მშვიდობა იწყება შენით-ამ სლოგანით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მშვიდობის საერთაშიროს დღე აღნიშნა.
ქალბატონების შეფასებით, მშვიდობა უალტერნატივოა.მათ საკუთარ როლსა და შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.
მშვიდობის საერთაშორისო დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა აღნიშნა.
მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების როლზე სამშვიდობო პროცესებში.
„მშვიდობის დღე უნდა ეძღვნებოდეს მშვიდობის იდეალის გაძლიერებას...ეს დღე იქნება შეხსენება ყველა ხალხისთვის, რომ გაერო არის ცოცხალი ინსტრუმენტი მშვიდობის სამსახურად და ის უნდა ემსახურებოდეს თითოეულ ჩვენთაგანს და გვახსენებდეს ჩვენს ვალდებულებას, რომ ყველა ინტერესსა და განსხვავებულობის მაღლა დგას მშვიდობა“-გაეროს 1981 წელს მიღებულ რეზოლუციაში ჩაწერილ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ისაუბრეს სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა
წყალტუბოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები. „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციებიმონაწილეებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ გზამკვლევს“ - შეკრებილები გაეცნენ ამ პუბლიკაციას, რომელიც გამოსცა ევროპულმა ქსელმა WAVE.
მონაწილეები ინტერესით გაეცნენ ქალთა ორგანიზაციების მუშაობას ბოსნია- ჰერცოგოვინაში, უკრაინაში, სომხეთში, საქართველოში. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველო ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებული პრაქტიკითაა წარმოდგენილი.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
სოფელ ძველ სენაკში (სენაკის მუნიციპალიტეტი) და სამტრედიის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების მონაწილეობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები.
მონაწილეები გაეცნენ გზამკვლევს „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ - https://wave-network. org/wp.../uploads/Toolkit-Georgian.pdf.
ეს სახელმძღვანელო ქალთა ევროპულმა ქსელმა WAVE-მა მოამზადა და მასში წარმოდგენილია ქალთა ორგანიზაციების გამოცდილება. მათს შორის ერთ-ერთია ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმატებული მუშაობის შედეგები გაჭიანურებული კონფლიქტის პირობებში.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
მშვიდობა იწყება ჩვენით, ჩვენ ყველანი ვქმნით ლოკალურ მშვიდობას, ამიტომაც საჭიროა ძალების გაერთიანება, რათა შევქმნათ გლობალური მშვიდობა- ასეთი პოზიციით წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი მშვიდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
სამშვიდობო აქციები გამართეს წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა. საინფორმაციო შეხვედრებზე კი სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების როლზე ისაუბრეს.
მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის მიერ გამართული შეხვედრა. კლუბის ლიდერმა პრეზენტაცია წარადგინა, წევრებმა მიიღეს ინფორმაცია მშვიდობის დღის შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის მეორე ნაწილი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას და გადაჭრის გზების შესახებ საუბარს დაეთმო.
ადვოკატირების პროცესის დინამიკის განსახილვევლად შეიკრიბნენ ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები . ადვოკატირების გეგმის მიხედვით ჯგუფის წევრები მზად არიან იმუშაონ არჩეულ პრობლემაზე, სამიზნე სკოლის დირექტორსაც შეხვდნენ, გააცნეს თანამშრომლობის მიზანი და სამომავლო გეგმაც დასახეს.
„ბავშვზე ძალადობა და ბავშვის იგნორირება“ - ამ თემაზე ჩაატარა შეხვედრები ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ეკა ხაინდრავამ სამტრედიის, ქობულეთის, სენაკის, წალენჯიხის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. სამიზნე ჯგუფებში, ძირითადად, იყვნენ საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგები. მოსწავლეებთან გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ფიზიკური მანიშნებლების შემდეგ ძალადობის შემთხვევების მეორე მთავარი მანიშნებელია ბავშვის ქცევა. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უმრავლესობა გამოირჩევა პასიურობით. მათ, შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეთ კვების რეჟიმი, ხშირ შემთხვევაში არ იციან თამაში, ვერ იკავებენ თავს, ზოგჯერ განვითარებაში ჩამორჩენასაც ამჟღავნებენ.
ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის, რათა შეძლონ ბავშვების დახმარება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეუერთდა.
,,მშვიდობის საერთაშორისო დღეს, მოდით დავდოთ პირობა, რომ ჩვენს შვილებს ვასწავლით შემწყნარებლობასა და სხვათა პატივისცემას.
ვიბრძოლოთ მშვიდობისათვის და დავიცვათ ის, როგორც შეგვიძლია” -ეს იყო ქალბატონების მიერ გაჟღერებული ძირითადი მესიჯები.
რაც შეეხება სოფელ კოკის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, მათ მშვიდობის საერთაშორისო დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ სიღარიბე, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები, უთანასწორობა, კორუფცია, რასიზმი და ქსენოფობია არის საუკეთესო ნიადაგი სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებისათვის . მათი თქმით, სწორედ კონფლიქტების ამ გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლას ეძღვნება მშვიდობის საერთაშორისო დღე.
ხშირად ფიქრებით ჩვენ ვიმყოფებით ან წარსულში ან მომავალში, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ხდება მხოლოდ „აქ და ამჟამად“. მაინდფულ ადამიანი ყურადღებას აქცევს ამჟამინდელ მომენტს და სრულიად მინაწილეობს ცხოვრებაში.
მაინდფულნესი (Mindfulness) ნიშნავს ყურადღების სრულ კონცენტრაციას „აქ და ამაჟამად“.
სწორედ ამ მეთოდიკით გაიმართა ბათუმში ტრენინგი და მასში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი დახმარებით ქუთაისიდან 6 უკრაინელი ქალი გაემგზავრა.
ტრენინგის განმავლობაში მათ იმუშავეს საინტერესო საკითხებზე: როგორ დაძლიონ შფოთვა, როგორ დაიმშვიდონ და შეიყვარონ თავი და ა.შ. ქალებმა ისწავლეს არაერთი სავარჯიშო. ისინი კმაყოფილები დარჩნენ ტრენინგით, რადგან ეს ყველაფერი სჭირდება თითოეულ მათგანს და მათი ოჯახის წევრებს, სანამ საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან.
ასეთი ტიპის ტრენინგები კიდევ ჩატარდება სხვა ჯგუფებთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)