შეხვედრა ახალსოფელში

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მერიის ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორი და ამავე განყოფილების სოციალური მუშაკი.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ განყოფილების სტრუქტურას, მიიღეს ინფორმაცია არსებულ პროგრამებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე. მათი აზრით, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოების ინფორმირებულობას, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს, კრიზისული ოჯახების მხარდაჭერას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ზოგი მონაწილე პირველად იყო ტრენინგზე და ძალიან მოეწონა სწავლების ეს ფორმა.  უფრო გამოცდილები მეტად აქტიურობდნენ და ერთვებოდნენ მუშოაბაში.

რა საჭიროა კონფლიქტების ანალიზი? როგორ ვმართოთ კონფლიქტი? ამ და სხვა უამრავ საკითხებზე ისაუბრეს მოზარდებმა ტრენერთან ერთად.

ტრენინგი სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის ჩატარდა. სხვადასხვა მეთოდმა - დისკუსია, თამაში, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციები - სახალისო და საინტერესო გახადა სატრენინგო პროცესი.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

21 სექტემბერი - მშვიდობის საერთაშორისო დღე - 1981 წლიდან აღინიშნება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ.

ეს დღე ფონდი „სოხუმმაც“ განსაკუთრებით აღნიშნა და მიუძღვნა მას რიგი ღონისძიებებისა - საინფორმაციო შეხვედრები და აქციები, რომლებიც მთელი თვის მანძილზე გრძელდებოდა.

ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საუკეთესო გამოხატულებაა იმისათუ რა არის ჩვენი მუშაობის მთავარ მიზანს, რისი მიღწევა გვსურს და რაში ვდებთ შრომას.

სამიზნე მუნიციპალიტეტებში 20 მდე შეხვედრა ჩატარდა ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივოჯგუფებთან ამ თემაზე, ჯგუფების წევრებმა მიიღეს მონაწილეობა აქციებში და შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ ინიცირებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განიხილეს იგპ-თა პრობლემა: ყოფილ სამხედრო დასახლებაში (სადაც, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ) საკანალიზაციო სისტემის არარსებობა.

ადვოკატირებამდე შეგროვდა საჭირო დოკუმენტები, ფოტოები და ვიდეომასალები, ხელმოწერები, მომზადდა ვიდეორგოლები.

შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილები, სამოქალაქო აქტივისტები, მერის მოადგილე ლევან ელიავა, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.

დოკუმენტური მასალების გამოყენებით, პრობლემის მოგვარების გზებზე და საშუალებებზე გაიმართა მსჯელობა. ცალკეულმა სუბიექტებმა პრობლემასთან მიმართებაში საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრეს. 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ქუთაისის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა გამართა შეხვედრა აპრობირებული და წარმატებული „ერთი ფანჯრის" მეთოდის გამოყენებით.

დღის წესრიგის მიხედვით განხილულ იქნა პრობლემები, რომლებიც გამოვლინდა საჭიროებების კვლევის შედეგად. მათ შორისაა დევნილთა დასახლება „კოტეჯებში“ შემოსასვლელი მოკლე გზის (260 მ) რეაბილიტაცია. გზის ეს მონაკვეთი არ ეკუთვნის ქუთაისის მუნიციპალიტეტს და საჭიროა მისი  გადაცემა ქალაქისთვის. უკვე გამოინახა პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა და მოკლე დროში მოგვარდება კიდეც.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფმა ზედა ვანის (ვანის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, უფროსკლასელები,  მერიის ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლები და გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.

მონაწილეები გაეცნენ განყოფილების სტრუქტურას, აგრეთვე იმ მიგნებებს, რომლებიც ამ განყოფილების მუშაობის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. მათ აღნიშნეს, რომ ასეთ სიღრმისეულ ინფორმაციას არ ფლობდნენ და უკვე იციან, რა დროს უნდა მიმართონ მათ. აქცენტი გაკეთდა სკოლებისა და განყოფილების თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რაც გააუმჯობესებს მოწყვლადი მოზარდების მდგომარეობას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრების ახალი ფორმატი

სექტემბერში საინფორმაციო შეხვედრები განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. მათში აქტიურად იყვნენ ჩართულები ახალგაზრდები და პედაგოგები. შეხვედრები ჩატარდა ზედა ვანისა და წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლებში.

ვებგვერდმა https://sosfsokhumi.ge/ დიდი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. აღინიშნა, რომ იმ გარემოში, როდესაც ასე იმატა ფემიციდის ფაქტებმა, მნიშვნელოვანია ამ გვერდზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელება. ამაში ახალგაზრდებმა, როგორც ინტერნეტსივრცის აქტიურმა მომხმარებლებმა, თავიანთი როლი დაინახეს. ასევე აქტუალურად დასახელდა ამ კუთხით არსებული მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა, რისი დეფიციტიც მათ აქვთ.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ადვოკატირების ჯგუფის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც მოწვეული იყვნენ მერიის ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლები. შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის პედაგოგები.

ჩვენი მიზანი იყო მონაწილეებისათვის გაგვეცნო განყოფილების სტრუქტურა და მუშაობის არეალი. თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ეს განყოფილება, ამაზე ინფორმაცია ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიგნებებზე დაყრდნობით მიეწოდა აუდიტორიას.  

გამოიკვეთა, რომ განყოფილების მუშაობის და ფუნქციის შესახებ პედაგოგებმა არ იცოდნენ. მათ წამოჭრეს არაერთი აქტუალური საკითხი, აქცენტი გაკეთდა ინკლუზიურ ბავშვებთან და მათ მშობლებთან აქტიური კომუნიკაციის საჭიროებაზე. პედაგოგებს მერიის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წარმოგიდგენთ ნინო ქანთარიას - ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის აქტიურ წევრს.

ეს კი მისი წარმატების ისტორიაა...

ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა, გამომევლინა ჩემი თავი,როგორც  ლიდერს,ჯგუფური მუშაობის დროს, როგორც აქტიურ წევრს, აქტიურ მოქალაქეს.

პროექტის წყალობით  ჩავიხედე მეტად მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მშვიდობა და კონფლიქტი,ტოლერანტობა,გენდერული თანასწორობა. გავერკვიე აქტიური მოქალაქის როლსა  და ფუნქციაში. პროექტის ფარგლებში გავიცანი  საინტერესო ადამიანები,მოვისმინე საინტერესო ტრენინგები და მივიღე ჩემთვის მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები