ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ფართო სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით რეგიონალური საჭიროებების შეფასება - ადგილობრივ დონეზე საგზაო რუკის (PAR) რეალიზაციისათვის“ (ორგანიზატორი - მეწარმე ქალთა ფონდი). ტრენინგს ესწრებოდა 35 ადამიანი 3 რეგიონიდან (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი). ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს სამიზნე ჯგუფების საჭიროებების კვლევისათვის (გამჭვირვალობა, ეფექტიანობა, ინკლუზიურობა), ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს კვლევის კითხვარების შემუშავებისა და სამუშაო ვერსიების განხილვისათვის. ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: პირველადი ანგარიშების დამუშავება, რეკომენდაციების მომზადება, ფოკუს-ჯგუფის და ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარების მეთოდები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ბევრი რამ აქვთ გაკეთებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ ორჯერ ჩაატარეს საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგი და ორჯერ - საჭიროებათა კვლევა.
საჭიროებათა კვლევა იყო საუბრის ძირითადი თემა ფორუმის მორიგ შეხვედრაზე: რა შეიცვალა პირველი კვლევის შემდეგ, რა მოგვარდა, რას უნდა მიექცეს ყურადღება და რა არის გასაკეთებელი.
შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთ მუშაობაზე ისაუბრეს 8 მუნიციპალიტეტში (ხონი, ვანი, ბაღდათი, თერჯოლა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ცაგერი, ამბროლაური). განსაკუთრებული აქცენტი გამოწვევებზე გაკეთდა.
ფორუმი შეიკრიბა ქუთაისში, სასტუმრო „მეფე დავითში“ მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
1 ივნისს ქუთაისის, ვანის, თერჯოლის, ბაღდათის, ტყიბულის, სენაკის, ჩოხატაურის, ქობულეთის, წალენჯიხის, ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ერთთვიანი მუშაობა შეაჯამეს: ერთმანეთს ინფორმაციები გაუცვალეს და ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომელთაც ადგილზე აწყდებიან ძალადობის პრობლემის იდენტიფიკაციის კუთხით.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა მომდევნო თვის გეგმა განიხილეს. მათი წინადადებები აისახა სამუშაო მოდულში, რაც მუშაობის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამართულ მრგვალ მაგიდას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, პოლიციის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მომზადებულ დოკუმენტს „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.
აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში საკმაოდ კარგი სიტუაციაა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების თანამშრომლობის კუთხით. სახეზეა საბიუჯეტო პროგრამებიც, რაც მსხვერპლს საშუალებას აძლევს, გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს მისი პრობლემების დანახვა, რეაგირება, დასაქმება.
ყველაზე დიდ გამოწვევად დასახელდა თავად საზოგადოების არასაკმარისი რეაგირება ძალადობის ფაქტებზე და გამოიკვეთა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის უდიდესი საჭიროება. ითქვა, რომ ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ამ კუთხით ძალიან სასარგებლო იქნება მუნიციპალიტეტისთვის.
ფონდმა „სოხუმმა“ ზუგდიდში მრგვალი მაგიდა ჩაატარა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით.
შეხვედრაზე ძალადობის პრევენციასა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვაზე (სოციალური თანამშრომლობის რეფერირება), ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციის ანალიზსა და სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
შეხვედრაზე ასევე მოხდა პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაცია.
შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ერთობლივი აქტივობებით შესაძლებელი გახდება პრობლემების იდენტიფიცირება, გაიზრდება მათი მოგვარების და პრევენციის ხარისხი.
ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციის „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებისა და ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისათვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი.
ტრენინგის თემები იყო - გაეროს უმაღლესი საბჭოს რეზოლუცია 1325 და მისი იმპლემენტაციის ლოკალიზაციის პოლიტიკა. ადვოკატირების საფუძვლები და ეტაპები; პროექტის სამიზნე ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება; ონლაინ-პლატფორმა „აპლიკაცია ამომრჩევლებთან კონსულტაციისთვის“ და მისი გამოყენება.
ტრენინგის მონაწილეები ინტერესით გაეცნენ რეზოლუცია „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ ეროვნული გეგმის ლოკალიზაციის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ადგილობრივ პრაქტიკას, გამოწვევებს, ქალთა მონაწილეობის საკითხს; გაერკვნენ ონლაინ ხმის მრიცხველის არსში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი არჩევნებისთვის დაინერგება, როგორც ამომრჩევლის ინფორმირების მექანიზმი; ჩამოყალიბდნენ სამიზნე ჯგუფებთან ფასილიტაციის მეთოდებსა და მუშაობის პრინციპზე.
ხატია ხაჭაპურიძე: „თბილისში ვცხოვრობ. სოფელ გელავერში მამის საკუთრებაში არსებული მიწების რეგისტრაცია დამჭირდა და გუგლში ხონის მერიის ცხელი ხაზი მოვძებნე... ყველა საჭირო ინფორმაცია მომაწოდეს. მივესალმები ცხელი ხაზის არსებობას, რამეთუ ამარტივებს უამრავი საკითხის მოგვარებას.“
ცისანა მუშკუდიანი: „ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ხონი კი არა, სამყარო დააპატარავა. ხონის მერიის ცხელ ხაზზე ხშირად არ ვრეკავ, თუმცა როცა კი მიმიმართავს, უპასუხოდ არასოდეს დავუტოვებივართ. მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას კომპეტენტურად მაწვდიან.“
ამას ხონის მერიის ცხელი ხაზით კმაყოფილი ადამიანები ამბობენ.
ცხელი ხაზი ხონის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების შემდეგ შეიქმნა: დამონტაჟდა ცალკე სატელეფონო ხაზი, გადამზადდა პერსონალი, მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ...
ბაღდათის სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს ადგილობრივი საჭიროებების პირველი კვლევის დროს გამოვლენილი პრობლემები და იმსჯელეს, როგორ უნდა ასახონ ეს პრობლემები სამუშაო ჯგუფის გეგმაში. გამოიყო და პრიორიტეტებად დალაგდა შესასრულებელი რეკომენდაციები. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებს მიეწოდა ინფორმაცია, თუ რა სტადიაზეა მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლების პროცესი. ასევე განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მესამე მონიტორინგის რეკომენდაციებიც. დაიგეგმა, რომ მომდევნო შეხვედრაზე დაამტკიცებენ ჯგუფის განახლებულ სამოქმედო გეგმას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა საკითხი.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ქალთა საჭიროებების კვლევის ტექნიკური მხარე შეაფასეს ზუგდიდში, ქალთა საინიციატივო ჯგუფების შეხვედრებზე. მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ დაგეგმეს კვლევის ჩატარების პროცესი, რა გამოუვიდათ, რა პრობლემებს წააწყდნენ მუშაობის პროცესში, რა ხელის შემშლელი და ხელის შემწყობი ფაქტორები დაინახეს მუშაობისას.
თითოეული გამომსვლელი საუბრობდა კონკრეტული მაგალითებით: ჯგუფებთან მუშაობის სირთულეებზე, ინტერვიუს ჩაწერაზე, რესპონდენტთან პირისპირ საუბარზე. ჯგუფის წევრებმა მიიღეს რჩევები ფასილიტაციის ძირითად პრინციპებზე და განიხილეს სამომავლო გეგმები.
ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები აქტიურად არიან ჩართულები დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა, კონფლიქტის მიმდებარე ტერიტრიაზე მცხოვრები მოქალაქეების პრობლემების ადვოკატირებაში.
მათ სისტემატური დიალოგი აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, დევნილთა სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთვრობო ორგანიზაციებთან. ამ ეტაპზე ჯგუფის წევრების „სამიზნე“ საერთაშორისო ორგანიზაციები გახდნენ.
ნონა ბუკიას - სოფელ ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის ლიდერს - საშუალება ჰქონდა, მისთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა გაეროს მუდმივი კოორდინატორთან საქართველოში, საბინე მახლთან, რომელიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შეხვდა ანაკლიაში.