სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგ შეხვედრაზე  საკუთარი საქმიანობა შეაფასეს, იდენთიფიცირებული პრობლემების სიას გადახედეს  და მოუგვარებელი გადაჭრის გზებზე  ისაუბრეს.

მონაწილეთა აზრით, გუნდური მუშაობა, გენდერული სენსიტიურობა, კარგად გაწერილი ადვოკატირების გეგმა  მათ სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დაეხმარა.

შეხვედრის დასაწყისში კი 16-დღიანი კამპანიის შესახებ ისაუბრეს.ქალბატონებმა გენდერული სტერეოტიპებსა და საზოგადოებაში მომატებულ ძალადობის შემთხვევებზე გააკეთეს აქცენტი.

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ოჯახური ძალადობის პრობლემებზე, მიზეზებსა  და  შედეგებზე ისაუბრეს. მიიღეს ინფორმაცია ძალადობის 16-დღიანი კამპანიის შესახებ. დაიგეგმა კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ეკატერინე ქვაჩაკიძემ თერჯოლის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის და ვანის ქალთა მხარდჭერის ცენტრებში ჩაატარა შეხვედრები ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმატით. მონაწილეთა შორის იყვნენ: ძალადობის მსხვერპლები, კრიზისული ოჯახების წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები.

ჯგუფური შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ტრავმული გამოცდილების გავლენა მსხვერპლსა და მოძალადეზე“. ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანებს ხშირად აწუხებთ ფსიქოლოგიური სტრესი. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობა, მუშაობა ოჯახთან, მასწავლებლებთან, რის შედეგადაც მივიღებთ ეფექტურ შედეგს.

შეხვედრები მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეები საკმაოდ აქტიურობდნენ და გამოხატავდნენ კეთილგანწყობას. მათი აზრით, ასეთი შეხვედრები აუცილებელი და სასარგებლოა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების საკითხებზე მუშაობას აგრძელებს. სოფელში არ არის სწრაფი  ინტერნეტი ,რის მოგვარებასაც ქალბატონები გეგმავენ.მათ კომპანია ,,მაგთი,, გამოეხმაურა.მოსახლეობის ხელმოწერებით წერილები გაგზავნილია მერიასა და საკრებულოშიც.ჯგუფის წევრები რეგირების მოლოდინში არიან.

სიახლეები სატრენინგო კურსში

ექვსთვიანი სატრენინგო კურსის ტრენინგები გეგმის მიხედვით ტარდება. უკვე გაიმართა 5 ტრენინგი ჩოხატაურის, სამტრედიის, სენაკის, ქობულეთის და თერჯოლის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.

ეს იყო აქტუალური საკითხების განხილვა, მსჯელობა პრობლემებზე, ჯგუფური თუ ინდივიდუალური სამუშაოები, რაც დიდ ინტერესს იწვევს ახალგაზრდებში. შეხვედრებს ესწრებოდნენ მონაწილეთა მშობლები და პედაგოგები. ჩვენთვის სტიმულის მომცემია აქტიური ჩართულობა სკოლების და ოჯახების მხრიდან.

უნდა აღინიშნოს ჩვენი ინიციატივაც - ახალ ჯგუფებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებთან ერთად ტრენინგებს კურსდამთავრებულებიც ატარებენ მათთვის საინტერესო თემატიკაზე. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს მუშაობაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა თემაზე: „მშვიდობა, ახალგაზრდების როლი სამშვიდობო საქმიანობაში“. მონაწილეებმა ჯგუფური და როლური სავარჯიშოების გამოყენებით  მშვიდობის  მნიშვნელობასა და საკუთარ როლზე ისაუბრეს .

 ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, ექიმებთან შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. რას ნიშნავს ადიქცია(დამოკიდებულება) და როგორ მოქმედებს მარიხუანა და სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი ადამიანის ჯანმრთლობაზე-მონაწილეებმა ამ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

პროექტი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჯგუფის წევრები არ წყვეტენ აქტიურობას. წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რაც დევნილთა თემის გაძლიერებას და პრიორიტეტული პრობლემების მოგვარებას უკავშირდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალების როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესში. ქალთა გაძლიერება  უზრუნველყოფს უფრო ინკლუზიურ მიდგომას იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საჭიროებების მიმართ. ეს კარგად გამოჩნდა პროექტის განხორციელების დროს - პრობლემების იდენტიფიცირებით და მათი ერთი ნაწილის მოგვარებით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ოჯახური ძალადობა, კანონმდებლობა, ძალადობის პრევენცია და ცნობიერების ამაღლება-ამ საკითებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ.ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე, მისგან დამცავ მექანიზმებსა და სახელმწიფო სერვისებზე. მშვიდობისა და არაძალადობრივი კულტურის პოპულარიზაციის თემას მიეძღვნა კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან გამართული შეხვედრა.ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის ,,16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ,, შესახებ.

ვანში მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორის კომისიის წევრებისთვის გაიმართა ვორკშოპი.

მონაწილეებმა განიხილეს სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარებათ კონკრეტული ქეისების  მართვაში. იმსჯელეს ვალდებულებებზე, რაც თითოულმა წევრმა უნდა აიღოს თავის თავზე კომისიის ეფექტიანი მუშაობისთვის.

ვორკშოპზე დაფიქსირდა, რომ კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს ძალადობის  პრევენციას და დაზარალებულების დროულ დახმარებას. მეტი შედეგისთვის გადასახედია შემადგენლობა და დასამატებელია წევრები, რათა კომისიამ უფრო  აქტიურად იმუშაოს.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ფონდ „სოხუმს“ ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის  და ქალთა ჩართულობის მნიშვნელობა ადგილობრივ ხელისუფლებაში.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ის შედეგები, რასაც აღწევენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფები. უკვე ადვოკატირებულ და მოგვარებულ პრობლემებზე ისაუბრეს ასისიტენტებმა, ჩატარებულ ქსელურ მუშაობაზე, იმ დიდ ძალაზე, ამ ქსელის სახით რომ არსებობს და ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება რომ შეუძლია მომავალშიც.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები