კვლევის წარდგენა თეკლათში

ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა გაიმართა თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში - სკოლის დირექციის, პედაგოგების და მშობლების მონაწილეობით.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად ისაუბრეს არაერთ საჭირბოროტო საკითხზე, რომლებიც ეხება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობას, ძალადობის პრევენციას, მოზარდების ოჯახების ფსიქოსოციალურ მდგომარეობას.

ასევე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“  კვლევის -  „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ წარდგენა. კვლევის რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პასუხისმგებელი ადგილობრივი რგოლების კოორდინაციას და ინფორმაციის გაცვლას, სკოლებთან თანამშრომლობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წალენჯიხის მერიის სამსახურების, გენდერული თანასწორობის საბჭოს, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები შეიკრიბნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ აქ ჩაატარა მრგვალი მაგიდა - გენდერულ საბჭოსთან განხორციელებული ერთობლივი მცირე პროექტის პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დროს. ამას გარდა მოხდა ქალთა საჭიროებების შესწავლა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და გამოიცა კვლევის ანგარიში.    

შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, რაც გაკეთდა და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

"მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასების" რაოდენობრივი კვლევას შეუდგნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები. მათ პასუხისმგებლობები და მოვალეობები გადაინაწილეს.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ ქუთაისის მუნიციპალიტეტში პროექტის „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში“ განხორციელებას იწყებს.

პირველი საინფორმაციო შეხვედრა  -  ახალი პროექტის პრეზენტაცია ონლაინ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორები და ბენეფიციარები.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

„ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას“ ისახავს მიზნად ფონდი „სოხუმის“ კვლევა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩაატარებენ. პირველ ეტაპზე, რაოდენობრივ კვლევაში ონლაინ-ანკეტების საშუალებით 150 ადამიანი გამოიკითხება. სენაკში ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა თემაზე: მშვიდობა, ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობაში. მონაწილეებმა როლური თამაშებისა და ინტერაქციული სავარჯიშოების გამოყენებით იმსჯელეს მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ისაუბრეს ახალგაზრდების სამშვიდობო ინიციატივებზე.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა შეხვედრები ჩაატარა წყალტუბოს, ვანის ზუგდიდის, ჩოხატაურის და ბაღდათის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებში. დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში - თერჯოლა, სამტრედია, ხონი, წალენჯიხა და ქობულეთი - კი შეხვედრები ჯგუფების ლიდერებმა გამართეს. რამდენიმე შეხვედრას ორგანიზაციის ფსიქოლოგიც ესწრებოდა და გარკეეული მუშაობაც ჩაატარა ქალებთან. თითქმის ყველა ჯგუფში გამოიკვეთა სერიოზული ქეისები და დაიგეგმა მათი მოგვარების გზები.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

შეხვედრა ხობში

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხების რეფერირების ადგილობრივ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის სისტემის ხელშეწყობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების და მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპი-ების წარმომადგენელები. ისაუბრეს ოჯახში ძალადობის პრევენციაზე, ძალადობის რისკ-ჯგუფებზე, ყველაზე მოწყვლადი ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და სოციალური პარტნიორობის ადგილობრივი სისტემის აუცილებლობაზე, ინტერსექტორული რესურსების გაერთიანების საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

რა უნარებია საჭირო ურთიერთობაში არსებული წინააღმდეგობების დასაძლევად, როგორ შევქნათ მშვიდობის კულტურა საზოგადოებაში, როგორია ახალგაზრდების როლი და მისია ამ საქმეში. -ძირითადად ამ საკითხებზე ისაუბრეს კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა. კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს.ქალბატონებმა დაიწყეს კვლევ სახელწოდებით "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება" .

ვანის მერიის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებისთვის ჩატარდა ვორკშოპი.

მონაწილეებმა იმსჯელეს თითოული წევრის ვალდებულებებზე, რაც აუცილებელია კომისიის ეფექტიანი მუშაობისთვის. განიხილეს სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარებათ კონკრეტული ქეისების  მართვაში.

აღინიშნა, რომ გადასახედია შემადგენლობა და მეტი აქტიურობისთვის დასამატებელია წევრები. ასევე დაფიქსირდა, რომ კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს ძალადობის ფაქტების პრევენციას და დაზარალებულების დროულ დახმარებას.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები