დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ქუთაისის ჯგუფისთვის ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა ორდღიანი ტრენინგი ბიზნესის და მეწარმეობის, ბიზნეს იდეის და ბიზნესის დაგეგმვის შესახებ. მონაწილეებმა მოისმინეს კვალიფიციური რჩევები პროდუქციის/სერვისის მახასიათებლებსა და ფასწარმოებაზე, რაც აუცილებელი ინფორმაციაა საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის.

საინტერესოა ტრენინგის მონაწილეთა უკუკავშირი:

„მივიღე ცოდნა ბიზნეს გეგმის შედგენაში, რომ მერე დამოუკიდებლად შევძლო წინსვლა.“

„შემაქეს და განცდა მაქვს, რომ ჩემი იდეა გაიმარჯვებს, რადგან ახალია საზოგადოებისთვის.“

„ვისწავლე, როგორ განვსაზღვრო სწორად ბიუჯეტი. როგორი რეკლამა გავაკეთო გაყიდვებში წარმატების მისაღწევად.“

ტრენინგი არის კარგი მხარდაჭერა საკუთარი ბიზნესის დაწყებაში და დაეხმარება მონაწილეებს, უკეთ მოემზადონ ქალთა ფონდი „სოხუმის“ საგრანტო კონკურსისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საქველმოქმედო-პუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით ქალთა ფონდი „სოხუმი“ ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დევნილთა თემებში ლიდერი აქტიური ქალების გამოკვეთას და მათ მომზადებას სათანადო უნარებით.

პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკსა და ზუგდიდში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში შეირჩა 15-15 ლიდერი ქალი, რომელთაც ჩაუტარდებათ ტრენინგები ქალთა ლიდერობის და ადვოკატირების საკითხებზე.

ამ მოწოდებით უერთდება ქალთა ფონდი „სოხუმი“ საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა  მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება.

ჩვენი ორგანიზაცია 21 წელია, კამპანიის აქტიური მონაწილეა.

ეს საინფორმაციო ფურცელი კამპანიისთვის მომზადდა და დიდი ტირაჟით დაიბეჭდა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ რეჟიმში ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი ეძღვნებოდა თემას: გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში. ტრენინგს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია უძღვებოდა.

ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ ომისა და კონფლიქტების დროს გენდერული ძალადობის ტიპიურ ფორმებს და იმსჯელეს ქალებსა და გოგონებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე, შეიარაღებული/ძალადობრივი კონფლიქტების პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენაზე.

ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ათივე მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო ჯგუფის წევრების პრობლემების ადვოკატირება.

არაერთი პრობლემა აქვთ ქალებს, განსაკუთრებით გამოიკვეთა ძალადობის მსხვერპლთა წინაშე მდგარი გამოწვევები. ჯგუფის წევრები სერიოზულ მხარდაჭერას გრძნობენ სოციალური სააგენტოს, მერიის და საკრებულოს მხრიდან. სწორედ ეს ეხმარებათ პრობლემების ადვოკატირებასა და მოგვარებაში.

ნოემბერში შეხვედრების ნაწილი პროექტის ასისტენტმა ნინო ჭაბუკიანმა ჩაატარა ადგილებზე  თუ დისტანციურად, ნაწილი კი - ჯგუფის ლიდერებმა.

თერჯოლაში, ბაღდათსა და ქობულეთში დასრულდა ციფრული წიგნიერების სამთვიანი კურსები. ჯგუფის წევრებმა ბევრი საჭირო რამ ისწავლეს ტრენერ ქრისტი ქუთათელაძისგან. იმისათვის, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც აქტიურად გამოიყენონ, ამ სამი ჯგუფიდან სმარტფონი გადაეცა ყველას, ვისაც არ ჰქონდა. მათი თქმით, ეს სერიოზული მხარდაჭერაა.  

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სატრენინგო კურსი აქტიურად გრძელდება. შემდეგი ხუთი ტრენინგი ჩატარდა ბაღდათის, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის და ვანის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. მონაწილეებმა ბევრი საინტერესო და აქტუალური საკითხი განიხილეს.

ახლა ყველა ჯგუფი აქტიურად ემზადება საერთაშორისო კამპანიისთვის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ჯგუფებში გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ინიცირებულ ღონისძიებებს. ისინი ჩაატარებენ სხვადასხვა აქტივობას, ჩართავენ თანატოლებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებს და ერთად გამოხატავენ პროტესტს ძალადობის მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

როგორ ვებრძოლოთ გენდერულ სტერეოტიპებს, როგორ გავარღვიოთ ძალადობის წრე, რამდენად ხელმისაწვდომია არსებული სერვისები, რა მექანიზმებით არის შესაძლებელი მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება - ძირითადად, ამ საკითხებზე იმსჯელეს მონაწილეებმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე. 

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის პროცესში შეუცვლელია განათლების როლი. ეკონომიკური მიმართულებით ქალთა გაძლიერების კომპონენტად  შესაბამისი პროგრამების დანერგვის აუცილებლობა დასახელდა.

მთელი თვის განმავლობაში რვა კრიზისული ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა. მათთან აქტიურად თანამშრომლობენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები და საჭირო სერვისებს სთავაზობენ ბენეფიციარებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგიური კონსულტაციები, ფსიქოთერაპიული სესიები - ერთ-ერთი ნაწილია იმ დახმარების, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია უწევს უკრაინიდან ლტოლვილებს.

ამ ადამიანებთან ნოემბერში აქტიურად მუშაობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე. დევნილთა ფსიქორეაბილიტაციის მრავალწლიანი გამოცდილება ეხმარება მას, კარგად შეიგრძნოს უკრაინელთა განცდები. ისიც, ვისთან რა მეთოდით უმჯობესია მუშაობა. ამიტომაც გამოხატავენ ბენეფიციარები კმაყოფილებას მასთან ურთიერთობით.

6 ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ ფსიქოლოგთან თვის განმავლობაში, 18-მა ადამიანმა მიიღო კონსულტაცია. სამი კი ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიულ სესიებს ესწრება.

როგორც თავად ამბობენ, ქუთაისში მცხოვრები უკრაინელებისთვის ეს დიდი მხარდაჭერაა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგიური კონსულტაციების სიკეთე

  • პარასკევი, 24 ნოემბერი 2023
  • 305 ჯერ

ხობის მუნიციპალიტეტში არის ლამაზი სოფელი პირველი მაისი. იქ პირველად ჩავიდა ჩვენი ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე საბავშვო ბაღში მომუშავე ქალებთან სასაუბროდ.

შეხვედრის ინიციატორი იყო ნინო ურიდია, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი. მან თქვა, რომ ერთი შეხვედრისგან არ ელოდა ამდენ სარგებელს.

ხობში დიდი ხანი არ არის, რაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრი შეიქმნა და ფსიქოლოგიური კონსულტაციების სიკეთეზეც ნაკლებად იციან.

შეხვედრის ბოლოს კმაყოფილი ქალები ამბობდნენ:

  • როგორ სწრაფად გაირბინა დრომ. კიდევ ბევრი დაგვრჩა სათქმელი.
  • რამდენი საინტერესო და სასარგებლო რამ გავიგე.
  • სხვანაირად შევხედე ცხოვრებას, გადავაფასე პრიორიტეტები.
  • დავფიქრდი ჩემს ქცევაზე, ემოციებზე, რას ვაკეთებ და როგორ მოქმედებს ეს ჩემზე.
  • მადლობა ამ შეხვედრისთვის ყველას, ვინც მოამზადა და განსაკუთრებით - ფსიქოლოგს.
  • ხშირად ჩაგვიტარეთ ასეთი შეხვედრები.

ფსიქოლოგმა ამას გარდა 14 ფსიქოთერაპიული სესია ჩაატარა ქუთაისში და 11 ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაცია სხვადასხვა რეგიონში. ერთ პატარა ბიჭუნასაც გაესაუბრა ცალკე, არტთერაპიის მეშვეობით დაეხმარა სკოლასთან ადაპტაციაში, წარუმატებლობის შიშის დაძლევაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები