1ვანის საკრებულოში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები, სკოლის პედაგოგები, სოციალური მუშაკი და მერიის ბავშვთა განყოფილების თანამშრომლები.
შეხვედრა დაეთმო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დახმარების საკითხებს. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კვლევაზე, რომელიც ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტში და ეხებოდა ქალთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხს, თუ რა სერვისები არსებობს ბავშვთა მოვლის კუთხით და რა საჭიროებს დახვეწას. მონაწილეები ასევე გაეცნენ ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის მნიშვნელობას და არსებულ საუკეთესო გამოცდილებას.
მონაწილეთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ მსგავსი კვლევები მნიშვნელოვანია ამ საკითხების ადვოკატირებისათვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ჩვენი რუბრიკის „გენდერი და საზოგადოება“ სტუმარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი - მზია კიკალიშვილი.
„ქალებს ვურჩევ, იყვნენ თავიანთ თავში დარწმუნებულები, სჯეროდეთ საკუთარი თავის და აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზანს“.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურისა და გარემოს დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი „ერთი ფანჯრის“ პრინციპის მეთოდოლოგიის შესახებ.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა კომპეტენციის ამაღლებას, მათ აღჭურვას საჭირო უნარ-ჩვევებით, რათა შეძენილი ცოდნა გამოიყენონ დევნილთა პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაჭრაში.
მონაწილეებმა ჯგუფებში იმუშავეს კონკრეტულ მაგალითებზე და დაინახეს ამ მეთოდის უპირატესობა და ეფექტი.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
რას მოიაზრებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325? რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაცია?
ეს საკითხები განიხილეს ონლაინ ფორმატში ორგანიზებულ ტრენინგზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები.
მონაწილეები ჩაუღრმავდნენ რეზოლუციის და სამოქმედო გეგმის შინაარსს. ჯგუფური მუშაობის დროს კი იმსჯელეს იმაზე, ამ მიმართულებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე რა ამოცანები და აქტივობები შეიძლება დაიგეგმოს. ტრენინგის შემდეგ მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
გენდერული ძალადობა, ძალადობა ოჯახში - ეს საკითხები არ კარგავს აქტუალობას. ერთი ტრენინგი ამიტომაც მიეძღვნა ამ თემებს.
პროგრამა მოიცავდა თეორიულ მასალას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ანიმაციური ფილმის ჩვენებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჯგუფებში ემსჯელათ საზოგადოების როლსა და მიდგომებზე, ქალთა სოლიდარობაზე და სახელმწიფო სტრუქტურების ხარვეზებზე ძალადობის პრევენციის და აღმოფხვრისთვის მუშაობის კუთხით.
მონაწილეები - ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები - აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში.
აღინიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის მუშაობა თვალსაჩინოა და აისახება ქალთა ინფორმირებულობასა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს
ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
რატომ ჩავერთე პროექტში? რა გამოცდილების გაზიარება შემიძლია დევნილი ქალებისა და გოგონებისთვის? რას მივიღებ პროექტში მონაწილეობით?
ამ შეკითხვებზე იძლევიან პასუხს სიუჟეტის გმირი ქალები - ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები. ისინი თავად სვამენ აქცენტებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ჩართვა საპროექტო მუშაობაში. ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აქტივისტი ქალები დაინტერესებულნი არიან დევნილი გოგონების და ქალების პრობლემების მოგვარებით, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით. ტრენინგები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ტარდება, ხელს შეუწყობს მათი ცოდნის და კომპეტენციის ამაღლებას.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე, მეთოდოლოგიაზე, გამოყენების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.
მონაწილეებმა პრეზენტაციის მეშვეობით მოისმინეს, რას გულისხმობს „ერთი ფანჯრის პრინციპი“, გაეცნენ ამ მეთოდის უპირატესობებს: ვის რა ინტერესები აქვს ამ პროცესში და რამდენად ეფექტურია პრობლემათა მოსაგვარებლად, რატომ არის ის საინტერესო დევნილებისთვის, სხვადასხვა სტრუქტურისთვის, ვის რა მოტივი ამოძრავებს და ა.შ.
ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებული იყო პრაქტიკული სავარჯიშოები, რამაც უზრუნველყო მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობა.
დისკუსიამ აჩვენა, რომ მონაწილეები პრაქტიკულად შეძლებენ ამ მეთოდით მუშაობას, აიცილებენ კაბინეტიდან კაბინეტში საბუთებით სიარულს და არ მოუწევთ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის იმის მტკიცება, რამდენად აქტუალურია მათი პრობლემა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„ერთი ფანჯრის“ პრინციპის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ტრენინგი ჩაუტარდა ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
ეს პრინციპი ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების და პრობლემების მოგვარების ყველაზე სწრაფი საშუალებაა.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ორგანიზებული შეხვედრების მნიშვნელობაზე. მათთვის გასაგები გახდა, რატომ არის უკეთესი ამ მეთოდის გამოყენება და როგორ უნდა გაიმართოს შეხვედრა, რათა სასურველი შედეგი დადგეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ივნისში, ტრადიციულად, 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში გაიმართება ტრენინგები. ამჯერად პირველ ოთხ შეხვედრაზე გიამბობთ: წალენჯიხის, ვანის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებთან მუშაობა ონლაინ წარიმართა, ზუგდიდში კი ცოცხალი, აქტიური, სავარჯიშოებით დატვირთული ტრენინგი ჩატარდა.
ოთხივე შეხვედრის 72 მონაწილე ინტერესით ჩაერთო აქტუალური საკითხების - კონფლიქტის ესკალაცია და გენდერული ძალადობა - განხილვაში. მათი მუმეტესობისთვის „ესკალაცია“ უცხო სიტყვა იყო, თუმცა მაშინვე დაიმახსოვრეს.
გოგონები და ბიჭები მსჯელობდნენ, კამათობდნენ, გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ტრენინგების შემდეგ კი მათ ე.წ. ინიცირებული ღონისძიებების ჩატარება დაიწყეს თავიანთ სკოლებში - ამით ისინი თანატოლებს უჩვენებენ, რა ისწავლეს, რა იციან და სწორედ ეს არის ახალგაზრდებთან მუშაობის საუკეთესო შედეგი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)