ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა იმუშავა კვლევაზე ,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.,,

შედეგებიდან გამომდინარე წევრებმა მათ თემში აქტუალური პრობლემები მოინიშნეს .

შედეგად კი ადვოკატირების კუთხით მუშაობას გააგრძელებენ.

პროექტის იდეებზე მუშაობენ სოფელ კოკის ახალგაზრდული კლუბის წევრებიც.

მათ უკვე აქვთ კონკრეტული მიზანი და დაგეგმილი აქტივობები.

ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები ფორუმ-თეატრშიც.

მათ ფონდ „სოხუმის“ რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე ესტუმრა  და მასტერკლასიც ჩაუტარა.

სტუმრებმა ფონდის საქმიანობაზე ინფორმაცია მოიმინეს, პრეზენტაციით გაეცნენ პროექტის ფარგლებში განხორცილებულ ძირითად აქტივობებს. ასევე განიხილეს აფხაზეთსა და ოსეთში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებით მიღებული შედეგები და დღემდე არსებული გამოწვევები. შეხვედრის მეორე ნაწილში ფონდ „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის ახალგაზრდა მსახიობებებმა სხვადასხვა თემაზე შექმნილი სცენები წარადგინეს. იმავე დღესვე, სტუმრები პარტნიორ ორგანიზაციას ესტუმრნენ. „მშვიდობიანი და საქმიანი საქმიანი კავკასიის“ წარმომადგენლებმა USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა ჩატარდა. ჯგუფის წევრები გაეცნენ სამოქალაქო ფორუმზე შემუშავებულ ამოცანებს და იმსჯელეს აქტივობებზე, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე.

ამას გარდა, მათ ნახეს სიუჟეტი, რომელიც ქალთა ქსელის მუშაობას ასახავს. ჯგუფის წევრებმა პროექტის ასისტენტთან ერთად სამომავლო გეგმაზეც იმუშავეს.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

„ფონდი „სოხუმი“ არის ორგანიზაცია, რომელმაც იცის მშვიდობის ფასი და ომის სახე. ადამიანებს, რომლებიც აქ მუშაობენ, შეუძლიათ თანადგომა, თანაგრძნობა, ესმით ჩვენი ტკივილი და საჭიროებები, ჩვენი ტრავმები, ტრაგედიები. მადლობელი ვარ სიკეთისთვის, თანაგრძნობისა და უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის“, - ამბობს  ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგების მიერ გამართული სარეაბილიტაციო შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც ადრე, მარტში უკრაინელ ლტოლვილებთან მუშაობდნენ მანანა გოცირიძე და უკრაინელი ფსიქოლოგები მარინა სტეპანენკო და ანა შალიმოვა.

ჩატარდა პირველადი კონსულტაციები, ფსიქოთერაპიის კურსები. ზოგიერთი ინდივიდუალური კონსულტაცია ფინალური იყო და შეაჯამა კლიენტისა და ფსიქოლოგის ერთობლივი მუშაობა.

უკრაინელმა ფსიქოლოგებმა ასევე გამართეს ჯგუფური შეხვედრა თემაზე „როგორ ამოვიცნოთ ძალადობა“.

ფსიქოლოგები აწვდიან კლიენტებს ისეთ ინფორმაციას, რომელსაც ისინი თამამად გამოიყენებენ ცხოვრებაში, რათა შემდგომში საკუთარ თავს დაეხმარონ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაურთულა დაავადება პოლინა მინულინას. ჩვენი ორგანიზაცია ჩამოსვლის დღიდან ეხმარებოდა ონკოპაციენტს - ექიმებთან ურთიერთობასა თუ სამკურნალო კურსისთვის საჭირო თანხის დაფარვაში. მადლიერიც  იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტში გარდაიცვალა. ოჯახი კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგა და ქალთა ფონდი „სოხუმი“ დაეხმარა კრემაციისთვის საჭირო თანხის ანაზღაურებაში. 

ეს ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია.

უკრაინიდან ლტოლვილი 470 ადამიანის სახელი და გვარია უკვე ჩვენს საინფორმაციო ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანს მისწვდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ გაცემული სიკეთე.

მარტში 35 ოჯახს - 78 ადამიანს - გაეწია დახმარება (სურსათი, ჰიგიენის საშუალებები), გადავიხადეთ 6 ოჯახის კომუნალური გადასახადები.

მარტის რამდენიმე ღონისძიებაზე უკრაინელებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 1 მარტს გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შესახებ მიიღეს.

განიხილეს,  თუ რატომ არის აუცილებელი ქალთა სოლიდარობა,ასევე

ლიდერ ქალებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნახეს.

შეხვედრის ბოლოს კი  თვისებრივი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილი პრობლემები და ხარვეზები მიმოიხილეს.

20 მარტს ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე კი ფორუმ თეატრის თემაზე -ბულინგის საკითხზე იმუშავეს.

შეადგინეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ფორუმ თეატრი დაიდგა.

სენაკის ქალთა სამუშაო ჯგუფის წევრებთან  ონლაინ ფორმატის შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს ისტორიები ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკაზე, გაეცნენ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და გაკვეთილებს.

შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს მიღწევები რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის კუთხით. ნახეს ვიდეოსიუჟეტი, რომელიც ქუთაისში გამართული სამოქალაქო ფორუმს აღწერდა. გაეცნენ ამ ფორუმზე სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებულ იდეებს, რომელთა ინტეგრირება ადგილობრივ პროგრამებში უნდა მოხდეს.

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს ადვოკატირების პროცესს, გარდა იმისა, რომ ჯგუფის წევრები თვალს ადევნებენ ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემების ადვოკატირებას, მათ ასევე აირჩიეს ახალი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც  აპრილიდან შეუდგებიან.

მორიგ შეხვედრაზე ჯგუფი გაეცნო სამოქალაქო ფორუმზე ხონის ჯგუფის მიერ გაწერილ აქტივობებს, რომლებიც რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს. მათ საშუალება ჰქონდათ, ენახათ პროექტის ფარგლებში გადაღებული ორი კლიპი, რომლებიც მათი მუშაობის შედეგებს ასახავს.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

მარტის თვეში გამართულ შეხვედრაზე წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქალური სოლიდარობის თემასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.,,სოლიდარობა ნებისმიერ საკითხში მნიშვნელოვანია, ეს არის ძალა, მხარდაჭერა, თანაგრძნობა, რომელიც განსაზღვრას წარმატებას,,.- ასეთი იყო მონაწილეთა განწყობა.

მათი სურვილების დიდი ნაწილი მშვიდობას, მათი ოჯახების და ახლობლების კეთილდღეობასა და უკეთესი გარემოს შექმნას უკავშირდება.

ლიდერი ქალები, რომლებმაც შეცვალეს გარემო. რა არის სოლიდარობა და რისთვის გვჭირდება- ამ საკითხებზე იმსჯელეს წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა წყალტუბოს მეოთხე და პირველ საჯარო სკოლებში.

შეხვედრაზე შესრულდა სავარჯიშოები , გაიმართა დისკუსიაც.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები