სრულდება.“

ფსიქოლოგის შედეგიანი შეხვედრები

  • პარასკევი, 26 აგვისტო 2022
  • 437 ჯერ

აგვისტოში შესრულდა ფსიქოლოგის გასვლითი ვიზიტები ბაღდათის,  ქობულეთის, ტყიბულის, თერჯოლის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, სადაც ჩატარდა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები (მონაწილეობა მიიღო 50-მა ბენეფიციარმა).

ონლაინ ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესიები ჩაუტარდა რეგიონებში მცხოვრებ 9 ბენეფიციარს. ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში კი მუშაობა წარიმართა 17 ბენეფიციართან და ერთ ოჯახურ წყვილთან.                     

მუდმივ მუშაობას პოზიტიური შედეგები მოაქვს თითოეული ბენეფიციარისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დევნილთა ჩასახლებაში არსებული სოციალური-ყოფითი პრობლემები გამოკვეთეს და პრიორიტეტებად დაახარისხეს.

აფხაზეთის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის 100% იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, დღემდე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს VII-VIII კორპუსების დაზიანებული სახურავი. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდება ზამთარში, სახურავი ვერ გაუძლებს უხვ ნალექს.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ფოტო-ვიდეო მასალების და ხელმოწერების საფუძველზე სექტემბერში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ შეეცდებიან საკითხის ადვოკატირებას, რათა პრობლემა გონივრულ ვადებში მოგვარდეს.

შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა შესრულებული საქმიანობის მოკლე ანგარიში გააკეთეს  და ისაუბრეს იმ გამოწვევებზე,რომლებიც სამუშაო პროცესში შეხვდათ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

აგვისტოში უკრაინელ ლტოლვილებთან მომუშავე ჯგუფმა არაერთი კეთილი საქმე გააკეთა:

ინფორმაცია მიაწოდეს ბენეფიციარებს, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს ჰქონდა აქცია, რომლითაც უკრაინელებს ბილეთების შეძენა შეეძლოთ - ზოგიერთმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და დაბრუნდა სამშობლოში.

ჩვენს ბაზას დაემატა 55 ადამიანი და ახლა 255 ადამიანია. ბოლო კვირას დახმარება გაეწია 10 ოჯახს ქუთაისში, სამტრედიასა და ტყიბულში.

სამი ფსიქოლოგი (მათ შორის ორი - უკრაინელი) აქტიურად ატარებდა ჯგუფურ და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ლტოლვილებთან.

ჩვენ მოგვმართა მოხალისემ უკრაინიდან. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი დაუკავშირდება მას უკრაინელების დასაქმების და ასევე ბაღის თაობაზე, სადაც შეეძლებათ მშობლებს ბავშვის დატოვება მუშაობის პერიოდში.

ერთ-ერთ ჩვენს ბენეფიციარს გაუკეთდა უფასო სტომატოლოგიური ოპერაცია.

მიუხედავად საზაფხულო არდადეგებისა, ჩვენი ქალბატონები აგრძელებენ აქტიურ რეჟიმში მუშაობას და ახალი პრობლემების გადაჭრაზე ზრუნავენ.

ქალთა საინიციატივო ჯგუფები უკვე მუშაობს იმ საკითხებზე, რომელთა ადვოკატირებაც მოხდება უახლოეს მომავალში.

ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, რომლებზეც მოხდა ადვოკატირების გეგმების საბოლოო ვარიანტების შემუშავება და გაცნობა.

ამ ეტაპზე შემდეგი თემების ადვოკატირება მოხდება: „ხონში, აფხაზეთის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში სანაგვე ურნების დამატებით განთავსება.“

„ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა პასიურობა და ნაკლები ჩართულობა. “

„ქალთა პასიურობა, ინდიფერენტულობა, გულგრილობა, ნაკლები ჩართულობა, მენტალიტეტი, ეკონომიკური საქმიანობის არცოდნა.“

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ვებგვერდი - sosfsokhumi.ge არის საქართველოში პირველი  პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო სამთავრობო, არასამთავრობო თუ მუნიციპალური მხარდაჭერისა და გაძლიერების როგორც სერვისებს, ასევე პროგრამებს, საკანონმდებლო აქტებს, სტატისტიკას, სასარგებლო პასუხებს, მსხვერპლთა წარმატებულ ისტორიებსა თუ გამოწვევების შესახებ ბლოგებს და სიახლებს.

ბევრი ლიდერი ქალი გამოკვეთა საპროექტო მუშაობამ.

მარი ჭითანავა ერთ-ერთი მათგანია. ამიტომაც შეჩერდა მასზე არჩევანი, როცა დაიწერა სტატია ჩვენს პარტნიორ მედიაგამოცემაში „აქტ2“.

მარი აფხაზეთიდანაა. 26 წლისაა, სამი შვილის დედა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ სამუშაო შეხვედრებზე რომ მიიწვიეს, უარი თქვა, არც ინტერესი ჰქონდა და არც დრო. მაგრამ მერე მაინც გადაწყვიტა ჩართვა ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფში. თანდათან იზრდებოდა მისი ინტერესი, სულ უფრო აქტიურობდა და ისრუტავდა ყველაფერს, რასაც უზიარებდნენ ცოცხალ თუ ონლაინ შეხვედრებზე.

მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში კოალიციური პროექტით „რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გაზრდა“.

იურისტის საინფორმაციო შეხვედრები

  • ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2022
  • 391 ჯერ

ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ჩაატარა სოფ. დიდი ნეძში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სოფ. დიმში (ბაღდათის მუნიციპალიტეტი), სენაკში, ტყიბულში. ჯგუფურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ მერიის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრებზე გაკეთდა ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ პრეზენტაცია.

წალენჯიხაში ინდივიდუალური კონსულტაცია მიიღო მარტოხელა ქალმა სტატუსთან დაკავშირებით, ვანში კი ძალადობის მსხვერპლმა ქალმა -განქორწინების საკითხებზე. ყველა შეხვედრა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზატორობით გაიმართა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები