მორიგ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ასევე დევნილთა დასახლება „კოტეჯების“ მცხოვრებლებმა.
დღის წესრიგის თანახმად, ისაუბრეს გამოვლენილ პრობლემებზე, რომლებიც ეხება სანიაღვრე არხების მოწესრიგებას, სპორტული მოედნის მოწყობას, სახურავის პრობლემას ნიკეას დასახლებაში, „ამხანაგობის“ ჩამოყალიბების აუცილებლობას ჭომის დასახლებაში..
ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ლობისტის მოძიება, რათა დაჩქარდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც აწუხებთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებთ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები კვლავ შეიკრიბნენ სექტემბრის თვეში საკუთარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და ადვოკატირებისთვის. შეხვედრაზე განიხილეს წარმატებული ქეისები და აღნიშნეს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მუშაობის პროცესში მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული საქმიანობის დროს.
შეხვედრაზე ისაუბრეს დევნილთა დასახლების პრიორიტეტულ პრობლემებზე. წარმოჩინდა ახალი საკითხები: დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის შექმნა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „მწოლიარე პოლიციელის“ მოწყობა. გაიწერა სამოქმედო გეგმა პრობლემების დროულად მოგვარებისთვის. ეფექტიანი ადვოკატირებისათვის ოქტომბერში დაიგეგმა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეხვედრა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეებთან ერთად განხილული იყო სიტუაცია შერჩეული პრობლემების ადვოკატირების მხრივ. ჯგუფის ლიდერმა მერიაში წარდგენილი წერილები გააცნო მონაწილეებს და ოპერატიულად მიღებული პასუხებიც წაიკითხა. აქტიურად მიმდინარეობს პროცესი, თუმცა არის საკითხები, რომლებიც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წყალტუბოში American Spaces-ის საზაფხულო ბანაკს ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი მოზარდებიც შეუერთდნენ ჩვენი დახმარებით. „სონიაშნიკის“ პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, მათ ბანაკში ოთხი დღე გაატარეს მხიარულად და საინტერესოდ. ბავშვებმა ქართველი მეგობრები გაიცნეს და დაუმეგობრდნენ. მშობლებმა მადლობა გადაგვიხადეს, რადგან ჩვენ ყოველთვის ვუზიარებთ მათ სასარგებლო ინფორმაციებს.
სასიხარულოა, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ვიქტორია კრავჩენკომ დაასრულა მანიკურის კურსი. ერთ-ერთი ორგანიზაციისგან კი სამმა ქალმა გრანტი მიიღო: იულია რეზვანმა - საცხობის აღჭურვილობისთვის, ეკატერინა მირნაიამ - ავტოსამრეცხაოსთვის და ირინა კოზაკმა - აფრო-ნაწნავების გასაკეთებლად. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
უკრაინიდან ლტოლვილებისთვის არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რომელსაც ისინი იღებენ ფონდ „სოხუმში“. ჩვენ ვაცნობეთ, რომ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს მათთვის ასევე ახორციელებს გერმანული ორგანიზაცია CRISP. მსურველებმა შეავსეს კითხვარი და მიიღებენ მათთვის საჭირო სერვისს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე შეხვდა 5 ოჯახის 17 წევრს, რომლებიც ომის გამო ჩამოვიდნენ უკრაინიდან საქართველოში. მათ ჩვენს ორგანიზაციაში მიიღეს დახმარება არა მარტო საჭირო სურსათით, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარების მხრივაც. ფსიქოლოგმა მათთან დაიწყო მუშაობა ტრავმებზე, სტრესზე... როგორც უკრაინელებმა აღნიშნეს, ასეთი მხარდაჭერა განსაკუთრებით კარგია ომგამოვლილი ადამიანებისთვის, მათი ასაკის მიუხედავად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე თბილისში მსვლელობით აღინიშნა. მსვლელობაში, ძირითად, უკრაინის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ქალაქის ქუჩებში ისმოდა უკრაინის ჰიმნი, მონაწილეებს კი ხელში ეჭირათ სიმბოლურად შეკერილი, 32 მეტრის სიგრძის დროშა, რადგან დამოუკიდებელი უკრაინა 32 წლის გახდა.
უკრაინის მთავარი დღე აღინიშნა ქუთაისშიც. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩვენი თანაქალაქელების მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციაში ჩართო უკრაინელი ბენეფიციარები. აქცია თეთრ ხიდზე გაიმართა.
მეორე წელია, უკრაინა და სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული უკრაინელები დამოუკიდებლობის დღეს რუსეთთან ომის პირობებში აღნიშნავენ. თავიანთი ქვეყნის დიდი სიყვარულით, მონატრებით და შინ დაბრუნების იმედით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებისთვის.
ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს აფხაზეთის ქუჩის დასახლებაში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების საკითხზე. ადგილობრივი თვითმმართველობისგან მიღებულ პასუხზე დაყრდნობით მიმდინარეობს პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ხდება დასახლების მიმდინარე ტერიტორიის გასუფთავება სარეველა ბალახებისგან. აგვისტოში ასევე გასუფთავდა საკანალიზაციო ჭები, შეიწამლა მიმდებარე ტერიტორია, კორპუსები და სარდაფები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წლის შეჯამებასა და სამომავლო გეგმების დასახვასთან ერთად ადვოკატირების საკითხზეც იმსჯელეს.ადვოკატირების გეგმის მიხედვით უკვე გაწერილია სექტემბრის თვის ღონისძიებებიც.
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფს ზაფხულშიც არ შეუწყვეტია ადვოკატირების პროცესი. იდენტიფიცირებულ პრობლემებზე მომზადდა წერილები ქუთაისის მერის და ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის სახელზე.
აგვისტოს მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს დაგეგმილ აქტივობებზე, რომლებიც სექტემბერში უნდა შეასრულონ. ჯგუფი ასევე აქტიურად მუშაობს იმ პრობლემების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც დევნილთა თემში წარმოიქმნება და შემდგომ გეგმებში ამ პრობლემების დაფიქსირებაც ხდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით