მზის ენერგიას ადამიანი უხსოვარი დროიდან მოიხმარს. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია მისი გამოყენება. სწორედ განახლებადი ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა 10 საინფორმაციო შეხვედრა, რომლებიც გაიმართა ხონში, ვანში, თერჯოლაში, სენაკში, წყალტუბოსა და ტყიბულში.

მონაწილეებმა მიიღეს სრული ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტურია მზის ბატარეა და რამდენად მომგებიანია მისი გამოყენება. მათ ბევრი რამ აინტერესებდათ: რამდენლიტრიანია ავზი? რა ღირს? დამოკიდებულია თუ არა ავზის ლიტრიანობაზე? კორპუსში ინდივიდუალურად თუ შეიძლება დამონტაჟება? ბუნებრივი მოვლენებისგან ზიანდება თუ არა?

საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებმა ყველა კითხვაზე კომპეტენტური პასუხი მიიღეს.

საინფორმაციო შეხვედრები

თერჯოლასა და ახალსოფელში (სენაკის მუნიციპალიტეტი) გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები.

შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ ფემიციდის ფაქტების  გახშირების ფონზე ასეთ შეხვედრებს და სწორი ინფორმაციის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს https://sosfsokhumi.ge/.

მათი თქმით, აღნიშნული საიტი უნდა გავრცელდეს ფართო საზოგადოებაში, რაც დადებით გავლენას მოახდენს ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

შეხვედრების ახალი ფორმატი

სექტემბერში საინფორმაციო შეხვედრები განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. მათში აქტიურად იყვნენ ჩართულები ახალგაზრდები და პედაგოგები. შეხვედრები ჩატარდა ზედა ვანისა და წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლებში.

ვებგვერდმა https://sosfsokhumi.ge/ დიდი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. აღინიშნა, რომ იმ გარემოში, როდესაც ასე იმატა ფემიციდის ფაქტებმა, მნიშვნელოვანია ამ გვერდზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელება. ამაში ახალგაზრდებმა, როგორც ინტერნეტსივრცის აქტიურმა მომხმარებლებმა, თავიანთი როლი დაინახეს. ასევე აქტუალურად დასახელდა ამ კუთხით არსებული მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა, რისი დეფიციტიც მათ აქვთ.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

13 და 27 ივლისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს უკავშირდება, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სხდომების ძირითადი თემები იყო: გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ინიცირება და ქართული კანონმდებლობის შესაბამისობა სტამბოლის კონვენციასთან.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა - ეკა გამახარიამ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირებისათვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დაპირებით, აღნიშნული საკითხის დეტალურ განხილვას ცალკე სამუშაო შეხვედრა მიეძღვნება.

თერჯოლის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები, საზოგადოების წარმომადგენლები.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ მოიცავს ყველა ინფორმაციას, რომელიც სჭირდება ძალადობის მსხვერპლს, მთავარია, რომ ამის შესახებ გაიგოს ბევრმა ადამიანმა, რათა ვებგვერდის ფუნქციები და საკონტაქტო ინფორმაცია გამოიყენოს ყველამ, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

„ამდენი ინფორმაცია ერთ სივრცეში - ძალიან დიდი ფუფუნებაა. ვფიქრობ, რომ ამ ვებგვერდის პიარი დიდი მასშტაბით უნდა ხდებოდეს. მასზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მერის წარმომადგენლებს, რადგან მოსახლეობასთან ხშირი შეხება აქვთ...“

„ძალიან ამაღელვებელი იყო წარმატებული ისტორიების ნაწილი... აქ მოყვანილი ისტორიები უნდა ტრიალებდეს მაგალითებად, რათა ბევრმა ნახოს და დარწმუნდეს, რომ შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალონ ცხოვრება.“

ეს იმ ადამიანების უკუკავშირია, რომლებიც მონაწილეობდნენ წყალტუბოსა და წალენჯიხაში ჩატარებულ შეხვედრებში. შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ  ვებგვერდს და ისწავლეს, როგორ გამოიყენონ მასზე განთავსებული ინფორმაცია.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

შეხვედრის ადგილი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი ნეძი.

15 მონაწილე - ადგილობრივი სკოლის პედაგოგები და თემის წარმომადგენლები.

საინფორმაციო შეხვედრა საჭირო თემას - ძალადობას მიეძღვნა. განსაკუთრებული იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ შექმნილი ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის“ პრეზენტაცია.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ვებგვერდი მართლაც ციფრული რესურსცენტრია, რომელიც მოიცავს ყველა ინფორმაციას, საკონტაქტო ნომერს, რაც აუცილებელია ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დაცვისთვის. ითქვა ისიც, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შეხვედრებს სოფლის მოსახლეობასთან. საჭიროა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ვებგვერდის შესახებ, გაავრცელოს ინფორმაცია და გამოიყენოს მისი შესაძლებლობები.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო, პროფილური სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბოლო 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ღონისძიებას ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძეც ეწრებოდა, რომელმაც მონაწილეებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ დასავლეთ საქართველოს 100-მდე სკოლასთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარა ძალადობის პრევენციის, გენდერული თანასწორობის და ტოლერატული გარემოს დამკვიდრების მიმართულებით. ასევე, პირადი სიმპათია გამოხატა სასკოლო მედიაციის პილოტირების მიმართ და საკუთარი გამოცდილებით, ყურადღება გაამახვილა Peer Mediation-ის საჭიროებასა და დროულობაზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ორგანიზებით ახალი მონიტორინგის ანგარიშის „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“ პრეზენტაცია ონლაინ - Zoom პლატფორმის საშუალებით გაიმართა, რომელიც ორგანიზაციის მკვლევარმა - ნინო კორინთელმა წარმოადგინა.

შეხვედრას სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ.

„დიდი მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის თქვენ, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებს ჩვენ-ჩვენი გამოცდილებების, მიგნებების, სტატისტიკის, მიღწეული შედეგების, გამოწვევების გაზიარების შესაძლებლობა გვეძლევა ინფორმაციის შევსების თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები ყოველთვის ახალი ინიციატივების, ცვლილებების და სერვისების წინაპირობებს ქმნის,“ - ინდირა რობაქიძე, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები