ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალთა საინიციატივო ჯგუფები გამოვლენილი პრობლემების მოგვარებისთვის მუშაობენ. კოკის ჯგუფმა წერილი მოამზადა მერის სახელზე, შეაგროვა ხელმოწერები და დაიწყო აქტიური ადვოკატირება, რომ სპორტულ მოედნებთან დამონტაჟდეს გარე განათების ბოძები და სკამები.
ზუგდიდის ჯგუფმა კი დაიწყო ადვოკატირება, რომ დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორია გასუფთავდეს სარეველა მცენარეებისა და ეკალ-ბარდებისგან.
კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ფონდი „სოხუმის“ ქვეგრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისთვის.“ პროექტის მიზანია: თემში და სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სოფელ ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფი მუშაობს თემში გამოვლენილი პრობლემების მოგვარებისთვის. გამოიკვეთა ნაგვის ურნების არარსებობა, რაც სავალალო მდგომარეობას ქმნის. ჯგუფმა მოამზადა წერილი მერის სახელზე, შეაგროვა მოსახლეობის ხელმოწერები და შეუდგა ადვოკატირებას.
ლიის სკოლის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი კი ფონდი „სოხუმის“ ქვეგრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოსთვის“. სკოლაში შეიქმნა ეკოკლუბი. ბავშვებმა დაიწყეს მუშაობა პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებზე.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გრძელდება. ფორმატი - ისევ შერეულია.
ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრი ორგანიზაცია „მერკურის“ ძალისხმევით ფონდი „სოხუმის“ მიერ დანერგილ ონლაინ პლატფორმაზე ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა: იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, კონფლიქტისპირა სოფლის მცხოვრებლებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
მეორე შეხვედრა ახალგაზრდებთან შედგა. მათ საარჩევნო თემატიკის მიმართ ინტერესი გამოხატეს და გამოთქვეს სურვილი - უფროსი თაობის ადამიანებს, ვინც ცუდად ერკვევა თანამედროვე ტექნოლოგიებში, დაეხმარონ პლატფორმით სარგებლობაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
თერჯოლის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაზე ორწლიანი საქმიანობის შედეგები იყო წარმოდგენილი. ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს, რა გაკეთდა, სამოქმედო გეგმის რა ძირითადი საკითხები შესრულდა.
პირველ რიგში, ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთ, რაც ადრე არ იყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც შესრულდა, ეს არის სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვა. კონკურსის შედეგად მიღებულია პროექტები, რომლებზეც ტენდერი გამოცხადდა. თერჯოლისთვის საპროექტო ორი წელიწადი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ხონის სამუშაო ჯგუფმა ორწლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამა: ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, ახალი ორგანიზაციების დარეგისტრირება, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორების აქტიური თანამშრომლობა, საჯარო რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგი, ცხელი ხაზის ამოქმედება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება, თვითმმართველობის ელექტრონული სერვისების გაუმჯობესება, ელექტრონული პეტიციის დანერგვა, ეთიკის კოდექსის შემუშავება...
ეს ძალიან დიდი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკაა ხონის მუნიციპალიტეტისთვის.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ზუგდიდში ფონდი „სოხუმის“ ონლაინ აპლიკაციის გაცნობის მიზნით მორიგი შეხვედრა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან ჩატარდა.
ახალგაზრდებმა დისკუსიის ფორმატი აირჩიეს და საკუთარი „დაკვეთაც“ გააჟღერეს პოლიტიკურ პარტიებთან: „სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის პრევენციული პროგრამები განახორციელონ“, „ხელი შეუწყონ ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმს“, „სოფლებში არსებულ უფუნქციო ძველ შენობებში ახალგაზრდული სივრცეები მოაწყონ“, „კარგი იქნება ახალგაზრდებისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერა“.
შეხვედრა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის დევნილ ქალთა ასოციაცია „იმედის“ ორგანიზებით ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
სექტემბრის პირველ დღეებში კოალიცია „ქალები მშვიდობისათვის“ წევრმა ორგანიზაცია „მერკურმა“ ორი შეხვედრა ჩაატარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან. პანდემიის შეზღუდვების გამო იყო შერეული ფორმატი, როგორც ონლაინ, ისე - მოქალაქეთა მცირე ჯგუფებთან.
შეხვედრების მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ მიერ დანერგილი ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციაზე მიიღეს ინფორმაცია. ცდილობდნენ, გაერკვიათ მისი გამოყენების წესი. ზოგიერთებმა კი დაუფარავად გამოხატეს აგრესია საარჩევნო აქტივობის მიმართ.
მონაწილეთა ნაწილი ნაკლებად იცნობს პარტიების პროგრამას, თუმცა არჩევნებზე წასვლას აპირებს და მიაჩნია, რომ პლატფორმიდან მიღებული ინფორმაცია დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ 3-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების სემინარი.
სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს გეგმის ლოკალიზაცია და მასში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენს. სემინარზე მონაწილეობა მიიღო ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ.
საშვებულებო პერიოდის მიუხედავად, აგვისტოში აქტიურად მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი.
ეს ციფრებშიც კარგად ჩანს:
ქალთა მხარდაჭერის 5 ცენტრში გაიმართა ონლაინ და ოფლაინ ჯგუფური შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები 47 ბენეფიციართან.
ფსიქოლოგმა ჩაატარა მუშაობა სამ კრიზისულ ოჯახთან და ონლაინ ფსიქოთერაპია 16 ადამიანთან.
იურისტმა 4 ონლაინ და 3 უშუალი შეხვედრა მოაწყო ინდივიდუალურად.
ყველა მონაწილე კმაყოფილია საკონულტაციო მუშაობით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
