ეს ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების კამპანიის შედეგია!
აფხაზეთის მე-12 სკოლაში (ზუგდიდი) დაფუძნდა ახალგაზრდული სივრცე და უკვე მასპინძლობს არაფორმალური შეხვედრებს.
15 დეკემბერს ახალგაზრდა აქტივისტებმა ჩაატარეს შეხვედრა მოზარდებთან თემაზე: ძალადობა - ბულინგი. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, იმსჯელეს და გააკეთეს თემატური პლაკატები.
გამოიკვეთა სამომავლო შეხვედრების თემები, დაიგეგმა აქტივობები, მათ შორის ახალგაზრდული სივრცის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის კუთხით რესურსების მოძიებაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ინგირის თემში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ყოფილი მეურნეობის ბინებში 500 დევნილი და ადგილობრივი ოჯახია - მათ შორის შშმ პირები, მრავალშვილიანი ქალები, ხანდაზმულები. მათ ფეხით უწევთ გადაადგილება და ტვირთის ზიდვა ცენტრალური ტრასიდან დასახლებამდე, დაახლოებით 500 მეტრი. ამიტომ ტრანსპორტის მარშრუტის შეცვლას ითხოვენ.
ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მომზადდა პეტიცია, შეგროვდა 290 ხელმოწერა, გაიმართა შეხვედრების ციკლი მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელთან, ვიცე მერთან. მომზადდა აუდიოპოდკასტი ბენეფიციარების მონაწილეობით https://soundcloud.com/changetoempower/o4upeicij6rt
უფლებამოსილი პირების განმარტებით, საკითხი მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. ადვოკატირების ჯგუფი განაგრძობს საქმიანობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ასოციაცია „მერკურის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და ვიცე მერს. საუბარი იყო ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის განკუთვნილი სერვისების დაფინანსების შესაძლებლობასა და მოდელზე.
ზუგდიდის მერის განმარტებით, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების შემდეგ მოხდება სერვისის დეტალებზე შეთანხმება. განხილული იყო რამდენიმე საინტერესო რეკომენდაცია, რომელზე დიალოგიც გაგრძელდება.
შეხვედრა გაიმართა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებების ადვოკატირების მიზნით - ქალთა სამშვიდობო კოალიციის ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
კიდევ ერთი საფინალო დღე - ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში მუშაობა დაასრულა ჭრა-კერვის კურსმა. პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეები დაეუფლნენ კერვის ტექნიკას, კარგად შეისწავლეს ყველა აუცილებელი ნიუანსი. შემაჯამებელ გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო მათი ნაშრომები, რომლებმაც მოწონება დაიმსახურა.
მონაწილეთა განმარტებით, კურსი დაეხმარა მათ, გამხდარიყვნენ უფრო მოტივირებულები. გაუჩნდათ სურვილი, რეალობად აქციონ საკუთარი იდეები სამომავლოდ მცირე ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით, რაც მათ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
16-დღიანი კამპანიის ისტორია და მნიშვნელობა, მსხვერპლის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა - ამ საკითხებზე ონლაინ ფორმატში ჩატარდა შეხვედრები წალენჯიხის, ჩოხატაურის, სენაკისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრის“: თუ როგორ უნდა იპოვონ საჭირო ინფორმაცია, რა მასალებია განთავსებული და რაში დაეხმარება მოწყვლად ჯგუფებს. შეხვედრებზე დაფიქსირდა მადლიერება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიმართ, რადგან აქტუალურ პრობლემებზე მუშაობს და აქტიურად ეხმარება ქალებს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
100 მონაწილე. და შეხვედრების ფართო გეოგრაფია: ბაღდათი, ვანი, ჩოხატაური, თერჯოლა, ტყიბული.
დეკემბრის პირველ ნახევარში ამ ხუთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან გაიმართა ტრენინგები თემაზე: კონფლიქტის მოგვარების გზები. ტოლერანტობის პრობლემა მოზარდებში.
მონაწილეები გახსნილად საუბრობდნენ პრობლემებზე, მოჰყავდათ მაგალითები, მსჯელობდნენ მოგვარების გზებზე.
ტრენინგებში აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები და შემდეგ დაეხმარნენ მოზარდებს სხვადასხვა აქტივობის მომზადებაში. ამ ჯგუფებმა 35 ინიცირებული ღონისძიება ჩაატარეს და ყველა მიუძღვნეს საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საერთო აქტივობები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, შეხვედრები სხვადასხვა თემის წარმომადგენლებთან, ვორკშოპი სკოლის მოსწავლეებთან - ასეთი აქტივობები ჰქონდათ ტყიბულისა და ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დღეებში.
მონაწილეების მოსაზრებით, საერთაშორისო კამპანიაში ჩართულობა შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას, იფიქროს პრობლემის მასშტაბებზე და ყველა სტრუქტურამ საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს ძალადობის პრევენციის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინფორმაციო შეხვედრები, ნახატების გამოფენა, საინფორმაციო ფურცლების და ბანერების მომზადება, ფილმების ჩვენება, აქციები, ვიდეორგოლების მომზადება - ასეთი მრავალმხრივი იყო ახალგაზრდების ჩართულობა საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
კამპანიაში 7 ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ჩაერთო. ეს ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მათ 23 საინტერესო და კრეატიული აქტივობის ორგანიზება შეძლეს - და ასე გააძლიერეს ფონდი „სოხუმის“ პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ამ პატარა ვიდეორგოლში არის მხარდაჭერა, გამხნევება, მოწოდება...
ძალადობა დანაშაულია!
იცხოვრე ძალადობის გარეშე!
არ გაჩუმდე!
იმოქმედე!
შენ არ ხარ მარტო!
ამბობენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.
ვიდეორგოლი 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)