ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა და მის აღმოფხვრაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა - ამ თემაზე ჩატარდა შეხვედრები ვანსა და ქობულეთში. მთისძირის (ვანის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები და უფროსკლასელები, ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღში კი - პერსონალთან ერთად, მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების კოორდინატორი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე.
შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ ვებგვერდს „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/, რომელზეც განთავსებულია ამომწურავი ინფორმაცია რეაგირების მექანიზმებზე. დაფიქსირდა, რომ საზოგადოების ჩართულობა უფრო აქტიური უნდა იყოს, რათა მოხდეს ძალადობის პრევენცია და დროული რეაგირება კონკრეტულ შემთხვევებზე.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის
მხარდაჭერით (კანადა)
ვანის მუნიციპალიტეტში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისია შექმნისთვის. მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა ვანის მერთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა უწყებათაშორისი კომისიის შექმნის დეტალები - თუ ვინ უხელმძღვანელებს კომისიას და რა შემადგენლობით უნდა იყოს ის წარმოდგენილი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს კომისიის დამტკიცებისთვის საჭირო დოკუმენტების შემუშავება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პედაგოგები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, მერიის თანამშრომლები და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ საინფორმაციო შეხვედრებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში. საინფორმაციო შეხვედრა ასევე ჩატარდა სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლაში და მასში მონაწილეობდნენ პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ, პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.
მონაწილეები გაეცნენ ძალადობის მსხვერპლთა ციფრულ რესურსცენტრს https://sosfsokhumi.ge/, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ გვერდზე მოთავსებული ინფორმაციის გავრცელება, რათა მსხვერპლმაც და მოძლადემაც მიიღონ ინფორმაცია დამცავ თუ რეაგირების მექანიზმებზე. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
კიდევ ორი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა დეკემბერში კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით.
პირველი შეხვედრა გაიმართა ჩოხატაურის საკრებულოს სააქტო დარბაზში (მონაწილეები: საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ხელმძღვანელები), მეორე - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში (მონაწილეები: უფროსკლასელები და პედაგოგები).
შეხვედრებზე ისაუბრეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16- დღიან კამპანიაზე და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ძალადობის აღმოფხვრის პროცესში. ყველამ აღნიშნა, რომ აქტიური ჩართვა აუცილებელია, რათა მოხდეს ფაქტების დროული გამოვლენა და შემდგომ - მათზე რეაგირება.
შეკრებილები ინტერესით გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს https://sosfsokhumi.ge/, სადაც განთავსებულია ამომწურავი ინფორმაცია რეაგირების მექანიზმებზე და მსხვერპლის მხარდაჭერაზე.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან (Task Force on EVAWG) სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენმა თანამშრომელმა - ლინდა ჩიხლაძემაც მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს ბოლო წლების მანძილზე ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, არსებული გამოწვევები და იმსჯელეს გადაჭრის გზებზე. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შვედეთის მიერ მხარდაჭერილი გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ძალადობის საკითხებზე სენაკის მუნიციპალიტეტის სოციალურ სააგენტოში და ონლაინ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯგუფთან. აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები.
ქვეყანაში ფემიციდის ფაქტების გახშირებულ ფონზე, დამსწრე საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდმა „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს-ცენტრი“. ისინი მიიჩნევენ, რომ საიტის შესახებ ინფორმაცია უნდა გავრცელდეს ფართო საზოგადოებაში - ეს დადებით გავლენას მოახდენს ძალადობის ფაქტების პრევენციის თვალსაზრისით.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
25 ნოემბერს გაიმართა ქალთა მოძრაობის მარში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. მსვლელობას სხვა სოლიდარულ ჯგუფებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისიც შეუერთდა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ ქალის თანხმობის გარეშე მასთან სექსუალური ხასიათის ქმედება გაუპატიურება და ძალადობაა. მათივე განცხადებით, ეს საერთაშორისო კონვენციების, ასევე სასამართლოების მიერ არის აღიარებული, თუმცა არ აღიარებს ქართული კანონმდებლობა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 25 ნოემბერს ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა წარადგინა მამების ძალადობრივი ქცევის და კორექციის პროგრამა „მამაშვილობა“, რომლის მიზანია მამის ქცევის კორექცია და მისი მხარდამჭერ მამად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე ჩვენმა წარმომადგენელმა ლინდა ჩიხლაძემ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ანგარიშის „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“ მიგნებებზე დაყრდნობით, დამსწრეებს რეკომენდაციები შესთავაზა, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნული პროგრამის ადრეულ ეტაპზე დანერგვას.
25 ნოემბერი - 16-დღიანი კამპანიის დასაწყისი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ტრადიციული მდუმარე აქცია გამართა ქუთაისში. ამით შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომლის სლოგანია: „გავერთიანდეთ! აქტიურობა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შეწყვეტისთვის“. აქციაში მონაწილეობდნენ ფონდის თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები. აქციაზე წარმოდგენილი იქნა ფორუმ-თეატრის სცენები და დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
დღეიდან საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში 100-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება კამპანიის ფარგლებში.
აქცია აქტიურად გააშუქა გააშუქა ცენტრალურმა და რეგიონულმა მედიამ.
https://www.facebook.com/WFSukhumi/videos/853330979131350
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)