მეგობრული სივრცე ბავშვებისთვის - ამას გულისხმობს ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბავშვების შერეულ ჯგუფს უტარდება კურსები (აქ არიან ბავშვები უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან და ასევე - ქუთაისში მცხოვრები ბავშვები).

ისინი თითქმის ყოველდღე მოდიან ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში, ესწრებიან გაკვეთილებს ორ-სამ კურსზე. ხალისით და ინტერესით სწავლობენ ქართულ და ინგლისურ ენებს. ამას გარდა, მათთვის ჩამოყალიბდა პოლიმერული თიხისგან ძერწვის, სამსახიობო ხელოვნების, ქარგვის, ფოტო და ვიდეოგადაღების კურსები. არის ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფიც.

სკოლისგან თავისუფალ დროს ბავშვები პედაგოგებთან ერთად საინტერესოდ ატარებენ. მათ უკვე მოასწრეს ერთმანეთთან დამეგობრება და სწავლების პირველი შედეგებიც გაჩნდა.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

მუშაობის გააქტიურებისკენ იყო მიმართული ინიციატივა, რომელიც ვანის  მუნიციპალიტეტის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებმა განახორციელეს.

სამოქალაქო ინიციატივა საინფორმაციო კამპანიას მოიაზრებდა. შეხვედრების ორგანიზებასა და ჩატარებაში აქტიურად ჩაერთნენ უწყებათაშორისი კომისიის წევრები. ისინი შეხვდნენ მერის წარმომადგენლებს, სოფლების ამბულატორიების პერსონალს, აქტივისტ ქალებს.

შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არა მარტო უწყებათაშორისი კომისიის, არამედ თავიანთი უწყებების ფუნქციის შესახებ ოჯახში ძალადობაზე რეაგირების კუთხით.  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მერის წარმომადგენლების და სოფლის ექიმების როლზე კონკრეტული ქეისების გამოვლენაში.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

წყალტუბოს ახალგაზრდულ ჯგუფთან ტრენინგი გაიმართა თემაზე: „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია.“ მიღებული ცოდნა  მონაწილეებს დაეხმარება ინფორმაციის პირველწყარო მოძებნონ და ხელი შეუშალონ დეზინფორმაციის გავრცელებას. მეორე ახალგაზრდულ ჯგუფში კი სოლიდარობის თემაზე იმსჯელეს. მონაწილეთა შეფასებით , ქალებს ყველაზე მეტად საკუთარი უფლებების დაცვის დროს სჭირდებათ სოლიდარობა და მხარდაჭერა.

„ქალები, მშვიდობა, სოლიდარობა“- ამ თემაზე კი  დებატები ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გამართეს.ისაუბრეს თანასწორობაზე, ძალადობასა და სოლიდარობის მნიშვნელობაზე. მარტის თვის ღონისძიებები ყველა ჯგუფში თემატურად ქალს და ქალის უფლებებს მიეძღვნა.

ზუგდიდის და სენაკის  მუნიციპალიტეტების დევნილთა თემების აქტიურმა ლიდერმა ქალებმა და გოგონებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ შეხვედრაში, რომლის თემა იყო „ქსელის შექმნა, ქსელური მუშაობის პრინციპების განსაზღვრა და სამომავლო პერსპექტივები.“

პროექტის ასისტენტებმა ისაუბრეს შესრულებულ აქტივობებსა და გამოწვევებზე, ქალების მხარდაჭერის, ამხანაგობების გაძლიერების აუცილებლობაზე.

შეხვედრის მონაწილე ქალებმა ტრენინგებიდან მიღებული ინფორმაციები გაუზიარეს შეკრებილებს. როგორც აღნიშნეს, პროექტში ჩართულობა მათთვის ახალი შესაძლებლობაა თავიანთ თემებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებისთვის.

მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.

ბოლო, მეექვსე თვე

ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში ბოლო, მეექვსე თვე დაიწყო. ამ დროს დიდი სამზადისია შემაჯამებელი შეხვედრების ჩასატარებლად. ცენტრების წევრები, განსაკუთრებით - ლიდერები პრეზენტაციებს ამზადებენ, ხდება იმ ცოდნის და უნარების წარმოჩინება, რაც ხუთთვიანი მუშაობის შედეგად მიიღეს.

მარტის დასაწყისიდან ხუთი შეხვედრა ჩატარდა სამტრედიის, სენაკის, ჩოხატაურის, ზუგდიდის და თერჯოლის ახალგაზრდებთან. ახალგაზრდების გამოსვლებმა, უკუკავშირმა სერიოზული შედეგები და პოზიტიური ცვლილებები დაანახა დამსწრეებს -   პედაგოგებს და მშობლებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალ მაგიდას სამტრედიის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ესწრებოდნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის, სოციალური, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დახმარებასა და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მოწვეულმა იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების შესახებ. ყურადღება გაამახვილა უწყებებს შორის თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამტრედიის საკრებულოში შეიკრიბნენ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელები. ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით მათთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრაზე განიხილეს აქტუალური საკითხები: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ძალადობის პრევენცია,  რეფერირების ადგილობრივ სტრუქტურებს შორის კოორდინაცია, მოწყვლადი ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირება და სოციალური პარტნიორობის ადგილობრივი სისტემის აუცილებლობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სამოქალაქო ინიციატივების  მინიპროექტის „დაარღვიე სიჩუმე - შეაჩერე ძალადობა“ ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის შედეგები განიხილეს. კომისიის წევრების პოზიციით, მსგავსი მუშაობა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით უნდა გაგრძელდეს, რათა გათვალისწინებულ იქნას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის და სერვისების მიწოდების კუთხით არსებული საჭიროებები

კომისიაზე ოჯახში ძალადობის ქეისები განიხილეს და ერთობლივი რეაგირების საკითხებზე შეთახმდნენ. კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერსექტორული კოორდინაცია და თანამშრომლობა.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით, ხობის  მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილებასა და სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებასთან თანამშრომლობით ჩატარდა შეხვედრა „ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებული  ფსიქოსოციალური გარემოსთვის“.

გაიმართა მნიშვნელოვანი დიალოგი  ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებულ სერვისებზე, გამოწვევებზე, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში  თანამშრომლობის ასპექტებზე, ოჯახში ძალადობის პრევენციის და დაზარალებულთა დახმარების საკითხებზე. მოხდა ინფორმაციის გაცვლა რთულ ქეისებზე და დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებები ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დასახმარებლად.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები