ქუთაისის დევნილთა თემში (ყოფილი კოოპერაციული ტექნიკუმი) გაიმართა სამუშაო შეხვედრა. საინიციატივო ჯგუფის წევრი ქალები, რომლებაც გაიარეს ტრენინგები, გაიღრმავეს ცოდნა და შეიძინეს ახალი უნარები, ახლა თავიანთ თემში ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს და ერთიანობის, სამოქალაქო აქტივიზმის, გუნდურობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობენ.
სადრენაჟე არხების არარსებობა, სარდაფებში დაგროვებული წყალი და შენობის დაზიანებული ფასადები - ამ პრობლემის იდენტიფიცირებაც მოახდინეს და ადვოკატირების პროცესიც დაიწყეს. აგროვებენ ხელმოწერებს, რათა ადგილობრივ თვითმმართველობას წარუდგინონ და დახმარება სთხოვონ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
წალენჯიხაში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა. მოწვეულმა იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შესახებ. აქცენტი გაკეთდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერვისებზე და მათ მნიშვნელობაზე მსხვერპლთათვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო არასამთავრობო ორგანიზაციების როლს და მოყვანილ იქნა სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის პოზიტიური გავლენის მაგალითები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა მუშაობა დაიწყო ახალ კვლევაზე, რომლის მიზანია ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა არსებული სერვისების ეფექტიანობის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება ეფექტიანობის გაზრდისთვის, რათა განისაზღვროს საჭირო სტრატეგიები და ახალი მიდგომები.
მიმდინარეობს ინფორმაციის შეგროვება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა არსებული (და/ან დაგეგმილი) სერვისების ღონისძიებების შესახებ. მოხდება სერვის პროვაიდერების მუშაობის გაცნობა, სერვისის მიმღებების/ბენეფიციარების დამოკიდებულებების, განწყობების და მოლოდინების შესწავლა.
ივნისში ჩატარდა 10 ჩაღრმავებული ინტერვიუ ბენეფიციარებთან, სერვისის მიმწოდებლებთან (კრიზისული ცენტრის, სახელმწიფო თავშესაფრის, ორგანიზაცია „მერკურის“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ქალთა ფონდი „სოხუმის“ სერვისებზე), რამაც საშუალება მოგვცა, კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით შეგვესწავლა ამ კუთხით არსებული სიტუაცია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდული გაძლიერების ცენტრები აქტიურად მუშაობენ სენაკის, ხობის, ქობულეთის, წალენჯიხის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს ტრენინგები ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემაზე. ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც ინიცირებულ ღონისძიებებს ატარებენ და შემდგომშიც აპირებენ. ამ ეტაპზე ცენტრების წევრები ემზადებიან შემაჯამებელი შეხვედრისთვის და აქტიურად არიან ჩართულები ორიგინალური პრეზენტაციების მომზადების პროცესში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ საინფორმაციო ბროშურას: „გენდერული დეზინფორმაცია - მახასიათებლები, ტაქტიკა და ამოცნობის მეთოდები“, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყენება ცრუ და არაზუსტი ინფორმაცია ქალების, განსაკუთრებით საჯარო სფეროში აქტიური ქალების დისკრედიტაციის, დაშინებისა და გაჩუმებისთვის. ბროშურა ასახავს გენდერული დეზინფორმაციის ძირითად მახასიათებლებს და ზოგად ტაქტიკას, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპების გავრცელება, მსხვერპლის დადანაშაულება და ქალთა ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე თავდასხმა. გარდა ამისა, ბროშურა იძლევა პრაქტიკულ რჩევებს გენდერული დეზინფორმაციის ამოცნობის შესახებ ინფორმაციის, წყაროს, ავტორის გადამოწმების, და სანდო ფაქტების შემმოწმებელი ვებსაიტების (ფაქტ-ჩეკერების) გამოყენებით.
დოკუმენტში წარმოდგენილია, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ, 2024 წლის მარტი-მაისში, 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში, ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის ცალკეული მიგნებები, რომლებიც ეხება ოჯახში ძალადობას, მისი გამოვლენის ფორმებს და მოძალადის აღქმას. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1027 ქალი. მოცემული დოკუმენტის ფოკუსია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის გამოვლინებების შეფასება და ძალადობის საფრთხეებისა და რისკების გამოვლენა/ გაანალიზება. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ოჯახში მოძალადის „როლში,“ ძირითადად, გვევლინება ქმარი, ხოლო ძალადობის ფორმებიდან წამყვანია ფსიქოლოგიური ძალადობა; 2024 წელს, ეკონომიკური ძალადობის მაჩვენებელი შემცირებულია 2023 წელთან შედარებით; ამას გარდა, 2023 წელს, თუ ოჯახში ძალადობის მიზეზებს შორის წამყვანი ტენდენცია ნივთიერებაზე დამოკიდებულება იყო, 2024 წელს - რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს სექსუალური ძალადობის არცთუ უმნიშვნელო მაჩვენებელი, რომელიც ორი წელია, არ იცვლება (16%).
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ ვიდეორგოლს, სადაც მსახიობები - ნინო ჭოლაძე, ნანცო ცხვირაშვილი და საბა ნუცუბიძე განმარტავენ გენდერული დეზინფორმაციის არსს.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!
სასტუმრო West Tower Kutaisi-ში ჩატარდა ტრენინგი პედაგოგებისათვის. გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში, საერთაშორისო დოკუმენტები - ეს საკითხები განიხილეს ტრენინგზე. მონაწილეები წარმოადგენდნენ 9 მუნიციპალიტეტს (სენაკი, თერჯოლა, სამტრედია, ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, ხობი, ვანი).
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში, დისკუსიებში, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას. მათ გადაეცათ პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავდა პედაგოგებისათვის - ხელმისაწვდომია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდზე: https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/14732-2024-04-19-05-52-14
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი ხელს შეუწყობს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას და ძალადობის პრევენციას ადრეული იდენტიფიცირების და ინტერვენციის მექანიზმებით. ისინი სკოლებში დანერგავენ გენდერულ მიდგომებს და აქტიურად ჩაერთვებიან ძალადობის შემთხვევების გამოვლენის პროცესში.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტში ჩართული საინიციატივო ჯგუფის წევრები - იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები სხვადასხვა თემიდან (ყოფილი კლინიკური საავადმყოფო, ყოფილი კოოპერაციული ტექნიკუმი და შერვაშიძის №58).
შეხვედრის მონაწილეები მზად არიან, ტრენინგებზე და შეხვედრებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ თემში მცხოვრებ ადამიანებს და შეუდგნენ არსებული პრობლემების მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
8 და 9 ივნისს ქალთა ფონდი ,,სოხუმის’’ ორგანიზებით რეგიონული ჟურნალისტებისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: გენდერული დეზინფორმაცია და გენდერულად პასუხისმგებლიანი გაშუქება. ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების ინფორმირებულობისა და კვალიფიკაციის ამაღლებას გენდერული დეზინფორმაციისა და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების საკითხებზე.
ტრენინგის პირველ დღეს, 8 ივნისს ესწრებოდა იმერეთში მოქმედი მედიასაშუალებების 18 ჟურნალისტი, მათ შორის ტელე და რადიო, ონლაინ მედიასააგენტოების ჟურნალისტები და დამოუკიდებებლი ბლოგერები, ხოლო 9 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 23, 1-ლი-მე-4 კურსის სტუდენტი.
ტრენინგი მონაწილეების მხრიდან შეფასდა, როგორც სასარგებლო და ინფორმაციული. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს შეძენილი ცოდნისა და უნარების მნიშვნელობას, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში. რეალური მაგალითებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების განხილვამ ხელი შეუწყო პრობლემების უკეთ გააზრებას და გენდერულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტური გზების მოძიებას.