ქუთაისის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ და განიხილეს კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები. მათი აზრით, ძალადობა მიუღებელია და საინფორმაციო სახის ღონისძიებებით შესაძლებელია ადამიანების ცნობიერებაზე გავლენა. მათი აქტიურობის ამოცანაც ეს არის.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივი  პრობლემების შესახებ და მათი მოგვარება დაისახეს მიზნად. მათ შორის ერთ-ერთია  -ორახელაშვილის ქუჩის გასუფთავება ეკალ-ბარდებისგან. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფოკუს-ჯგუფების, ინტერვიუს და ონლაინ ანკეტირების ჩატარებაზე. ამ კუთხით ჯგუფს გამოცდილება აქვს და დეკემბრიდან ისევ ჩაერთვება კვლევის პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების კამპანიაში აქტიურად არის ჩართული ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრი - ასოციაცია „მერკური“ (ზუგდიდი). ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ოჯახში ძალადობით დაზარალებულებისთვის სერვისების მიწოდების საკითხის გაუმჯობესებას უწევს ადვოკატირებას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამები. 2022 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში ამ საკითხზეც მოხდა კვალიფიციურ არასამთავრობო სექტორთან დიალოგი. ადვოკატირების ჯგუფის წევრები აგრძელებენ საფინანსო, იურიდიულ სამსახურთან კონსულტაციებს.

 შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დანერგავს კიდევ ერთ ინოვაციას - აუთსორსინგის მეთოდის გამოყენება დაზარალებულებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. მოქალაქეთა ინფორმირების გარდა, ამ შეხვედრებზე ოჯახური ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და შემდეგ მათზე რეაგირება ხდება.

ნოემბერში ქობულეთის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ტყიბულის და სამტრედიის  ცენტრების მობილიზატორებმა იდენტიფიცირებული პრობლემები ფსიქოლოგს და იურისტს  გადასცეს რეაგირებისთვის.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები სხვადასხვა თემში არსებული პრობლემების ადვოკატირებასაც ახდენენ, პროცესში თემის აქტივისტებიც არიან ჩართულები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფმა უკვე გაიარა ტრენინგი გამოკითხვის ჩატარების უნარ-ჩვევებზე. მიღებული კომპეტენტური ინფორმაცია ხელს შეუწყობს ფოკუს-ჯგუფების, ინტერვიუების და ანკეტირების ხარისხიანად ჩატარებას. დეკემბერში ჯგუფის წევრები კვლევის პროცესში ჩაერთვებიან. 

ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი კი აქტიურად ერთვება კამპანიაში „16  აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ახალგაზრდებმა გააჟღერეს იდეები, რომელთაც კამპანიის ფარგლებში განახორციელებენ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

შეხვედრების მონაწილეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრის“ შესახებ. დაისვა არაერთი შეკითხვა იმ მექანიზმებთან დაკავშირებით, რომელთა მეშვეობითაც მსხვერპლს შეუძლია, თავი დააღწიოს ძალადობრივ გარემოს. დიდი ინტერესი გამოიწვია ვებგვერდის იმ ბლოკმა, სადაც აღწერილია ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები. დაფიქსირდა, რომ ეს ისტორიები მაგალითი იქნება ბევრი ქალისთვის.

ნოემბერში ონლაინ შეხვედრები ჩატარდა ვანის, წალენჯიხის, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე მონაწილეებმა ფოკუს-ჯგუფების და ინტერვიუების პროცესის ძირითად დეტალებზე ისაუბრეს. ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება: რა არის მნიშვნელოვანი საჭირო ინფორმაციის მისაღებად, რა უნდა გაითვალისწინონ რესპონდენტების შერჩევისას.  ჯგუფის წევრები მომავალი თვიდან კვლევაში ჩაერთვებიან და მსგავსი კონსულტაციები  კვლევის პროცესზე პოზიტიურად იმოქმედებს.

სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებზე იმსჯელეს და საერთო მოსაზრებებზე შეჯერდნენ. ვიდეომიმართვები, აქციები, ქუჩის გამოკითხვები - ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო პროტესტს სენაკელი ახალგაზრდები რამდენიმე აქტივობით შეუერთდებიან.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მონიტორინგის ჯგუფმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე დაიწყო მუშაობა - ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამების დანერგვის საკითხზე მოსახლეობის განწყობების და დამოკიდებულებების შესწავლა.

კვლევის შედეგად გამოვლინდება, საზოგადოებაში რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამა, რაც გულისხმობს მოძალადის მიერ ძალადობრივი ქცევის შეცვლისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარების პროგრამას, რომლის მიზანია, აღარ განმეორდეს ძალადობა და დაცული იყოს მსხვერპლის უსაფრთხოება. ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდება ფოკუს-ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუები და რაოდენობრივი კვლევა.

ჯგუფის მუშაობა აქტიურ ფაზაში შევიდა, დაიწყო ანკეტირების პროცესი, ჩატარდა ოთხი ფოკუს-ჯგუფი და ორი ინტერვიუ. თვისებრივი კვლევის პირველი მონაცემებით იკვეთება, რომ საზოგადოებას მნიშვნელოვნად მიაჩნია ასეთი პროგრამა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის აქტივისტები ზუგდიდში, ბარამიას 7-ში განსახლებულ დევნილთა და ადგილობრივი თემის საჭიროების მოგვარებას ცდილობენ: მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე მოქალაქეები არ არიან უზრუნველყოფილი მგზავრების მოსაცდელით, რაც დისკომფორტს უქმნის, პირველ რიგში, ქალებს (რომელთა მხრებზეა ოჯახზე ზრუნვის პოლიტიკა - ოჯახისთვის საჭირო საყიდლებზე, აფთიაქში წასვლა, ბავშვების სკოლაში ტარება და ა.შ.), მოსწავლეებს, შშმ პირებს, ხანდაზმულებს.

გაიმართა შეხვედრა მერთან, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელთან, ინფრასტრუქტურულ სამსახურში.  შეგროვდა ხელმოწერები და მერიაში შეტანილ იქნა შესაბამისი წერილი.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ძალადობისა და კონფლიქტის თემაზე ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ტრენინგი ჩაატარეს ჩოხატაურის, თერჯოლის, სენაკის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

ეს 6-თვიანი აქტიური მუშაობის ნაწილია და მონაწილეებიც დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროცესში. იყო საინტერესო დისკუსიები, გულახდილი საუბრები, კონკრეტული მაგალითები... 80-მდე ახალგაზრდაა გაერთიანებული ახალგაზრდულ ცენტრებში, ისინი ტრენინგიდან ტრენინგამდე დამოუკიდებელი აქტივობების ინიცირებას ახდენენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები