ივლისის თვეში პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში წყალტუბო, სენაკი, ხონი, ქუთაისი, წალენჯიხა და ზუგდიდი ჩატარდა საინფომაციო შეხვედრები ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან.

ძირითადი საკითხი, რომლის განხილვაც მოხდა შეხვედრებზე იყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.

ქალბატონებს მიეწოდან ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა პროგრამები არის წარმოდგენილი მათ მუნიციპალიტეტებში, როგორ ჩავერთოთ ამ პროგრამებში, თანამშრომლობის რა შესაძლებლობები არსებობს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ლიზი ტყაბლაძე - ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრი.

ეს კი მისი წარმატების ისტორიაა...

„ამ პროექტის ფარგლებში გავეცანი ჩემთვის საინტერესო საკითხებს და გამოვიმუშავე ახალი უნარები, რომელსაც შემოდგომში გამოვიყენებ სხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში.

 ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო საპროექტო განაცხადის შევსება და ბიუჯეტის შედგენა.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებიდან გამოვყოფდი კედლის მოხატვას, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. ბავშვებს მიეცათ საშუალება გამოემჟღავნებინათ თავისი კრეატიულობა და სასურველი შედეგიც მივიღეთ...

ამ პროექტში ჩართულობით გავხდი უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების ყოველმხრივ განვითარებასა და ზრდას.“

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ახლა სამი ფსიქოლოგი მუშაობს უკრაინელ ლტოლვილებთან.

მანანა გოცირიძე, რომელსაც ბევრი სამუშაო აქვს ქალთა მხარდაჭერის 10 ცენტრში და სარეაბილიტაციო ცენტრში, უკრაინელების ფსიქოემოციურ განწყობაზეც ზრუნავს.

მეორე ფსიქოლოგი, მარინა სტეპანენკო,  კიევიდანაა. ახლა მესამე ფსიქოლოგიც გვყავს - ანია შალიმოვა ხერსონიდან.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხრიდანაც კარგი ჟესტია - უცხო ქალაქში თავისი პროფესიით დაასაქმო ადამიანი, შემოსავალიც ჰქონდეს და თანაკუთხელებსაც დაეხმაროს.

საქმე ყველასთვის სამყოფია: 197 ადამიანია ჩვენს საინფორმაციო ბაზაში და ყველას სჭირდება გამხნევება, ფსიქოლოგის კომპეტენტური რჩევა...

მანანა გოცირიძე: შევხვდი ოჯახებს, რომლებიც ჩამოვიდნენ კიევიდან, ოდესიდან, ხარკოვიდან და ხერსონიდან. მარტო ამ ქალაქების დასახელებაც კმარა, რომ მივხვდეთ, რა გადაიტანეს, რას განიცდიან... ტარდება პირველადი ფსიქოლოგიური კონსულტირება, ანამნეზის შეგროვება და თითოეულთან იგეგმება შემდგომი შეხვედრები. როცა მათთან მივდივართ, პროდუქტებიც მიგვაქვს და, ვფიქრობ, ესეც კარგი დახმარებაა.

აქცია 7 მუნიციპალიტეტში

  • ორშაბათი, 25 ივლისი 2022
  • 564 ჯერ

„გამიმართლა, რომ დამაკავშირეს ფონდ „სოხუმს“. დღე, როდესაც ტელეფონი გადმომცეს, მთელი ცხოვრება გამყვება. რწმენა დამიბრუნდა ამ საოცარი ადამიანების წყალობით“.

„ქალთა ფონდი „სოხუმს“ აქვს ტრადიცია, ადამიანებს უთხრას: „შენ არ ხარ მარტო“. ეს ჩემთვის სტიმულია, იმედიანად გავაგრძელო ცხოვრება“.

ეს უკუკავშირი მოჰყვა აქციას, რომლის ფარგლებშიც მოწყვლადი ჯგუფების 10 ქალს SAFE YOU აპლიკაციით და SOS ღილაკით აღჭურვილი მობილური ტელეფონები  გადასცეს საჩუქრად. აქციამ 7 მუნიციპალიტეტი მოიცვა: თერჯოლა, ბაღდათი, ტყიბული, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი და ქობულეთი.  აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რაც ხელს უწყობს ბენეფიციარების სოციალური მდგომარეობის უკეთ აღქმას.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ფსიქოლოგთან შეხვედრები ივლისში ვანის, ქობულეთის, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), წალენჯიხის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა მოაწყვეს. ამ მუნიციპალიტეტებში გაიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები 34 ბენეფიციარის მონაწილეობით.

შეხვედრების შედეგები: გამოვლინდა ოჯახში ძალადობის ორი მსხვერპლი, რომლებთანაც გრძელდება მუშაობა.

გასვლითი შეხვედრების გარდა ონლაინ ჩატარდა ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესიები რეგიონებში მცხოვრებ 9 ბენეფიციართან.           

ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში მიმდინარეობდა მუშაობა 16 ადამიანთან და ერთ ოჯახურ წყვილთან.                     

მუშაობას თანდათან დადებითი შედეგები მოაქვს და ბენეფიციარები მადლობას გამოხატავენ უკეთესი განწყობის, პრობლემების მოგვარების, ოჯახური ფსიქოლოგიური კლიმატის გაუმჯობესების გამო.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეჩერე ოჯახური ძალადობა! - წერია ერთგან.

ძალადობა არ არის გამოსავალი! - ამბობს მეორე.

ეს ბავშვების გაკეთებული პოსტერებია.

მესამეგან - კვლევის ერთ-ერთი დიაგრამაა.

კითხვაზე: ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ოჯახში? პასუხები ასე განაწილდა: ქალი -  12%, კაცი - 32%, ორივე - 56%. 

ყველაფერი იმ მოზარდების ნახელავია, რომლებიც ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში გადიან ექვსთვიან სატრენინგო კურსს.

ცენტრები 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს - სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი.

კონფლიქტის მოგვარების გზები, ძალადობის პრევენცია, ნაადრევი ქორწინება - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ ტრენინგებზე. მერე კი მოზარდები ერთგვარ საშინაო დავალებას იღებენ: ვინ გაავრცობს თემას? ვინ მოიფიქრებს სათქმელის ორიგინალურ ფორმას? როგორ შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია პრობლემაზე?

ფატიმა რობაქიძე - ტყიბულის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორია. ცენტრი გასული წლის აპრილში გაიხსნა და ის ერთ-ერთია, რომელიც აქტიურად მუშაობს 10 მუნიციპალიტეტში პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

წარმატების ამ ისტორიაში ტყიბულის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის მონოლოგს გთავაზობთ.

ეს არის ამბავი იმისა, ფატიმა რობაქიძე რიგითი პედაგოგიდან როგორ იქცა სამოქალაქო აქტივისტად:

„მე პედაგოგი ვარ და აქამდე მიმაჩნდა, რომ ერთადერთი ფოკუსი უნდა მქონოდა – სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი გარემოს შექმნა ჩემს კლასში  და ჩემი მოსწავლეების მშობლებთან. ვფიქრობდი, რომ სხვა რამისთვის დრო არ უნდა დამეხარჯა. ჩემთვის პირველი „ფანჯარა“ მაშინ გაიხსნა, როცა მცირე დროით სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ჩატარება მთხოვეს.

იმ დროს გავეცანი ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობას და მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც სანუკვარად მიმაჩნია – ხელსაყრელი კლიმატის შექმნა ბავშვებისთვის სწავლებისა და აღზრდისათვის, უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. 

ფორუმ-თეატრს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: უამრავი წარმოდგენა, ათობით მსახიობი, რომელიც წლებთან ერთად იცვლებოდნენ...  ახლა ამ ისტორიის დაარქივება დაიწყო - შეიკრიბა სცენარები და ერთ კრებულად დაიბეჭდა. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო, რა სახის სცენარებზე იგება ფორუმ-თეატრის წარმოდგენები...

ივლისში აქტიურად მიმდინარეობდა სარეპეტიციო მუშაობა და წარმოდგენები. ფორუმ-თეატრმა ორი გამოსვლა ჩაატარა ქუთაისში - ცენტრალურ პარკში და რიონისპირა ახალ სკვერში.

მაყურებელი ბევრი არ იყო, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა მათი უკუკავშირი. განსაკუთრებული აღტაცებით საუბრობდნენ უცხოელი ტურისტები, რომლებმაც აუდიტორიასთან დიალოგის ამ უჩვეულო ფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტი აქტიურად ხვდებოდა ბენეფიციარებს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ივლისში შედგა ჯგუფური და ინდივიდუალური იურიდიული შეხვედრები დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში: ვანში, ქობულეთში, ზუგდიდში (სოფელი კოკი), წალენჯიხაში, სამტრედიასა და თერჯოლაში. შეხვედრებში მონაწილეობდა 34 ადამიანი.   

იურისტმა ასევე სამი ინდივიდუალური კონსულტაცია გასცა ქუთაისში.

უფასო იურიდიული სერვისი  სერიოზული მხარდაჭერაა ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთთვის საინტერესო კითხვებზე იღებენ პასუხს და იურისტის დახმარებით შეუძლიათ კომპეტენტურად მოაგვარონ პრობლემები. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები