ფონდი „სოხუმის“ სუბ-გრანტებით გამოცხადებული მინი-პროექტის განხორციელებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა ახალგაზრდულმა ჯგუფმა ახალ ინიციატივას დაუდო საფუძველი.
მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უკვე მოქმედებს ფანჯარა “ონლაინ პეტიცია“.
წყალტუბოში მცხოვრებ მოქალაქეებს 18 წლიდან ონლაინ პეტიციის დახმარებით შეუძლიათ მიაწვდინონ ხმა თვითმმართველობას და საკუთარი საჭიროებები შეახსენონ.
პირველი პეტიცია უკვე დარეგისტრიდა. ინიციატორები ახალგაზრდული ჯგუფის წევრები არიან.
სიმბოლურია, რომ პეტიცია თავისი შინაარსით ახალგაზრდულ ინიციატივას ახმოვანებს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სტუდენტებისათვის 300 ლარიანი დახმარების გაცემას გულისხმობს.
პეტიციას წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები თვთმმართველობის წარმომადგენლებთან, რომელთა მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა აღნიშნული პლატფორმის გააქტიურება.
პროექტში გათვალისწინებული იყო შეხვედრები მოსახლეობასთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან. ახალგაზრდებმა ონლაინ პეტიციის მნიშვნელობაზე და სარგებელზე ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობას.
Injicio ლათინური სიტყვაა და გამოწვევას ნიშნავს. ინიცირება ქიმიური პროცესია, როცა ჯაჭვური რეაქცია იწყება რაიმე ზემოქმედებით...
რომ არ დაგაბნიოთ, ეს ინიციატივის გამოჩენაა.
ახალგაზრდებზე გიამბობთ და ჩვენი ჩანაფიქრიც ეს არის - აქტიურმა ახალგაზრდებმა ინიციატივები გამოავლინონ.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ 10 მუნიციპალიტეტში მუშაობს - სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი. ადრე ქალაქის/სოფლის ცალკეულ სკოლებში ყალიბდებოდა ახალგაზრდული კლუბები, ტარდებოდა შეხვედრები. ახლა კი მუნიციპალიტეტში იქმნება ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრი, რომელშიც სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი.
6-თვიანი სატრენინგო კურსის დროს მონაწილეები ეცნობიან სხვადასხვა თემას, შეხვედრის ჩატარების ტექნიკას. და უკვე პირველი თვის შემდეგ ატარებენ აქტივობებს თავიანთ სკოლებში. სრული კურსის დასრულების შემდეგ კი ყველაზე აქტიურებს ტრენერის წოდება ენიჭება.
ვერცერთ სკოლას ვერ გამოარჩევ, ინიცირებული ღონისძიებები ყველგან ტარდება. ბავშვები პრაქტიკულად ახორციელებენ იმას, რაც ისწავლეს და ეს ძალიან მოსწონთ.
რას ატარებენ? ეს არის: საინფორმაციო შეხვედრა, ფილმის ჩვენება, როლური თამაში, გამოკითხვა, ვიდეორგოლის მომზადება, აქცია...
ივნისის მეორე ნახევარში ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში ერთ-ერთი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის რეკომენდაციით კიდევ ორი ქალი ჩამოიყვანეს ბავშვებთან ერთად. სულ შვიდნი იყვნენ. რეაბილიტაციის პროცესში თავისი როლი განეკუთვნება იურისტს, ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს, რომლებიც კომპლექსურად მუშაობენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგის საქმე, რომელიც ცდილობს, ცენტრში გატარებული დღეები საინტერესო გახადოს ბავშვებისთვის.
როცა ბავშვები ერთობიან, დედებიც მშვიდად გრძნობენ თავს. კმაყოფილება იგრძნობა მათ სიტყვებში:
- უღრმესი მადლობა ყველას სითბოსა და სიმყუდროვისთვის, გემრიელი კერძებისთვის. ჩვენი შვილების ღიმილისთვის. იმისთვის, რომ ძალას გვაძლევთ...
- ამ დღეებში მშვიდად მძინავს, თავი არ მტკივა. ბევრ პოზიტივს და სასარგებლო ინფორმაციას ვიღებ. მადლობა ყველას, ვინც ეს კომფორტი შეგვიქმნა…
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მარინა სტეპანენკო ამ გაზაფხულზე ქუთაისში აპირებდა ჩამოსვლას. მეგობარი ეპატიჟებოდა და, რახანია, უნდოდა ენახა აქაურობა.
უფრო ადრე მოხვდა, ვიდრე ელოდა. უკრაინის ომის გამო. შვილებთან ერთად 8 მარტს ჩამოფრინდა პოლონეთიდან.
მისი ფეისბუქგვერდის პოსტიდან:
„საქართველო. თბილი, საყვარელი, მყუდრო. აეროპორტში გამოსვლისას იწერენ ჩამოსულების კონტაქტებს, სთავაზობენ საცხოვრებელს და უფასო სადილს. იძლევიან ნომერს საგანგებო სიტუაციაში დაკავშირებისთვის. ბავშვებთან ერთად სტუმრად ვარ. კრაკოვიდან გამოვფრინდით“.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები პირველივე დღეებში ვესტუმრეთ მარინას ოჯახს. გავიზიარეთ მისი დარდი ოჯახის, კიევში დარჩენილი მეუღლის და მშობლების გამო. სურსათი მივუტანეთ, სათამაშოები, ტანსაცმელი. მაშინ გავიგეთ, რომ ფსიქოლოგია. მივხვდით, რომ მას ყველაზე უკეთ შეეძლო თანაკუთხელების დახმარება.
მარინა აღნიშნავს:
კარგი სიახლე გვაქვს: ქუთაისის მერიაში მხარი დაუჭირეს ჩვენს წინადადებას - უკრაინელებისთვის საქალაქო ტრანსპორტში უფასო მგზავრობის თაობაზე. ასევე გაიცემა 100-ლარიანი სასურსათო ვაუჩერები და კვლავინდებურად ხდება ბინების დაქირავება.
122 ადამიანი – ასეთია ჩვენი საკონტაქტო ბაზა. ეს უკრაინელი ლტოლვილები ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და ჩვენ გვიკავშირდებიან.
ივნისში 16 ოჯახს გაეწია დახმარება, ზოგიერთს მეორედ, ერთ ოჯახს კი მესამედ, რადგან ჩვენი ორგანიზაციის გარდა მას არავინ ეხმარება.
ივსება მოხალისეთა სია: გვწერენ ადამიანები, რომელთაც უნდათ განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების დახმარება. ზოგიერთს თანხა გადაურიცხეს, ზოგს საყოფაცხოვრებო ნივთები შეუძინეს. ვიპოვეთ ეტლი ახალშობილისთვის, გავაგზავნეთ რუსთავში ბავშვისთვის საჭირო სხვა ნივთებთან ერთად.
ჩვენი ძვირფასი უკრაინელები მონაწილეობდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაში:
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ოფისში მოვიწვიეთ უკრაინელი ქალები და ბავშვები. მათთვის მოეწყო ჩვენი თანამშრომლების მომზადებული გემრიელი ქართული კერძების პრეზენტაცია. მათ ასევე სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით. სტუმრებმა თავიანთი ამბები გვიამბეს. ბევრი სახალისო და სევდიანი მომენტი იყო.
„ყოველი ახალი თვე ახალი შესაძლებლობაა, გაიზარდო სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით, მიხარია თქვენთან ურთიერთობა, რადგან იმ თემებზე ვსაუბრობთ, რომლებიც დღეს ყველაზე დიდი გამოწვეევა ჩვენი თაობისთვის.“
„პანდემიამ მოგვიტანა ჩაკეტილობა, გაუცხოება... ეს ტრენინგები კი გულახდილი საუბრის, აზრების გაცვლის და საკუთარი როლის განსაზღვრის შესაძლებლობას გვაძლევს“.
ეს ტრენინგის მონაწილეთა სიტყვებია.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ივნისის ბოლო ტრენინგები გამართა სენაკის, სამტრედიის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.
10 მუნიციპალიტეტში დასრულდა აქტიური სატრენინგო კურსი კონფლიქტის ესკალაციის და გენდერული თანასწორობის თემებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკი, თერჯოლა, ქობულეთი, სამტრედია, დიდი ნეძი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) – ფსიქოლოგის შეხვედრების ადგილები, სადაც ინდივიდუალურ და ჯგუფურ სეანსებზე მონაწილეობა მიიღო 35-მა ბენეფიციარმა. ონლაინ ფსიქოთერაპიული სესიები გაიარა 10-მა ბენეფიციარმა, ხოლო ქუთაისში, ჩვენს ოფისში ფსიქოთერაპიული მუშაობა ჩატარდა 17 ადამიანთან (მათგან სამი ახალია).
მუშაობის შედეგები:
ბენეფიციართა ერთმა ნაწილმა გადალახა ძველი ტრავმები, მეორემ - აღიდგინა სულიერი წონასწორობა. კრიზისულმა ოჯახმა კონფლიქტის მოგვარებაზე დაიწყო მუშაობა. გამოვლინდა ძალადობის სამი მსხვერპლი, რომლებთანაც სეანსები გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ მოიქცეს ძალადობის შემთხვევაში, როგორ დაეხმაროს მსხვერპლს. რაც მეტი ადამიანი იქნება ინფორმირებული, მით უფრო ეფექტიანი იქნება რეაგირებაც, - ასეთია შეხვედრების მონაწილეთა საერთო შეხედულება.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში მნიშვნელოვანი სეგმენტია ინფორმირება, რომლის საფუძველზეც ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და შემდგომი რეაგირება. თერჯოლის, ქობულეთის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ამ კუთხით გამართულმა შეხვედრებმა უკვე მოიტანა შედეგები: ქალები ცენტრების მობილიზატორებთან ერთად მუშაობენ საკუთარი უფლებების დასაცავად და არსებული სერვისების მისაღებად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
შეხვედრები წარმატებულ ქალებთან.
საინიციატივო ჯგუფების წევრები ხვდებოდენენ წარმატებულ ქალბატონებს, რომლებიც თავიანთ ისტორიას, გამოცდილებასა თუ ცოდნას უზიარებდნენ მონაწილეებს.
ნანული ცხვედიანი, ნატალია ხუბუა, ხათუნა მაღლაკელიძე - ეს არის იმ ქალბატონების ჩამონათვალი, რომლებმაც წარმატებისკენ გრძელი და რთული გზა გაიარეს და დღეს სურთ სხვასაც დაეხმარონ.
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში წარმატებული ქალების წარმოჩენას.
ეკონომიკაში, ბიზნესში, საზოგადებრივ საქმიანობაში აქტიური ქალების პორტრეტის გაცნობამ დადებითი ემოციები გაუღვიძა მონაწილეებს და პოზიტიურად განაწყო, რაც მათი მოტივაციის გაზრდის საფუძველს ქმნის.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით