წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ ისაუბრეს. მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში გაჟღერდა, რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობის თემა, რა საკითხებში არიან დაუცველი გოგონები და როგორ უნდა დავიცვათ ისინი.

ქალთა საინიციტივო ჯგუფის წევრებმა ოქტომბრის თვეში ჩატარებულ შეხვედრაზე სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს. კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო თარიღის დაარსებასთან დაკავშირებით, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელსაც სოფლად მცხოვრები ქალები აწყდებიან.

ქრისტინა ქუთათელაძე გაგრიდან დევნილია, ამჟამად წყალტუბოში, პატარა მწვანე ქალაქში ცხოვრობს. წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასა და №4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლად მუშაობს. მე-8 კლასიდან არასამთავრობო სექტორთან მჭიდროდ ურთიერთობს.

აქტიური საქმიანობისა და წარმატების ისტორიაზე თავად ქრისტინა გვესაუბრება:

„წლების წინ ფონდი „სოხუმის“ ტრენინგზე ბენეფიციარის სტატუსით მივედი. ახლა მათ მიერ განხორციელებულ არა ერთ პროექტში ვმონაწილეობ, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ქსელის კოორდინატორი ვარ. აქტიურ ქალებთან ერთად კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირებასა და ადვოკატირებას ვახდენ. ფონდმა „სოხუმმა“ სწორი გზა გვიჩვენა, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ საკუთარი უფლებების დაცვა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით. ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს ქალების გაძლიერებას. ასევე ვარ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების ტრენერი, ქალებს ტექნიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ვეხმარებით.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ GIA-ს ინსტრუმენტის გამოყენებით ახორციელებს კვლევას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის მიხედვით  - ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასებისთვის. კვლევა ხორციელდება ა(აიპი) ბაღების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

კვლევის პროცესში ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენება ფოკუს-ჯგუფები, სიღრმისეული ინტერვიუები, სამუშაო შეხვედრები, გამოკითხვები. 

საბოლოო ანგარიშში აისახება აღნიშნული პროგრამის გენდერული ზეგავლენა სამიზნე ჯგუფებზე (აღსაზრდელებზე, მათ ოჯახებზე, სკოლამდელ დაწესებულებაზე, თემზე). კვლევის საბოლოო მიზანია სკოლამდელი განათლების პოლიტიკაში ოჯახისა და თემის მონაწილეობის და თანამშრომლობის გაზრდისთვის რეკომენდაციების შემუშავება, რათა მოხდეს აღსაზრდელების საჭიროებების და თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ოქტომბრის შეხვედრა განხვავებულად დაიწყო. მათ ერთმანეთის წარმატების ისტორიები და წარმატებამადე გავლილი გზის შესახებ მოისმინეს . მეორე საკითხი კი  ადვოკატირების გეგმის მიხედვით გაწერილი აქტივობის ჩატარებას ეხებოდა,რომელიც ითვალისწინებს,  მოზარდებთან  ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის ლიდერმა, წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: “15 ოქტომბერი - სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე”

ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო დღის დაარსებასთან დაკავშირებით.

 გაეცნენ სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ იმერეთის რეგიონში არსებულ სტატისტიკას. ისაუბრეს საკუთარ თემში მყოფი ,სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემისა და გამოწვევების შესახებ . კლუბს სახალი წევრები  დაემატნენ. მათი დაახლოების მიზნით, ჩატარდა გაცნობითი და მხიარული ტიპის სავარჯიშოები.

8 ოქტომბერს, ქალთა ფონდი ,,სოხუმის’’ ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში ახალგაზრდებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „შუამდგომლობა და მედიაცია, როგორც შერიგების რიტუალი“

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებს გაეაზრებინათ შუამდგომლობისა და მედიაციის მნიშვნელობა, გამოემუშავებინათ საჭირო უნარ-ჩვევები თუ, როგორ უნდა მართონ კონფლიქტი ამ მეთოდებით.

ტრენინგს ესწრებოდნენ კოკის ახალგაზრდული კლუბის წევრები .

ტრენინგის პირველ ბლოკში გაკეთდა მცირე ისტორიული რაკურსი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა მედიაცია და შუამდგომლობა შორეულ წარსულში. ასევე გავლებული იყო პარალელი- მედიაცია,სამართლებრივი ჩარჩოები და  დღევანდელობა .

ხონის, ჩოხატაურის, ვანის, თერჯოლის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებზე გაიმართა გზამკვლევის „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ განხილვა. მასში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება: როგორ მუშაობენ ისინი ქალთა უფლებების დასაცავად ომის დროს და ომის შემდეგ.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც გზამკვლევში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ასევე - ქალთა მხარდაჭერისკენ მიმართულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს.

 

პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით

4 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფელ დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან  ციფრულ უსაფრთხოებაზე ვორქშოფი კიბერუსაფრთხოების ტრენერმა  ლინდა ჩიხლაძემ ჩაატარა.

ვორქშოფზე განიხილეს სოციალური ქსელში პერსონალური მონაცემების დაცვის თემა, რთული პაროლის მნიშვნელობა, ფიშინგის საფრთხეები და პრაქტიკულად მიმოიხილეს ორმაგი ავტორიზაციის საკითხები.

„სამოქალაქო ინიციატივების“ მხარდაჭერის ფარგლებში სენაკში დევნილთა თემის პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობას ექვსი ცალი წყლის საქაჩი ტუმბო გადაეცა. ტუმბოები 12 კორპუსს მოემსახურება,  გააადვილებს სარდაფებიდან წყლის ამოქაჩვის პროცესს და იმ რისკებს შეარბილებს, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას არღვევს.

მეორე ინიციატივა მხარდაჭერილი იყო იმ აქტუალური პრობლემის საპასუხოდ, რომელიც სარეველა ბალახებისგან შექმნილ საფრთხეებს გულისხმობს. პროექტის ფარგლებში მოსახლეობას გადაეცა ხუთი ცალი ელექტროსათიბი, რომელიც 12 კორპუსზეა გათვლილი.

სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პროცესში ქალთა ჯგუფის ლიდერები, აქტივისტები და თემის მცხოვრებლები აქტიურად იყვნენ ჩართული.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

 ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი ჩატარდა თემაზე- „ციფრული უსაფრთხოება ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში“. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია,თუ რა ტიპის კიბერსაფრთხეები არსებობს და როგორ იყენებენ  მას ქალების წინააღმდეგ. გაიგეს,როგორ შეიძლება პირადი მონაცემების დაცვა.   ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე გოგონათა საერთაშორისო და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს, კლუბის წევრებმა ქალების, გოგონების უფლებებზე გაამახვილეს ყურადღება. 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები