საერთო აქტივობები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, შეხვედრები სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან, ვორკშოპი სკოლის მოსწავლეებთან - ასეთი აქტივობები ჰქონდათ ტყიბულისა და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დღეებში.
მონაწილეების მოსაზრებით, საერთაშორისო კამპანიაში ჩართულობა შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას, იფიქროს პრობლემის მასშტაბებზე და ყველა სტრუქტურამ საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს ძალადობის პრევენციის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს პოსტერები პატარებმა და მშობლებმა ერთობლივად დაამზადეს და თავიანთი გულწრფელი გზავნილებით უთხრეს უარი ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას.
ასე შეუერთდნენ ინგირის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საბავშვო ბაღი „წითელქუდას“ აღსაზრდელები, მშობლები და პედაგოგები საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
100 მონაწილე. და შეხვედრების ფართო გეოგრაფია: ბაღდათი, ვანი, ჩოხატაური, თერჯოლა, ტყიბული.
დეკემბრის პირველ ნახევარში ამ ხუთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან გაიმართა ტრენინგები თემაზე: კონფლიქტის მოგვარების გზები. ტოლერანტობის პრობლემა მოზარდებში.
მონაწილეები გახსნილად საუბრობდნენ პრობლემებზე, მოჰყავდათ მაგალითები, მსჯელობდნენ მოგვარების გზებზე.
ტრენინგებში აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები და შემდეგ დაეხმარნენ მოზარდებს სხვადასხვა აქტივობის მომზადებაში. ამ ჯგუფებმა 35 ინიცირებული ღონისძიება ჩაატარეს და ყველა მიუძღვნეს საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კიდევ ერთი საფინალო დღე - ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში მუშაობა დაასრულა ჭრა-კერვის კურსმა. პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეები დაეუფლნენ კერვის ტექნიკას, კარგად შეისწავლეს ყველა აუცილებელი ნიუანსი. შემაჯამებელ გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო მათი ნაშრომები, რომლებმაც მოწონება დაიმსახურა.
მონაწილეთა განმარტებით, კურსი დაეხმარა მათ, გამხდარიყვნენ უფრო მოტივირებულები. გაუჩნდათ სურვილი, რეალობად აქციონ საკუთარი იდეები სამომავლოდ მცირე ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ინიცირებით მოხდა სოფლის მოსახლეობის ინფორმირება 16-დღიან კამპანიასა და მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე.
ქობულეთში ჩატარებულ შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელიც შეუერთდა და შეკრებილებს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აქტუალობაზე ესაუბრა.
მოსახლეობის ინფორმირება მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე ხელს შეუწყობს პრობლემაზე რეაგირებას და ძალადობის ფაქტების შემცირებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ვანის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად ჩართეს თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებმა საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს. ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით კი მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეომიმართვა, ჩატარდა აქცია.
ამ აქტივობებით ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა შეძლეს თვითმმართველობების, სკოლების, ახალგაზრდების და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის ჩართვა, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„ძალადობის წრე“- ამ ფილმის განხილვამ განსაკუთრებული დისკუსიის ფონზე ჩაიარა. შეხვედრას გენდერული საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ. მონაწილეებმა ხაზგასმით ისაუბრეს იმ ნეგატიურ გავლენაზე, რომელსაც ქმნის ძალადობის წრე.
მეორე ინიცირებული აქტივობა სოფელ პალურის სკოლაში ჩატარდა. საინფორმაციო შეხვედრის თემა იყო: პირველი უფლებადამცველი ქალები საქართველოში. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია, როგორ იცავდნენ ქალები საკუთარ უფლებებს წარსულში.შეხვედრის მონაწილეთა აზრით, 16-დღიანი კამპანია ხელს უწყობს საზოგადოებაში ანტიძალადობრივი განწყობის შექმნას.
წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ასე აქტიურად ჩაერთო კამპანიაში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სამი ინიცირებული აქტივობით შეუერთდა.
გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა პრობლემის აქტუალობასა და პრიორიტეტულობაზე გააკეთეს აქცენტი.
კამპანიაში სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ახალგაზრდული და ხელოვნების ცენტრებიც ჩაერთნენ. ახალგაზრდებმა აქცია ჩაატარეს, ფორუმ-თეატრის ელემენტებით წარმოდგენა გამართეს, თემატური ნახატები გამოფინეს და საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით მე-2 სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, მონაწილეებმა ძალადობის პრობლემის პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინფორმაციო შეხვედრები, ნახატების გამოფენა, საინფორმაციო ფურცლების და ბანერების მომზადება, ფილმების ჩვენება, აქციები, ვიდეორგოლების მომზადება - ასეთი მრავალმხრივი იყო ახალგაზრდების ჩართულობა საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
კამპანიაში 7 ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ჩაერთო. ეს ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მათ 23 საინტერესო და კრეატიული აქტივობის ორგანიზება შეძლეს - და ასე გააძლიერეს ფონდი „სოხუმის“ პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 აქტიური დღის ფარგლებში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა სოციალური აქციის მეორე ეტაპი. ქუთაისი, ზუგდიდი, წალენჯიხა, თერჯოლა, ტყიბული, ქობულეთი, სენაკი, ვანი - ეს მხოლოდ ერთი კვირის კეთილი მოგზაურობაა და 10 ქალბატონის გულწრფელი მადლიერებაც.
ვახარებთ ადამიანებს: ქალებს, დედებს, შვილებს. მობილური ტელეფონები, SAFE YOU აპლიკაციით და ჯადოსნური SOS ღილაკით - ერთი ზარი მთელს სამყაროსთან გაკავშირებს!
ჩვენმა ფონდმა ეს საჩუქარი უკვე 24 ბენეფიციარს გადასცა.
აქციის მთავარი გამოწვევაა უფლებების შესახებ ქალების ინფორმირება, ელექტრონული წიგნიერების ამაღლება და სერვისებთან წვდომა.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)