2021 წლის 5 ნოემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების” საკითხებზე ღია კარის დღე გამართა. ღია კარის დღე ემსახურება გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის ხელშეწყობას.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელს  და ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ზოლის სოფლებში მოქმედი,  ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფების ლიდერებს - მარიკა მეგრელიძეს (ფახულანი-წყოუში) და ნონა ბუკიას (ხურჩა), და ახალგაზრდა აქტოვისტს - მარი ნარმანიას (ზუგდიდი).

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკა გამახარია "პოლიტმეტრში" საუბრობს ადამიანურ უსაფრთხოებაზე, პანდემიის ფონზე წარმოქმნილ პრობლემებზე, მათ შორის, გალში ხანძრისგან დაზარალებულ, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებთა და დევნილთა საჭიროებებზე.

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. კიდევ ერთხელ მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში   იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების საჭიროებათა კვლევის მიგნებების განხილვა და შეირჩა  კონკრეტული პრობლემები, რომელთა ადვოკატირების ერთთვიანი კამპანიებიც ჩატარდება.

ადვოკატირების კამპანიას 7 ჯგუფი ჩაატარებს:- კოალიციის წევრი ორგანიზაციები და ქალთა საინიციატივო ჯგუფები.

იმ საკითხების ჩამონათვალში, რომელთა ადვოკატირებაც იწყება, არის   ახალგაზრდული სივრცის შექმნა გამყოფი ხაზის თემში, სოციალური ინფრასტრუქტურა დევნილთა ახალი განსახლების ადგილას, წყალმომარაგების, ამბუალატორიაში ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მუნიციპალური ღონისძიებების საკითხები.

ადვოკატირების ჯგუფებმა უკვე დაიწყეს კამპანიის მოსამზადებელი სამუშაოები და     საჭირო ინფორმაციის მოძიება.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

2021 წლის 3 ნოემბერს, ქალთა ფონდის „სოხუმი”, თბილისის ოფისის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების“ საკითხებზე მომუშავე გენდერის თემატური ჯგუფის შეხვედრაში. გენდერული თემატური ჯგუფი აერთიანებს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. მისი მიზანია საქართველოში  „ქალების, მშვიდობასა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის ხელშეწყობა და ჯგუფის ცალკეული წევრების მიერ იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება, შესაბამისი მოქმედებების და ინტერვენციების შემუშავება და დაგეგმვა.

შეხვედრაზე ფონდის „სოხუმი“ წარმომადგენელმა, თავის კოლეგებთან ერთად, ისაუბრა რეზოლუცია 1325, სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგებზე და ძირითად მიგნებებზე, სადაც ხაზი გაუსვა ისეთ გამოწვევებს და მათზე რეაგირების აუცილებლობას, როგორიცაა - გენდერულად მგრძნობიარე ადრეული გაფრთხილების სისტემის შემუშავება და ამოქმედება;

ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი აქტიურად მუშაობდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებთან ერთად. ორი ონლაინ ჯგუფური შეხვედრა გაიმართა ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ ქალებთან, ხოლო ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაციები ჩაუტარდა ქობულეთელ, წალენჯიხელ და ჩოხატაურელ ბენეფიციარებს.

ბაღდათის, სენაკის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ცოცხალი შეხვედრები მოეწყო - ესწრებოდა 29 ქალი. 

კიდევ: ფსიქოლოგის და იურისტის ინდივიდუალური კონსულტაციები ქუთაისელი ბენეფიციარებისთვის, ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოთერაპია სარებილიტაციო ცენტრში, მუშაობა კრიზისული ოჯახების წევრებთან - ასეთი აქტიური იყო ოქტომბერი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

2021 წლის 27 სექტემბერს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის  წარმომადგენელმა, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანური უსაფრთხოების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ინფორმაციის გაცვლის შეხვედრაზე. შეხვედრის განხილვის თემას წარმოადგენდა: გალის რაიონში მიმდინარე "რუსიფიკაციისპროცესი",  გალის რაიონის ქვედა ზონაში მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე სწავლის შესაძლო აკრძალვის საკითხი და საქართველოს ხელისუფლების მიერ, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების ხელშემწყობის მიზნით ინიცირებული ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების ეფექტიანობა.

15-25 ოქტომბერს ჩატარდა შეხვედრების სერია ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრებთან და სხვა ჯგუფებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ფონდი „სოხუმის“ და ქალთა სამშვიდობო კოალიციის პროექტით.

პროექტის მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს ადვოკატირების კამპანიებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ მიერ  გამოიკვეთა იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების  საჭიროებების კუთხით.

შეხვედრების მონაწილეებმა წარმოადგინეს იდეები, რომელთა პრიორიტეტიზაციის შემდეგ მოხდება ადვოკატირების გეგმების შედგენა და დაიწყება ადვოკატირების კამპანიები.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ოქტომბერი აქტიურად დაიწყო ფორუმ-თეატრისთვის. ჯგუფში არიან ახალი მსახიობები, ჩამოყალიბდა ახალი წესები, შეიქმნა ახალი სცენები, ჩატარდა რეპეტიციები, ჩაიწერა ახალი ვიდეორგოლები.

განახლებულმა ფორუმ-თეატრმა ოთხი  წარმოდგენა დადგა ღია ცის ქვეშ. წარმოდგენები იმართება მაყურებლების გარეშე, რადგანაც პანდემიის გამო მდგომარეობა დაძაბულია. მართალია, მაყურებლის გარეშე თამაში უჩვეულოა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს წარმოდგენები მნიშვნელოვანია მსახიობებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამტრედიის, წალენჯიხის, ტყიბულის, ვანის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული ცენტრების წევრები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში და გულახდილად ისაუბრეს კონფლიქტის, ძალადობის და ბულინგის თემებზე, მოიყვანეს კონკრეტული მაგალითები, დაასახელეს მიზეზებიც.

- სამწუხაროდ, ხშირია მოზარდებში კონფლიქტის და ბულინგის შემთხვევები და ასეთ თემებზე საუბარი ეხმარება ბავშვებს, არ აღმოჩნდნენ მსხვერპლის ადგილას, ან პირიქით - არ იყონ მჩაგვრელები;

- თემები ძალიან აქტუალურია და საინტერესოა თქვენთან ერთად მათი განხილვა;

- უნდა  ვიცოდე კონფლიქტის მართვა, თავის დაცვა  და მერე არ გავხდები ბულინგის მსხვერპლი.

ასეთი იყო ტრენინგის ბოლოს, ახალგაზრდების ერთი ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. ისინი მზად არიან, ამ თემებზე ისაუბრონ თანატოლებთან, მათაც გააცნონ სიტუაციის მართვის და თავდაცვის მექანიზმები.

ოქტომბერში 10 ტრენინგი ჩატარდა 10 მუნიციპალიტეტიდან შერჩეულ 223  ახალგაზრდასთან.


პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები