სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სამი ინიცირებული აქტივობით შეუერთდა.
გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა პრობლემის აქტუალობასა და პრიორიტეტულობაზე გააკეთეს აქცენტი.
კამპანიაში სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ახალგაზრდული და ხელოვნების ცენტრებიც ჩაერთნენ. ახალგაზრდებმა აქცია ჩაატარეს, ფორუმ-თეატრის ელემენტებით წარმოდგენა გამართეს, თემატური ნახატები გამოფინეს და საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით მე-2 სკოლის მოსწავლეებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, მონაწილეებმა ძალადობის პრობლემის პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დასრულდა ქალთა ფონდი "სოხუმის" მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდების შეხვედრები, რომლის მთავარი მიზანი იყო მუნიციპალური სერვისების განვითარება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის - ინტერსექტორული თანამშრომლობითა და კოორდინაციით ცენტრს, რეგიონსა და მუნიციპალიტეტებს შორის.
ამჯერად, ცენტრალურ დონეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი - მაკა ფერაძე და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი - თამარ ტარიაშვილი წარმოადგენდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას კი გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი - ნანა კაკაჩია.
შეხვედრის დიდი ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ცალკეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს დაეთმო, რომლებმაც არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ინფრომაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი აქტიურად ჩაერთნენ 16-დღიან კამპანიაში. მათ ჯგუფური შეხვედრები ჩაატარეს სენაკის, თერჯოლის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებთან - ესწრებოდა 49 ადამიანი. იურისტმა ისაუბრა საქართველოს კანონზე ოჯახში ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, ფსიქოლოგიური საუბრები კი ეხებოდა თემას „როგორ გამოვიცნოთ ფსიქოლოგიური ძალადობა და არ გავხდეთ მსხვერპლი“.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 16-დღიან კამპანიაზე და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ფსიქლოგი და იურისტი, პარალელურად, ატარებენ ინდივიდუალურ საკონსულტაციო შეხვედრებს, ეხმარებიან ქალებს თავიანთი პრობლემების მოგვარებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს პოსტერები პატარებმა და მშობლებმა ერთობლივად დაამზადეს და თავიანთი გულწრფელი გზავნილებით უთხრეს უარი ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას.
ასე შეუერთდნენ ინგირის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საბავშვო ბაღი „წითელქუდას“ აღსაზრდელები, მშობლები და პედაგოგები საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მონაწილეობენ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში. კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა 24 სხვადასხვა ფორმატის აქტივობა: აქციები, საინფორმაციო შეხვედრები, ფილმების განხილვა. შეხვედრებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
25 ნოემბერს მრგვალი მაგიდით გახსნა კამპანია თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები მოიწვია თემაზე სასაუბროდ.
გენდერული თანასწორობის საბჭოებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ სენაკის, ტყიბულის, ბაღდათის, ქობულეთის, სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრები.
ძალადობის ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრეს ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ვანის, წალენჯიხის, ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ შეხვედრებზე ქალებთან, სკოლის მოსწავლეებთან.
თითოეული აქტივობით საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაეგზავნა მესიჯი, რომ ქალზე ძალადობა ბოროტებაა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
16-დღიან კამპანიაში განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ცენტრები. ცენტრების წევრები, რომლებმაც გაიარეს ტრენინგების ციკლი, ახლა დამოუკიდებლად ატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებას.
საინფორმაციო შეხვედრა, ნახატების გამოფენა, საინფორმაციო ფურცლის მომზადება, დისკუსია, ფილმის ჩვენება - ასეთია მათ მიერ ინიცირებული აქტივობების ფორმატი. თითოეულ ღონისძიებაში არანაკლებ 20-30 მოსწავლეა ჩართული. ეს იმას ნიშნავს, რომ ათობით ახალგაზრდა ეცნობა აქტუალურ ინფორმაციას და პროტესტს უცხადებს ძალადობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდმა „სოხუმმა“ მუშაობა დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ნეძში. შეიქმნა ქალთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრებს აქვთ მოტივაცია, ჩაერთონ საპროექტო აქტივობებში და ხელი შეუწყონ სიახლეების დანერგვას სხვადასხვა თემში.
სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრები კვლევის ჩატარებისთვის ემზადებიან. შეხვედრაზე განაწილდა ფუნქციები და პასუხისმგებლობები, შეირჩა რესპონდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.
კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული 16-დღიან კამპანიაში და მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ამ მუშაობით მიღებული შთაბეჭდილებები: რა აქტივობები ჩაატარეს, როგორ დაგეგმეს და რა შედეგები მიიღეს. მათი თქმით, კამპანიამ შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდებს, სხვადასხვა აქტივობით გამოეხატათ პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის გამო.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
რა შედეგები მოიტანა ორწლიანმა მუშაობამ 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში? რამდენად გაძლიერდა ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები? რა შეიცვალა თვითმართველობებში ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის თვალსაზრისით? როგორ აფასებს პროექტის დასასრულს ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდობას იმერეთის, გურისა და რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა? ამ კითხვებს პასუხობს შემაჯამებელი, რიგით მე-6 გადაცემა, რომელიც ტელეკომპანია „რიონმა“ გააშუქა.
მუშაობა მიმდინარეობდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
2021 წლის 3 დეკემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.