ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე განიხილეს ქსელის შექმნის და მუშაობის პრინციპები: თუ რა სტრატეგიული მიმართულებები უნდა ჰქონდეს ქსელს, რომელიც აქტიურად იმუშავებს ადგილობრივ დონეზე გაეროს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის კუთხით. ჯგუფის წევრები მოტივირებული არიან როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ქსელში აქტიური ჩართვისთვის. შეხვედრაზე გამოიკვეთა ადგილობრივი თემისთვის ყველაზე სენსიტიური პრობლემები.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ნახეს კლიპი, რომელშიც პროექტში ჩართული ქალები  ტრენინგების ციკლზე საუბრობენ. ტრენინგების შედეგად ყველა მათგანის კომპეტენცია გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად იმუშავებენ თავიანთ თემში, რათა უკეთესობისკენ შეცვალონ დევნილი ქალების და გოგონების ცხოვრება.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

სენაკის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა მსჯელობა შემდეგ საკითხებზე: რატომ არის მნიშვნელოვანი ქსელური მუშაობა, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს პრობლემების ადვოკატირების მიმართულებით.

მონაწილეებმა საკუთარი პოზიციები გამოხატეს: რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ ქსელის წევრებს, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა.

მათი შეფასებით, ქსელის სახელით დასმული პრობლემა უფრო მეტად არის შედეგზე ორიენტირებული, რადგანაც პრობლემის მოგვარების რესურსები უფრო მეტია.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში შეიქმნას ლოკალური ქსელი, რომელიც შემდგომში ფართო ქსელურ მუშაობას დაუდებს სათავეს.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

14 ივლისს ფონდი „სოხუმის“ სათაო ოფისს ქუთაისში ეწვივნენ USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები.

ახალგაზრდული პროგრამების უფროსი მრჩეველი ბატონი გიორგი ხეჩინაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ბატონი ენტონ კუპერი.

სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ, თუ რა აქტივობები განხორციელდა დღემდე პროექტის ფარგლებში, ასევე, მონაწილეებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და წარმატებაზე... თუ რა დადებითი ცვლილებების შეიტანა შეძლო ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფებმა მუნიციპალიტეტებში USAID-ის მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ქსელის შექმნა წყალტუბოში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სამუშაო (საინიციატივო) ჯგუფის შეხვედრის პირველი ნახევარი მიეძღვნა ქსელის შექმნის პრინციპებს, მუშაობის ძირითად მახასიათებლებს, მიზნობრივ დანიშნულებას, ქსელური მუშაობის უპირატესობას და ბარიერებს, სოციალურ ცვლილებებს.  მონაწილეებმა აქტიური ჩართულობის მზაობა დააფიქსირეს დევნილთა საჭიროებების გამოვლენის და პრობლემების გადაჭრის პროცესში. მათ ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც დევნილთა ჩასახლებებში გამოიკვეთა ანკეტირების დროს.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ქსელის შექმნას, ქსელურ მუშაობაში ჩართვის მსურველთა ხელმოწერას, სამომავლო სტრატეგიული გეგმების შემუშავებას და თანამონაწილეობას გაეროს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციაში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

მორიგ შეხვედრაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ აქტიურად ჩაერთვებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა საჭიროებების გამოვლენასა და პრობლემების გადაჭრის პროცესში.

დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებმა აღნიშნეს ის გამოწვევები, რომლებიც წლებია, აწუხებთ. თავიანთ პრობლემებზე ისაუბრეს იმათაც, ვინც მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობს.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქსელის შექმნასა და ქსელურ მუშაობაზე. განხილულ იქნა ქალთა ქსელის სტრატეგიული მიმართულებები, რომლის მიზანია გაეროს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაცია ადგილობრივ დონეზე.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ხონის მე-3 საჯარო სკოლას უაღრესად აქტიური ბავშვები ჰქავს...

და აი, მათი პროექტიც -"ეკოლოგია და ჯანსაღი ცხოვრების წესი" დასრულდა.

ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც წარადგინეს პროექტის პრეზენტაცია, ისაუბრეს მიღებულ შედეგებზე და განხორციელებულ აქტივობებზე.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სხვა სკოლის მოსწავლეებთან, მრგვალი მაგიდა, ველომარათონი, გამწვანებისა და დასუფთავების აქციები...

პროექტმა ხელი შეუწყო თემში ჯანსაღი ცხოვრებისა და ეკოლოგიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის„ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრები შეიკრიბნენ.

მონაწილეებმა სუბგრანტებით განხორცილელებული პროექტების შედეგები შეაჯამეს და საკუთარი შეფასებები ერთმანეთს გაუზიარეს.

„ჩვენმა პატარა პროექტმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალ ინიციატივას დაუდო საფუძველი. ელექტრონული პეტიცია წყალტუბოში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და საკუთარი პრობლემები მიაწოდონ.“- ეს საკრებულოს ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ჯგუფის შეფასებაა.

წყალტუბოს მე-4 სკოლასთან არსებული ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პროექტის პრეზენტაციისას ძირითადი მიღწევები გამოკვეთეს.

მათი შეფასებით, ამ პატარა პროექტით შესაძლებელი გახდება პოზიტიური გავლენის მოხდენა ახალგაზრდების ცნობიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მხარდაჭერას და გენდერულად დაბალანსებული საზოგადოების შექმნას მომამავალში.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

დიდინეძის საჯარო სკოლა. არდადეგები დაიწყო, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრები კი ტრენინგზე მოვიდნენ სკოლაში.

რა იწვევს კონფლიქტს? რა სახის კონფლიქტებია ყველაზე ხშირი? რა საჭიროა კონფლიქტის ანალიზი? როგორ ვმართოთ კონფლიქტი? 

გზადაგზა, ტრენინგის განმავლობაში ხდებოდა ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. ხდებოდა - სავარჯიშოებით, თამაშით, მსჯელობით, მაგალითებით... რომ უფრო საინტერესო, სასარგებლო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები,  მრგვალი მაგიდები, დისკუსიები, კვლევა, ნახატებისა და ესსეების კონკურსი, ტრენინგები კონფლიქტოლოგიის თემაზე, ასევე, კოკის საჯარო სკოლის ეზოში ბავშვებმა გააშენეს მეგობრობის ხეივანი...

ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომლები ახალგაზრდებმა განახორციელეს.

პროექტმა ხელი შეუწყო თემში კონფლიქტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დაეხმარა ახალგაზრდებს სხვა კუთხით შეხედონ ამ საკითხს და გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები