სამტრედიის, წალენჯიხის, ტყიბულის, ვანის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული ცენტრების წევრები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში და გულახდილად ისაუბრეს კონფლიქტის, ძალადობის და ბულინგის თემებზე, მოიყვანეს კონკრეტული მაგალითები, დაასახელეს მიზეზებიც.
- სამწუხაროდ, ხშირია მოზარდებში კონფლიქტის და ბულინგის შემთხვევები და ასეთ თემებზე საუბარი ეხმარება ბავშვებს, არ აღმოჩნდნენ მსხვერპლის ადგილას, ან პირიქით - არ იყონ მჩაგვრელები;
- თემები ძალიან აქტუალურია და საინტერესოა თქვენთან ერთად მათი განხილვა;
- უნდა ვიცოდე კონფლიქტის მართვა, თავის დაცვა და მერე არ გავხდები ბულინგის მსხვერპლი.
ასეთი იყო ტრენინგის ბოლოს, ახალგაზრდების ერთი ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. ისინი მზად არიან, ამ თემებზე ისაუბრონ თანატოლებთან, მათაც გააცნონ სიტუაციის მართვის და თავდაცვის მექანიზმები.
ოქტომბერში 10 ტრენინგი ჩატარდა 10 მუნიციპალიტეტიდან შერჩეულ 223 ახალგაზრდასთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
დასრულდა პროექტი, რომელმაც დიდი გამოცდილება შესძინა მის მონაწილეებს.
პროექტი, რომელიც წარმატებით ჩაიწერა ფონდი „სოხუმის“ და მისი პარტნიორების - მეწარმე ქალთა ფონდისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ - ისტორიაში.
ბოლოს - ტრადიციის მიხედვით, მომზადდა პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ეს არის გამოცდილების გაზიარება დაინტერესებული პირებისთვის. სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურადაა წარმოდგენილი პროექტის შედეგები, მიღწევები, მიღებული გაკვეთილები.
მუშაობა მიმდინარეობდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ქალთა გაძლიერება, სამოქალაქო აქტივიზმის გაფართოება ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, ოჯახური ძალადობის პრევენცია საზოგადოებაში - ეს საკითხები თემებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების შემადგენელი ნაწილია.
იდენტიფიცირებული პრობლემა ბევრია, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს ადვოკატირებით, სხვადასხვა სტრუქტურასთან თანამშრომლობით.
ქობულეთის, ჩოხატაურის, ვანის, წალენჯიხის, ტყიბულის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში უკვე გაჩნდა მოგვარებული პრობლემების ჩამონათვალი და ქალთა ისტორიები პოზიტიური ფინალით, რაც სხვადასხვა ინტერვენციული ჩარევით იქნა მიღწეული.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„საჭიროებათა კვლევის პრაქტიკა GREWS სისტემის გამოყენებებით“ - ამ თემაზე ტრენინგები ჩატარდა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის და სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფებისთვის.
მონაწილეებმა მიიღეს მიიღეს კომპეტენტური ცოდნა: როგორ დაგეგმონ და ჩაატარონ ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, როგორ დასვან კითხვები რესპონდენტთან და მიიღონ საჭირო ინფორმაცია. ისინი გაეცნენ იმ რისკებსა და გამოწვევებს, რომლებიც კვლევის ჩატარების პროცესში შეიძლება წარმოიქმნას.
ტრენინგის დროს გამოყენებული იყო ჯგუფური სავარჯიშოები, იმიტირებული ინტერვიუები. ტრენინგის შემდეგ მონაწილეები საჭიროებათა კვლევის პროცესში ჩაერთვებიან და მიღებულ ინფორმაციებს პრაქტიკაში გამოიყენებენ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაცის საბჭოს“ და „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ გაერთიანებული შეხვედრა.
შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიის და მისი პირველი შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპის განხილვა წარმოადგენდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც თვალნათლივ იკვეთება შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში 2011 წლიდან დღემდე.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ, კოლეგებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ შესაბამისი მოქმედებების განსაზღვრის და ახალ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში მათი ასახვის აუცილებლობაზე. ასევე - შერიგების და ნდობის აღდგენის არსებული მექანიზმების უფრო მეტი ეფექტიანობისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსების გაზრდის საჭიროებაზე.
საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თემატურ ჯგუფებში ჩართვის სურვილი.
გამოიცა მეთოდური სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის, ტოლერანტობის და არაძალადობრივი კულტურის დანერგვა“. ის წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს და დახმარებას ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი აქტიურად ჩაებან ტოლერანტული, მშვიდობიანი და არაძალადობრივი საზოგადოების მშენებლობაში.
პუბლიკაციაში ინტეგრირებულია შემდეგი თემები: ტოლერანტობა, გენდერი, გენდერული სტერეოტიპები, გენდერული თანასწორობა, ლიდერობა და გუნდის შექმნა, კონფლიქტის მართვა, ახალგაზრდული აქტივიზმი და მონაწილეობა, ფორუმ-თეატრი.
ეს თემები გააღვიძებს ახალგაზრდებში ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ ინიციატივას და განავითარებს სამოქალაქო აქტიურობას თავიანთ საზოგადოებებში პოზიტიური ცვლილებების შეტანის მიზნით.
ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრმა განაახლა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსი. სრულდება სწავლების პირველი თვე. კურსის მონაწილე ქალები სწრაფად და წარმატებით ითვისებენ ახალ უნარებს. მზადდება ერთობლივი ნამუშევრები. მათი თქმით, მუშაობის პროცესი მარტივია, ტექნოლოგიები - ხელმისაწვდომი, ამიტომ ამ საქმის შესწავლა და პოლიმერული თიხისგან ხელნაკეთი პროდუქციის მომზადება ბევრი ქალისთვის გახდება შემოსავლის დამატებითი ან სულაც ძირითადი წყარო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- მოსახლეობამ თითქმის არ იცის, რა სახის მხარდაჭერა არსებობს ძალადობის მსხვერპლთათვის. რაც უფრო მეტად არის ქალი ამ საკითხებზე ინფორმირებული, მით უფრო ძლიერია ის.
- შეხვედრები აზრების და შეხედულებების გაზიარების საშუალებაა ჩვენთვის, ყველას სჭირდება მსგავსი სახის განტვირთვა, ვინ როგორ აგვარებს ოჯახურ კონფლიქტებს, ვის შეიძლება მიმართო - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ასეთი შეფასებები ჰქონდათ მონაწილეებს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც სენაკის, თერჯოლის, ბაღდათის, სამტრედიის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა.
საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ რამდენიმე შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდა და რეაგირებისთვის ფსიქოლოგთან გადამისამართდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მიმდინარეობს პროფესიული უნარ- ჩვევების შესწავლა, მათ შორის ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია საბუღალტრო აღრიცხვის კურსი. სექტემბრის ბოლოს კურსზე ახალი მსმენელები მოვიდნენ. ისინი წარმატებით ეცნობიან და სწავლობენ ახალ პროფესიას: ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საფუძვლებს, საგადასახადო კანონმდებლობას, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამებს და სხვა საკითხებს. ქალები აღნიშნავენ, რომ ამ ცოდნას ისინი პრაქტიკაში გამოიყენებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)