ბევრი საკითხი განიხილეს ტრენინგებზე. ზოგი რამ გაიხსენეს, ზოგიც ისწავლეს...
ამ პატარა ვიდეოჩანაწერში ქალები თვითონ საუბრობენ, რა მისცათ ტრენინგებმა, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებამ, ერთობლივმა მუშაობამ. ტრენინგების ციკლმა გააძლიერა მონაწილეები: ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა საინიციატივო ჯგუფები.
ახლა ხუთივე მუნიციპალიტეტში არიან კომპეტენტური აქტიური ლიდერი ქალები, რომელთაც დევნილთა თემში შეუძლიათ პრობლემების გამოვლენა, ადვოკატირება და მოგვარება, დევნილი გოგონების/ქალების და მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობების შეცვლა უკეთესობისკენ.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების მონაწილეობით თერჯოლის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, მერიისა და სოციალური სამსახურების, პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლები. შეკრებილებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაზე, სოციალურ პარტნიორობაზე. ჩატარდა კვლევის „მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგი“ პრეზენტაცია. აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
თერჯოლის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები, საზოგადოების წარმომადგენლები.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ მოიცავს ყველა ინფორმაციას, რომელიც სჭირდება ძალადობის მსხვერპლს, მთავარია, რომ ამის შესახებ გაიგოს ბევრმა ადამიანმა, რათა ვებგვერდის ფუნქციები და საკონტაქტო ინფორმაცია გამოიყენოს ყველამ, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრები სოფლის დასახლებაში ჩაატარა. მონაწილეებმა პერიფერიებში ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობაზე გააკეთეს აქცენტი.
სოციალური პრობლემები, ქალთა საჭიროებები, ოჯახური კონფლიქტების გახშირება - ამ თემებზე საუბრისას ახალი ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხურჩაში, კოკში, კახათში გამართულ შეხვედრებზე.
საბავშვო ბაღები ოჯახური კონფლიქტების იდენტიფიცირების წყარო უნდა გახდეს, მანამდე ამ რგოლის სრულად ინფორმირება უნდა მოხდეს, - ასეთი მოსაზრება ჰქონდათ სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საბავშვო ბაღის აღმზრდელები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობა მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის შემთხვევების პრევენციას და იდენტიფიცირებული ქეისების ეფექტიან მართვას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
რა ინფორმაციას ვაწვდით მოზარდებს? როგორი ხედვა უყალიბდებათ მათ? რა შეიძლება დაეხმაროს მათი ცნობიერების ამაღლებაში?
სწორედ მოზარდთა ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.
ივლისის პირველი დღეებიდან დაიწყო სატრენინგო კურსი ახალგაზრდებთან და პირველი ხუთი ტრენინგიც ჩატარდა სამტრედიაში, ბაღდათში, ზუგდიდში, ჩოხატაურსა და თერჯოლაში.
შეხვედრებზე განიხილეს ნაადრევი ქორწინების პრობლემა და კონფლიქტის მოგვარების გზები.
ერთმანეთისგან განსხვავებული იყო ხუთივე ტრენინგი, რომელშიც 97 მოზარდი მონაწილეობდა: აქტიური დისკუსიები, საინტერესო ქეისების განხილვა, გულახდილი უკუკავშირი.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ცდილობს, მისცეს ახალგაზრდებს შესაძლებლობა, იაზროვნონ დროსთან შეფარდებით, ღირებულებებზე მორგებულად, მომავლის საკეთილდღეოდ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის მე-3 საჯარო სკოლას უაღრესად აქტიური ბავშვები ჰქავს...
და აი, მათი პროექტიც -"ეკოლოგია და ჯანსაღი ცხოვრების წესი" დასრულდა.
ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც წარადგინეს პროექტის პრეზენტაცია, ისაუბრეს მიღებულ შედეგებზე და განხორციელებულ აქტივობებზე.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სხვა სკოლის მოსწავლეებთან, მრგვალი მაგიდა, ველომარათონი, გამწვანებისა და დასუფთავების აქციები...
პროექტმა ხელი შეუწყო თემში ჯანსაღი ცხოვრებისა და ეკოლოგიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის„ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრები შეიკრიბნენ.
მონაწილეებმა სუბგრანტებით განხორცილელებული პროექტების შედეგები შეაჯამეს და საკუთარი შეფასებები ერთმანეთს გაუზიარეს.
„ჩვენმა პატარა პროექტმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალ ინიციატივას დაუდო საფუძველი. ელექტრონული პეტიცია წყალტუბოში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და საკუთარი პრობლემები მიაწოდონ.“- ეს საკრებულოს ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ჯგუფის შეფასებაა.
წყალტუბოს მე-4 სკოლასთან არსებული ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პროექტის პრეზენტაციისას ძირითადი მიღწევები გამოკვეთეს.
მათი შეფასებით, ამ პატარა პროექტით შესაძლებელი გახდება პოზიტიური გავლენის მოხდენა ახალგაზრდების ცნობიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მხარდაჭერას და გენდერულად დაბალანსებული საზოგადოების შექმნას მომამავალში.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
„ამდენი ინფორმაცია ერთ სივრცეში - ძალიან დიდი ფუფუნებაა. ვფიქრობ, რომ ამ ვებგვერდის პიარი დიდი მასშტაბით უნდა ხდებოდეს. მასზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მერის წარმომადგენლებს, რადგან მოსახლეობასთან ხშირი შეხება აქვთ...“
„ძალიან ამაღელვებელი იყო წარმატებული ისტორიების ნაწილი... აქ მოყვანილი ისტორიები უნდა ტრიალებდეს მაგალითებად, რათა ბევრმა ნახოს და დარწმუნდეს, რომ შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალონ ცხოვრება.“
ეს იმ ადამიანების უკუკავშირია, რომლებიც მონაწილეობდნენ წყალტუბოსა და წალენჯიხაში ჩატარებულ შეხვედრებში. შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ ვებგვერდს და ისწავლეს, როგორ გამოიყენონ მასზე განთავსებული ინფორმაცია.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ჟურნალისტური და პედაგოგიური საქმიანობის თითქმის 40 წლის მანძილზე, შეიძლება ითქვას, განუწყვეტლივ ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ძალიან ბევრს ვკითხულობდი, ვსწავლობდი, სისტემატურად სრულვყოფდი წერის კულტურას, ვიმდიდრებდი ლექსიკას, ვამუშავებდი გამოსახვის ფორმებსა და ჟანრულ სპეციფიკას, თვალს ვადევნებდი მედიის განვითარებასა და ახალ ტექნოლოგიებს.შეიძლება ითქვას, არასოდეს არავისთვის მომითხოვია საკუთარი მოვალეობის შესრულება ისე მკაცრად, როგორც საკუთარი თავისთვის. ჟურნალისტს ხომ, პროფესიული ცოდნის გარდა, ეთიკური სტანდარტების დაცვა და საზოგადოებრივი ინტერესების მუდმივი თანადგომა ევალება.
ჩემი გზა საქალაქო და რეგიონულ პრესაში ასეთია: სხვადასხვა დროს ვიყავი გაზეთ „ქუთაისის“ კორესპონდენტი და ლიტერატურული მუშაკი, „იმერეთის მოამბის“ განყოფილების რედაქტორი, „ახალი ქუთაისის“ რედაქტორის“ მოადგილე, „პოსტსკრიპტუმის“ (“P.S.“)რედაქტორი, ერთდროული თემატური ჟურნალ-გაზეთების რედაქტორი. პარალელურად ვმუშაობდი ახალგაზრდობასთან: გარდა იმისა, რედაქციებში ახალგაზრდა ჟურნალისტების თაობებს ვზრდიდი, წლების მანძილზე ვიყავი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა წრის ხელმძღვანელი, ლექციებს ვკითხულობდი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების, პროფესიული კოლეჯების ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე. ჩემს შეგირდებს შორის ბევრი ცნობილი ჟურნალისტია, რედაქტორია, ან წარმატებით საქმიანობს სამეცნიერო,შემოქმედებით, პედაგოგიურ, საზოგადოებრივ ასპარეზზე, არასამთავრობო ორგანიზაციებში, 15-მდე პროფესორია, ორი „საბას“ პრემიის ლაურეატი - სამწერლო მიღწევებისათვის, არაერთი წარმატებულ სამეცნიერო - შემოქმედებით საქმიანობას ეწევა საზღვარგარეთ.