ქსელური შეხვედრა

ონლაინ ფორმატით ჩატარდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ „მშვიდობის ელჩი ქალებისა და გოგონების ქსელის“ წევრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრაზე შეჯამდა პროექტი, მონაწილეებმა მოისმინეს პრობლემათა ადვოკატირების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ქსელის ლიდერებმა გააჟღერეს თავიანთ თემებში არსებული პრიორიტეტული პრობლემები, რომელთა გამოვლენაზეც ჯგუფის წევრებთან ერთად იმუშავეს.

ქსელის წევრებმა ისაუბრეს ქსელური მუშაობის მნიშვნელობაზე, თითოეული მონაწილის გაძლიერებაზე, სამოქალაქო ინიციტივების განხორციელებაზე. ასევე, აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საერთაშორისო დონეზე ადგილობრივი პრობლემების გაჟღერების შესაძლებლობა, კონკრეტულად კი პლატფორმა „გაეროს ღია კარის დღე“.

პროექტი მალე სრულდება და პარალელურად მიმდინარეობს შეფასება. ქსელურ შეხვედრას ესწრებოდნენ შემფასებლები მარინა გურბო და დაკო ბახტურიძე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

შეხვედრების ძირითადი თემა

  • შაბათი, 25 იანვარი 2025
  • 253 ჯერ

შეხვედრების ძირითადი თემა იყო „როგორი მახასიათებლებით გამოირჩევიან მოძალადეები“.

„შესაძლოა, მათ უმრავლესობას ბავშვობაში აკლდა თანადგომა და აღზრდა, ჰქონდა დაბალი თვითშეფასება, იმყოფებოდა სოციალურ იზოლაციაში. დაბალი თვითშეფასება გავლენას ახდენს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე. განსაკუთრებულია გარეგანი სტრესი და ცხოვრებისეული კრიზისები, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა. მოძალადე წინ ვერ იყურება და არ უფიქრდება, რა შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს“, - აღნიშნავს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე.

ფსიქოლოგმა ონლაინ ფორმატით ჩაატარა შეხვედრები ზუგდიდის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხონის და ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. იყო ინდივიდუალური კონსულტაციებიც.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წალენჯიხა, სენაკი, თერჯოლა - ამ სამ მუნიციპალიტეტში ჩატარდა იანვრის ტრენინგები ახალგაზრდებთან. ორგან - ზუგდიდსა და სამტრედიაში კი გაიმართა ონლაინ შეხვედრები.

განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრები სენაკსა და თერჯოლაში. ამ კლუბების წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, რომელიც გაიმართა კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.

კონკურსის შედეგები 2024 წლის ბოლოს შეჯამდა და წლის პირველ შეხვედრებზე მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცა რამდენიმე მონაწილეს: სალომე ლაშქარავას, ლიკა წურწუმიას, ვიკა წურწუმიას (სენაკის ახალგაზრდული კლუბი), სალომე ფანჩულიძეს და მარიამ გოგსაძეს (თერჯოლის ახალგაზრდული კლუბი).

გოგონების გამარჯვება და დაჯილდოება დიდი სტიმულია კლუბის სხვა წევრებისთვის, რომლებიც მეტი ინტერესით ჩაერთვებიან ახალ აქტივობებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდ „სოხუმში“ შექმნილი დღის სარებილიტაციო ცენტრები პრაქტიკულ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქალებს.

გასულ წელს ქუთაისის ცენტრში პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ისწავლა 28 ქალმა, 5-მა კი ფრჩხილების მოვლის კურსი დაამთავრა. თერჯოლის დღის ცენტრში 5-მა ქალმა გაიარა თიხაზე მუშაობს და ამდენივემ - კოსმეტოლოგიის კურსი. ჩოხატაურში ჭრა-კერვის კურსი მოქმედებს და 9 ქალია მისი კურსდამთავრებული. 

კურსების დასრულების შემდეგ ქუთაისსა და თერჯოლაში გაიმართა ტრენინგები, სადაც მონაწილეებმა შეისწავლეს ბიზნეს იდეის ჩამოყალიბება და პროექტის გაწერა. საკონკურსო კომისიას წარედგინა 15 საპროექტო განაცხადი. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდა 4-4 პროექტი ქუთაისიდან და თერჯოლიდან, რომელთაც მიიღეს მცირე გრანტები.

2024 წელს ჩვენი დახმარებით 52-მა ქალმა შეისწავლა ახალი საქმე, მათი დიდი ნაწილი უკვე თვითდასაქმებულია.  ისინი კმაყოფილები არიან იმის გამო, რომ ახალი პროფესიის შესწავლასთან ერთად შეუძლიათ საკუთარი საქმის დაწყება და თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ცენტრები ატარებენ სამობილიზაციო შეხვედრებს ძალადობის პრევენციისა და შემთხვევების იდენტიფიცირების მიზნით. ცენტრების მობილიზატორების დახმარებით 150-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების სახელმწიფო და არასამთავრობო სერვისებზე. ინფორმირების შედეგად იანვარში 10 რისკის ჯგუფის მქონე ოჯახი გამოვლინდა.  მათთან მუშაობა უკვე მიმდინარეობს - ბენეფიციარებმა მიიღეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა აქტიურად დაიწყეს 2025 წელი.

2024 წელს მუშაობა მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (ვანი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია, თერჯოლა, სენაკი, ხობი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური).

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ოთხი მიმართულებით მუშაობენ:

  1. ოჯახური ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა
  2. ქალთა მხარდაჭერა, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება ლოკალურ თემებში
  3. ძალადობის შემთხვევების მონიტორინგი
  4. სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება

ამ მიზნების მისაღწევად 2024 წელს:

ხონის დევნილ ქალთა ქსელის შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ქსელის წევრებმა განიხილეს ადვოკატირებისთვის არჩეული თემები.

დევნილთა დასახლებისთვის მნიშვნელოვანია აფთიაქის, სუპერმარკეტის არსებობა, რადგანად დასახლება ცენტრიდან მოშორებით არის და არ მოძრაობს შიდა ტრანსპორტი. ქალებისთვის კი გადაადგილება პრობლემაა - როგორც ფინანსური ისე დროის ფაქტორით. პრობლემის აქტუალიზაციის წარმოსაჩენად იგეგმება პეტიციის მომზადება და ხელმოწერა შესაბამის აქტორებთან წარსადგენად.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად განაგრძობენ  ადვოკატირებისთვის შერჩეულ პრობლემებზე მუშაობას.

ისინი ინგირის თემში გარე განათების და შიდა გზების მოწესრიგებას და არსებული მინიატრაქციონის გაფართოებას აპირებენ. ამ საჭიროებების მოსაგვარებლად აქტიური ქალები შეხვდნენ მერის წარმომადგენელს და შუამდგომლობის დაპირებებიც მიიღეს.

პროექტის ფარგლებში ქალებმა და გოგონებმა  გაიუმჯობესეს უნარ-ჩვევები, ისწავლეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირების გზები და გაიზარდა მათი ცნობიერება რისკების შერბილების აუცილებლობაზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჯგუფის წევრთა აქტიური ჩართულობით იქნა იდენტიფიცირებული. გამოწვევების მიუხედავად, ადვოკატირების პროცესი დინამიურად გრძელდება. ჯგუფის წევრები ეძებენ გზებს და რესურსებს პრობლემების მოსაგვარებლად, სისტემატური კავშირი აქვთ პასუხისმგებელ პირებთან.

ადვოკატირების პარალელურად, სამუშაო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ თემში არსებული პრობლემების გამოვლენისთვის. ყოველთვიურ შეხვედრებზე ისინი საჭირო ინფორმაციებს უზიარებენ ერთმანეთს.  

 

   პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები