ეს მაცაცო ხახუბიაა, სენაკიდან.

ის ამბობს, რომ  ნებისმიერი ადამიანი თავად ქმნის საკუთარი წარმატების ფორმულას. ეს ფორმულა ზუსტად იმდენივეა რამდენი წარმატებული ადამიანიც არსებობს.  მისი წარმატებაც თავად შექმნა, თავად დაწერა მთელი განვლილი ცხოვრებით.

 აინტერესებს ყველაფერი, რაც მის ირგვლივ და იმის იქითაც  ხდება. ყოველთვის აქვს ერთი მიზანი: შეცვალოს ცხოვრება, შეცვალოს უკესობისკენ, სანამ შეუძლია! 

ის ამბობს, რომ ყველას შეუძლია გახდეს წარმატებული. ამისთვის კი მთავარია ადამიანებმა დატოვონ კომფორტის ზონა და გაიარონ ის გზა, რომელიც წარმატებამდე მიიყვანს.

„ცხოვრება ველოსიპედით სიარულს ჰგავს. თუ გინდა ბალანსი შეინარჩუნო, არ გაჩერდე, შეცდომაც ძვირფასია, რადგან ის ახალ შესაძლებლობებს გიჩვენებს“.

უყვარს ხელსაქმე. აკეთებს ყელსაბამებს, ბროშებს, თექის ფერწერულ სურათებს და სხვა ლამაზ აქსესუარებს. ყველაფერს ამზადებს სიყვარულით, ამიტომაც გამოდის ექსკლუზიური და ორიგინალური. „როცა რამეს ვამზადებ, მთელ სულს ვდებ მასში. თავიდან არც კი მიფიქრია იმაზე, რომ გამეყიდა, უბრალოდ მსიამოვნებდა ეს საქმე.“

ტყიბულში მრგვალ მაგიდაზე შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის  წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი.

შეხვედრაზე ჩატარდა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების და ბავშვთა მოვლის სერვისების კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია. საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემაკავებელი ორდერების, პრობლემების იდენტიფიკაციის და მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებული სტატისტიკა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მუშაობენ რეგიონებში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ფლობდეს ინფორმაციას ძალადობის საკითხებსა და რეაგირების მექანიზმებზე.

სენაკის, ვანის და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის შედეგად ახალი ქეისები გაჩნდა. ქალები ითხოვენ დახმარებას. დახმარების მექანიზმებიც მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე იქმნება. თითოეული ქეისის უკან კონკრეტული ქალები დგანან,  რომლებიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ.

თვის განმავლობაში გამოვლინდა ათამდე ქეისი, რომელთა შორის არიან რისკის ჯგუფის ოჯახებიც. მათთან მუშაობა აქტიურად გრძელდება, რათა პრევენციული მოქმედებით შესაძლებელი გახდეს ოჯახური ძალადობის თავიდან აცილება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მეორედ გაიმართა აქცია-პერფორმანსი „სოხუმური ყავის არომატი ქუთაისში“.

თეთრ ხიდთან, რიონის სანაპიროზე შეკრებილებისთვის ბევრი რამ იყო საინტერესო:

ქვიშაზე მოდუღებული ყავა, ტკბილეული საზღვაო ქალაქის სიმბოლიკით, სიმბოლური ფოტოსესია „სოხუმის სანაპიროზე“, პოლიმერულ თიხაზე მუშაობის არტ/მასტერკლასი, ფონდი „სოხუმის“ თოჯინების თეატრის წარმოდგენა „გვრიტი“,   მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა, ქუთაისში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მობრძანება...

განსაკუთრებული სიახლე იყო სიმბოლური საჩუქრები „მადლობა მეგობრობისთვის“.

ღონისძიება ლტოლვილთა/დევნილთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და ფართოდ გააშუქა სხვადასხვა მედიასაშუალებამ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების პრაქტიკა GREWS სისტემის გამოყენებით“- ამ თემაზე 18-19 ივნისს ქობულეთში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

მონაწილეები გაეცნენ გენდერზე ორიენტირებული სისტემის (GREWS) მნიშვნელობას და შესაძლებლობებს; ჯგუფური სავარჯიშოების და იმიტირებული  სცენების მეშვეობით წარმატებული და წარუმატებელი ქეისები გააანალიზეს; ადვოკატირების სტრატეგიულ ნაბიჯებზე ისაუბრეს; ერთმანეთს გაუზიარეს ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების კუთხით მიღებული შედეგები; დააფიქსირეს გამოწვევები და სამომავლო სტრატეგიებზე გააკეთეს აქცენტი. 

უკუკავშირიდან:

„ჩემთვის ეს ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო, დამეხმარება მეტი შედეგის მიღწევაში.“ 

„ერთმანეთის მუშაობის სტილს და მეთოდებს გავეცანით, შევაფასეთ არსებული სიტუაცია.“

„მიგვაქვს სიახლეები და ერთმანეთის გამოცდილება, რასაც ადგილებზე დავნერგავთ.“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ერთი ფანჯრის“ პრიციპის სიმარტივისა და მოხერხებულობიდან გამომდინარე, ამ მეთოდს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში“.

„უკვე ვფიქრობ, რომელი პრობლემა ავარჩიო იმათგან, რომლებიც დევნილებს აწუხებთ და ამ მეთოდით გადავჭრა“.

ასე ამბობდნენ მონაწილეები ტრენინგის ბოლოს.

ტრენინგი ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა.   პრეზენტაციის მეშვეობით მონაწილეებმა გაიგეს „ერთი ფანჯრის“ პრინციპსა და  მნიშვნელობაზე. ინფორმაცია მაგალითებსა და სავარჯიშოებზე იყო დაფუძნებული. ინტერაქტიულმა მუშაობამ კი მონაწილეებს უშუალო გარემო შეუქმნა, რომ უკეთ გარკვეულიყვნენ საკითხში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ძალადობის შემთხვევების განხილვა, კონკრეტული ქეისების გაანალიზება აქტუალობას სძენს სამობილიზაციო შეხვედრებს. ინფორმაციების გაცვლისას ახალი ქეისების იდენტიფიცირებაც ხდება.

აქტივისტი ქალები ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებთან ერთად ცდილობენ, დაეხმარონ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰყოფნის გაბედულება და ძალადობის გავლენის ქვეშ იმყოფება. ეძებენ გზებს მათთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად. ხოლო მათ, ვინც  მობილიზატორებს დასახმარებლადმიმართავს, სხვადასხვა სახის სერვისებს სთავაზობენ.

ასეთი შეხვედრები უკვე ჩაატარეს სენაკის, წალენჯიხის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. იდენტიფიცირებული შემთხვევების  საპასუხოდ ფსიქოლოგი სამ ქალთან სისტემატურად მუშაობს. ორი ოჯახი გადამისამართდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ქალები რეაბილიტაციას შვილებთან ერთად გაივლიან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში ჩატარდა კომპლექსური რეაბილიტაცია ოჯახში ძალადობის ორ მსხვერპლთან. მათთან ასევე იყო 5 ბავშვი. ქალებთან აქტიურად მუშაობდნენ სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი, ბავშვებთან კი - პედაგოგი.

რეაბილიტაციის ბოლოს ქალებმა აღნიშნეს:

კ., 34 წლის: „ახალი ძალები გამიჩნდა.  ვიგრძენი, რომ მარტო არ ვარ, მაქვს მხარდაჭერა, უფრო თავდაჯერებული უნდა გავხდე. მადლობას ვუხდი ყველას სიკეთისა და საჭირო დახმარებისთვის. ასე კომფორტულად არასოდეს მიგრძვნია თავი.“

ი., 31 წლის: „აქ რომ მოვედი, ვიყავი ჩაკეტილი, აფორიაქებული და უიმედო. ბევრი პოზიტივი მივიღე მორალურადაც და ფიზიკურადაც. მივხვდი, რომ უნდა გავხდე აქტიური, ძლიერი და კიდევ მომიწევს მუშაობა თვითშეფასების ამაღლებისთვის“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

1ვანის საკრებულოში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები, სკოლის პედაგოგები,  სოციალური მუშაკი და მერიის ბავშვთა განყოფილების თანამშრომლები.

შეხვედრა დაეთმო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დახმარების საკითხებს. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კვლევაზე, რომელიც ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტში და ეხებოდა ქალთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხს, თუ რა სერვისები არსებობს ბავშვთა მოვლის კუთხით და რა საჭიროებს დახვეწას. მონაწილეები  ასევე გაეცნენ ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის მნიშვნელობას და არსებულ საუკეთესო გამოცდილებას.

მონაწილეთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ მსგავსი კვლევები მნიშვნელოვანია ამ საკითხების ადვოკატირებისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები