საინფორმაციო შეხვედრას ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ამბულატორიაში ესწრებოდნენ ადგილობრივი თემის წარმომადგენელი ქალები, პედაგოგები, ექთნები და ბაღის აღმზრდელები. საინფორმაციო შეხვედრა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა ასევე როხში (ბაღდათის მუნიციპალიტეტი) - მასში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა და პედაგოგებმა.
ვებგვერდმა https://sosfsokhumi.ge/ დიდი დაინტერესება გამოიწვია მონაწილეებში. აღინიშნა, რომ ახლა, როდესაც ასე იმატა ფემიციდის ფაქტებმა, აუცილებელია ვებგვერდის საშუალებით ადამიანების ინფორმირება მუნიციპალურ და სხვა სერვისებზე, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
სოფელ როხში (ბაღდათის მუნიციპალიტეტი) ადვოკატირების ჯგუფმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და უფროსკლასელები, უწყებათაშორისი კომისიის წევრები, მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლები.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დაფუძნების, სტრუქტურის და უფლება-მოვალეობების შესახებ. შეკრებილებს ასევე გააცნეს ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების სტრუქტურა და მისი მუშაობის მონიტორინგის შედეგები. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ უკვე იციან, რა დროს უნდა მიმართონ ამ განყოფილებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის მერიის სხდომათა დარბაზში ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, საკრებულოს, სკოლების და ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები,.
კონკრეტული ქეისების განხილვის შემდეგ შეკრებილებმა იმსჯელეს ძალადობის პრევენციაზე, მსხვერპლთა დაცვაზე, ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე.
უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეუერთდეს ყოველწლიურ 16- დღიან საინფორმაციო კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მზის ენერგიას ადამიანი უხსოვარი დროიდან მოიხმარს. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია მისი გამოყენება. სწორედ განახლებადი ენერგოეფექტურობის თემას მიეძღვნა 10 საინფორმაციო შეხვედრა, რომლებიც გაიმართა ხონში, ვანში, თერჯოლაში, სენაკში, წყალტუბოსა და ტყიბულში.
მონაწილეებმა მიიღეს სრული ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტურია მზის ბატარეა და რამდენად მომგებიანია მისი გამოყენება. მათ ბევრი რამ აინტერესებდათ: რამდენლიტრიანია ავზი? რა ღირს? დამოკიდებულია თუ არა ავზის ლიტრიანობაზე? კორპუსში ინდივიდუალურად თუ შეიძლება დამონტაჟება? ბუნებრივი მოვლენებისგან ზიანდება თუ არა?
საინფორმაციო შეხვედრების მონაწილეებმა ყველა კითხვაზე კომპეტენტური პასუხი მიიღეს.
თერჯოლასა და ახალსოფელში (სენაკის მუნიციპალიტეტი) გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები.
შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ ფემიციდის ფაქტების გახშირების ფონზე ასეთ შეხვედრებს და სწორი ინფორმაციის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს https://sosfsokhumi.ge/.
მათი თქმით, აღნიშნული საიტი უნდა გავრცელდეს ფართო საზოგადოებაში, რაც დადებით გავლენას მოახდენს ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
სექტემბერში საინფორმაციო შეხვედრები განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. მათში აქტიურად იყვნენ ჩართულები ახალგაზრდები და პედაგოგები. შეხვედრები ჩატარდა ზედა ვანისა და წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლებში.
ვებგვერდმა https://sosfsokhumi.ge/ დიდი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. აღინიშნა, რომ იმ გარემოში, როდესაც ასე იმატა ფემიციდის ფაქტებმა, მნიშვნელოვანია ამ გვერდზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელება. ამაში ახალგაზრდებმა, როგორც ინტერნეტსივრცის აქტიურმა მომხმარებლებმა, თავიანთი როლი დაინახეს. ასევე აქტუალურად დასახელდა ამ კუთხით არსებული მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა, რისი დეფიციტიც მათ აქვთ.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
13 და 27 ივლისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს უკავშირდება, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სხდომების ძირითადი თემები იყო: გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის ინიცირება და ქართული კანონმდებლობის შესაბამისობა სტამბოლის კონვენციასთან.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა - ეკა გამახარიამ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირებისათვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დაპირებით, აღნიშნული საკითხის დეტალურ განხილვას ცალკე სამუშაო შეხვედრა მიეძღვნება.
თერჯოლის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები, საზოგადოების წარმომადგენლები.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ მოიცავს ყველა ინფორმაციას, რომელიც სჭირდება ძალადობის მსხვერპლს, მთავარია, რომ ამის შესახებ გაიგოს ბევრმა ადამიანმა, რათა ვებგვერდის ფუნქციები და საკონტაქტო ინფორმაცია გამოიყენოს ყველამ, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
„ამდენი ინფორმაცია ერთ სივრცეში - ძალიან დიდი ფუფუნებაა. ვფიქრობ, რომ ამ ვებგვერდის პიარი დიდი მასშტაბით უნდა ხდებოდეს. მასზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მერის წარმომადგენლებს, რადგან მოსახლეობასთან ხშირი შეხება აქვთ...“
„ძალიან ამაღელვებელი იყო წარმატებული ისტორიების ნაწილი... აქ მოყვანილი ისტორიები უნდა ტრიალებდეს მაგალითებად, რათა ბევრმა ნახოს და დარწმუნდეს, რომ შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალონ ცხოვრება.“
ეს იმ ადამიანების უკუკავშირია, რომლებიც მონაწილეობდნენ წყალტუბოსა და წალენჯიხაში ჩატარებულ შეხვედრებში. შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ ვებგვერდს და ისწავლეს, როგორ გამოიყენონ მასზე განთავსებული ინფორმაცია.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
