როგორც დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტში (ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი) ქუთაისის მუნიციპალიტეტშიც აქტიურად იმუშავა დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა. ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს ონლაინ ანკეტირება. შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან და მოხდა შევსებული კითხვარების განხილვა. კვლევის შედეგად გამოვლინდება დევნილი ქალებისა და გოგონების საჭიროებები. შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფი მათ ადვოკატირებაზე იმუშავებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
მეორე რაუნდი დაიწყო!..
ახალგაზრდების უნარების განვითარება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა!
სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსების კომპონენტიც.
როგორ ვაქციოთ იდეები და ინიციატივები რეალობად, როგორ დავგეგმოთ საპროექტო აქტივობები - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი წყალტუბოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკისა და ზუგდიდის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.
ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ ჩატარდა. თავიდან შეკრებილებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს, შემდეგ კი მოისმინეს ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის შესახებ.
ტრენინგების ციკლი აპრილში იწყება - მონაწილეობას მიიღებენ ფონდი „სოხუმის“ დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები ხუთივე სამიზნე მუნიციპალიტეტიდან. მათ შორის იქნებიან ზუგდიდის ჯგუფის წევრები. შეხვედრაზე ისინი გაეცნენ ტრენინგების განრიგს და თემატიკას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ ჩატარდა ანკეტირება, რამ შეუწყო ხელი პროცესის წარმატებით დამთავრებას. მეორე ნაწილში კი ისინი აპრილის გეგმას გაეცნენ. აღინიშნა, რომ ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდება ტრენინგების ციკლი. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, რა თემები იქნება განხილული ტრენინგებზე.
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგები გაზრდის მათ ინფორმირებულობას, კომპეტენციას, სამოქალაქო აქტივიზმს, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა საჭიროებების ინიცირებას ადგილობრივ დონეზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
იძულებით გადაადგილებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების გამოსავლენად ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ანკეტირება ჩაატარა. პროცესში ჩართულნი იყვნენ წყალტუბოს დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.
ელექტრონულ ფორმატში შევსებულია 40 ანკეტა. უკვე მოხდა ანკეტების განხილვა, რათა ნათლად წარმოჩნდეს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში არსებული საჭიროებები და პრიორიტეტები. ყოველივე ეს საფუძვლად დაედება ამ ცენტრების სოციალური პროფილის შექმნას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა ანკეტირება, შეივსო კითხვარები. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ხონის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფი.
იმისთვის, რომ დასახლების სოციალური პორტფოლიო სრულყოფილად ასახავდეს არსებულ პრობლემებს, დასახლებაში გაიმართა შეხვედრები, განიხილეს შევსებული კითხვარები, მიიღეს დამატებითი ინფორმაცია და მოსახლეობამ კიდევ უფრო ნათლად დაინახა, რა პრობლემების გადაჭრა არის მისთვის პრიორიტეტული.
გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებზეც უნდა დაისვას აქცენტები და საინიციატივო ჯგუფმა მიმართოს თავისი ადვოკატირების სტრატეგია - მაგ., უპატრონო ძაღლების პრობლემა, სადარბაზოებისა და გარე ფასადების რეაბილიტაციის პრობლემა და სხვა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ „პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის“ თემას მიძღვნილ მაღალი რანგის კონფერენციას უმასპინძლა.
ღონისძიება ჰიბრიდიულ რეჟიმში გაიმართა და მას ქალი პოლიტიკოსები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული 12 საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ ონლაინ ფორმატში ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული, დევნილი და რეგიონებში მცხოვრები ქალების პოლიტიკური გაძლიერების არაპრიორიტეტულობაზე და სწორედ ამ კატეგორიის ქალების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის საჭიროებაზე.
ქსელი WAVE-ის ორგანიზებით, რომელიც აერთიანებს 150-ზე მეტ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩატარდა უკრაინელი ქალების და ბავშვების მხარდაჭერისადმი მიძღვნილი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო, უკრაინაში ომის შედეგად ქალებისა და ბავშვების ცხოვრებაში გადაუდებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება უკრაინელი კოლეგებისგან, ინფორმაციის გაცვლა პარტნიორების მხრიდან არსებული მხარდაჭერის ინიციატივებზე. ქსელის წევრებმა იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიებზე, რაც უზრუნველყოფს დახმარების მეტ ეფექტიანობას.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა, ეკა გამახარიამ კოლეგებს გაუზიარა ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც უკრაინაში მყოფ მოსახლეობის და საქართველოში უკრაინელ ლტოლვილთა მხარდასაჭერად ხორციელდება ორგანიზაციის მხრიდან - ოკუპირებულ მელიტოპოლში მოსახლეობის ფულადი რესურსებით და ჰუმანიტარული ტვირთით დახმარება; ქუთაისში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის საჭირო ნივთების და პროდუქტების შეძენა, დროებით ბინის ქირის გადახდა და დასაქმებაში დახმარება, ასევე - ფსიქოლოგის კონსულტაცია.
„ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ფორმები და ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.“- ამ თემაზე გაიმართა ტრენინგი წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.
მონაწილეებმა განიხილეს სამოქალაქო ჩართულობის ფორმების სამართლებრივი ასპექტები. თვითმმართველობის როლი და კომპეტენცია, მოქალაქეთა პასუხისმგებლობა და სარგებელი ამ პროცესში.
გაანალიზდა კონკრეტული ისტორიები, რატომ არის სამოქალაქო ჩართულობა მნიშვნელოვანი. რა ეტაპებს გულისხმობს, რას ნიშნავს ეს პროცესი თვითმმართველობისთვის, ცალკეული მოქალაქეებისთვის.