ფონდი „სოხუმის“ ინიცირებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განიხილეს იგპ-თა პრობლემა: ყოფილ სამხედრო დასახლებაში (სადაც, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ) საკანალიზაციო სისტემის არარსებობა.
ადვოკატირებამდე შეგროვდა საჭირო დოკუმენტები, ფოტოები და ვიდეომასალები, ხელმოწერები, მომზადდა ვიდეორგოლები.
შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილები, სამოქალაქო აქტივისტები, მერის მოადგილე ლევან ელიავა, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.
დოკუმენტური მასალების გამოყენებით, პრობლემის მოგვარების გზებზე და საშუალებებზე გაიმართა მსჯელობა. ცალკეულმა სუბიექტებმა პრობლემასთან მიმართებაში საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრეს.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქუთაისის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა გამართა შეხვედრა აპრობირებული და წარმატებული „ერთი ფანჯრის" მეთოდის გამოყენებით.
დღის წესრიგის მიხედვით განხილულ იქნა პრობლემები, რომლებიც გამოვლინდა საჭიროებების კვლევის შედეგად. მათ შორისაა დევნილთა დასახლება „კოტეჯებში“ შემოსასვლელი მოკლე გზის (260 მ) რეაბილიტაცია. გზის ეს მონაკვეთი არ ეკუთვნის ქუთაისის მუნიციპალიტეტს და საჭიროა მისი გადაცემა ქალაქისთვის. უკვე გამოინახა პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა და მოკლე დროში მოგვარდება კიდეც.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქალები და ბავშვები ხერსონიდან, ოდესიდან, კიევიდან, ბუჩადან, ჩუგუევიდან... მათთვის ქალთა ფონდი „სოხუმი“ მშობლიურად იქცა - აქ კარგად ესმით მათი ტკივილი, ამხნევებენ, ეხმარებიან.
ივნისში ამ ქალებისთვის ფონდის თანამშრომლებმა თავიანთი ხელით გააკეთეს ქართული კერძები, ფონდში დაპატიჟეს და გემრიელი ქართული სუფრით უმასპინძლეს.
მაშინ გაჩნდა იდეა, უკრაინელებსაც გაემზადებინათ საპასუხო სუფრა.
სექტემბრის მზიან დღეს სიმპათიურმა ქალებმა მარინამ, ანიამ, ჟანამ, ნატალიამ, ტატიანამ გემრიელი კერძები მოიტანეს. სუფრა ეზოში გაიშალა: ბორშჩი, კიევური კატლეტები, ბლინები ვაშლით, ლვოვის კვერები (სირნიკები), კვერები (ვარენიკები) კომბოსტოთი, კარტოფილით, ყველით - მოკლედ, ბევრი გემრიელობა.
ეს არ იყო მხოლოდ უკრაინული სამზარეულოს გამოფენა. ეს იყო ამ ქალების ტკივილიანი ისტორიები, აფხაზეთის გახსენება, მოწვეული სტუმრების ემოციური გამოსვლები...
ქალაქ გორში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოხსენებით წარыდგნენ: მინისტრი - თეა ახვლედიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - კაორი იშიკავა; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - მარეკ შჩიგელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ირაკლი ანთაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი - ზვიად ზვიადაძე.
მათ გაუზიარეს მონაწილეებს IPRM შეხვედრებზე განხილული თემები და მოისმინეს, როგორც ქალთა ორგანიზაციების, ასევე სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადგილებზე არსებული ჰუმანიტარული გამოწვევებისა და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების, კონკრეტული საჭიროებების შესახებ.
12 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა სამოქალაქო ფორუმი თემაზე: "ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა - მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად".
შეხვედრას ესწრებდნენ ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ხონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.
შეხვედრის დასაწყისში, მოწვეულმა ექსპერტებმა საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სამშვიდობო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას, ისაუბრეს იმ სამშვიდობო ინსტრუმენტებზე, რომლებიც ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტების სახით არსებობს.
საინიციატივო ჯგუფებმა ცალკეული მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით იმუშავეს, რა უნდა გაკეთდეს ადგილებზე იმ ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვისა და საზოგადოებაში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით არის შესაძლებელი.
5 სექტემბერს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა სამოქალაქო ფორუმი თემაზე: "ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა - მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად".
შეხვედრას ესწრებდნენ ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისის, წყალტუბოს, წალენჯიხის, სენაკის, ხონის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.
შეხვედრის დასაწყისში, მოწვეულმა ექსპერტებმა საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას, ისაუბრეს იმ სამშვიდობო ინსტრუმენტებზე, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტების სახით არსებობს. გაანალიზდა სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის კულტურის დანერგვას საზოგადოებაში.
სამუშაო ფორმატიდან გამომდინარე, ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა ცალკეული მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით იმუშავეს, რა უნდა გაკეთდეს ადგილებზე იმ ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვისა და საზოგადოებაში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით არის შესაძლებელი.
ამ ადამიანებს განსაკუთრებულად სჭირდებათ ფსიქორეაბილიტაცია. ჩვენი სამსახური მზადაა დახმარებისთვის. ჩვენს ბაზაში 255 უკრაინელი ლტოლვილია და სამი ფსიქოლოგი მუშაობს მათთან.
აგვისტოში, შვებულების მიუხედავად, გარკვეული მუშაობა წარიმართა.
მანანა გოცირიძე: - აგვისტოში ორი გასვლითი მუშაობა გვქონდა ვანში და ოთხი - ქუთაისში, უკრაინულ ოჯახებში (6 ოჯახი - 12 ადამიანი). შეხვედრებზე იყო პირველადი ფსიქოლოგიური კონსულტირება, ანამნეზის შეკრება, მოვიწვიეთ შემდგომ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზე. ამასთანავე მათ გადავეცით საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი.
ანია შალიმოვა: - აგვისტოში ჩავატარე ორი ონლაინ კონსულტაცია, რომელზეც გავეცი პრობლემასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ასევე ოფისში მოეწყო ერთი პირისპირ კონსულტაცია. კლიენტი ავიყვანე შემდგომ რეაბილიტაციაზე მისი მოთხოვნის შესაბამისად. კიდევ - მქონდა გაცნობითი შეხვედრა ოჯახთან, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში.
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დევნილთა ჩასახლებაში არსებული სოციალური-ყოფითი პრობლემები გამოკვეთეს და პრიორიტეტებად დაახარისხეს.
აფხაზეთის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის 100% იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, დღემდე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს VII-VIII კორპუსების დაზიანებული სახურავი. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდება ზამთარში, სახურავი ვერ გაუძლებს უხვ ნალექს.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ფოტო-ვიდეო მასალების და ხელმოწერების საფუძველზე სექტემბერში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ შეეცდებიან საკითხის ადვოკატირებას, რათა პრობლემა გონივრულ ვადებში მოგვარდეს.
შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა შესრულებული საქმიანობის მოკლე ანგარიში გააკეთეს და ისაუბრეს იმ გამოწვევებზე,რომლებიც სამუშაო პროცესში შეხვდათ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
აგვისტოში უკრაინელ ლტოლვილებთან მომუშავე ჯგუფმა არაერთი კეთილი საქმე გააკეთა:
ინფორმაცია მიაწოდეს ბენეფიციარებს, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს ჰქონდა აქცია, რომლითაც უკრაინელებს ბილეთების შეძენა შეეძლოთ - ზოგიერთმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და დაბრუნდა სამშობლოში.
ჩვენს ბაზას დაემატა 55 ადამიანი და ახლა 255 ადამიანია. ბოლო კვირას დახმარება გაეწია 10 ოჯახს ქუთაისში, სამტრედიასა და ტყიბულში.
სამი ფსიქოლოგი (მათ შორის ორი - უკრაინელი) აქტიურად ატარებდა ჯგუფურ და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ლტოლვილებთან.
ჩვენ მოგვმართა მოხალისემ უკრაინიდან. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი დაუკავშირდება მას უკრაინელების დასაქმების და ასევე ბაღის თაობაზე, სადაც შეეძლებათ მშობლებს ბავშვის დატოვება მუშაობის პერიოდში.
ერთ-ერთ ჩვენს ბენეფიციარს გაუკეთდა უფასო სტომატოლოგიური ოპერაცია.