შეხვედრები (642)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მიუხედავად აგვისტოს ცხელი დღეებისა, ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ჩვეული რეჟიმით აგრძელებენ მუშაობას. ჩატარდა 33 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში - კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში.
შეხვედრებზე განხილული იყო ახალგაზრდების პრობლემები. ძირითად პრობლემებად დასახელდა უმუშევრობა, ახალგაზრდების მიგრაცია, რეგიონებში ახალგაზრდული ღონისძიებების სიმცირე და აგრეთვე - გახშირებული სუიციდი.
აგვისტოში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით ჩატარდა 6 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან - ძირითადად, სოციალურ და ახალგაზრდულ სამსახურებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

29 ივლისს ბოლო აქტივობა გაიმართა პროექტით, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად პროექტის ასისტენტი დაესწრო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-12 სხდომას. კენჭის საყრელად გატანილი იყო 12 საკითხი.
ბენეფიციარები კმაყოფილები არიან განხორციელებული მუშაობით. მათ გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად განაგრძონ საკრებულოს სხდომებზე დასწრება და უფრო მეტად ჩაერთონ ქალაქის ცხოვრებაში.
სამთვიანი პროექტის შედეგად შეიქმნა ააიპ „შშმპ ქალთა კავშირი - იმერეთი 2015“, რომელსაც ხელმძღვანელობს პროექტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ნატო კუპატაძე.

დასრულდა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ექვსთვიანი პროექტი „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“, რომელიც დააფინანსა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ფონდმა „სოხუმმა“.
28 ივლისს გაიმართა პროექტის ფორუმ-პრეზენტაცია, ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, პროექტის ბენეფიციარები.
პრეზენტაციის დაწყებამდე სტუმრებმა დაათვალიერეს ადგილობრივ ქალბატონთა ნამუშევრები და პროექტის ფოტომასალა.
ფორუმის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და მის მიერ წარმოჩენილი საკითხების აქტუალობას. პროექტის ბენეფიციარებმა გამოთქვეს იმედი, რომ მონაწილეობას მიიღებენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხვა პროექტებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

დასასრულს მიუახლოვდა პროექტი, რომელიც 1 მაისიდან დაიწყო ფონდმა „სოხუმმა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით.
24 ივლისს საინფორმაციო შეხვედრა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. მოეწყო გასვლითი ღონისძიება დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში - სიმონეთში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი). ეს იყო საინფორმაციო შეხვედრაც, გაკეთებული სამუშაოს შეჯამებაც და ექსკურსიაც...
ბენეფიციარებმა კმაყოფილება გამოთქვეს:
ლიანა კუხიანიძე: - ბევრი რამ გავიგე. მომეწონა თქვენი მუშაობა, ყურადღება... დღევანდელი დღე დიდხანს მემახსოვრება...
რობერტ წერეთელი: - კმაყოფილი ვარ ჩატარებული ტრენინგით, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის შესახებ გავიგე ინფორმაცია. დავესწარი საკრებულოს სხდომებს, გავიგე ის, რომ ყველა მსურველს შეუძლია იქ დასწრება.
ნატო კუპატაძე: - განსაკუთრებული იყო იურისტისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებთან ურთიერთობა. სამწუხაროა, რომ ეს პროექტი მთავრდება...

მორიგ სხდომაზე ბათუმის გენდერული საკონსულტაციოს საბჭოს წევრებმა ის საკითხები განიხილეს, რომლებიც, მათი აზრით, თვითმმართველობისთვის წარსადგენ წინადადებათა და რეკომენდაციათა პაკეტში უნდა აისახოს. დაითქვა ვადები - როდის უნდა მოხდეს დოკუმენტის წარდგენა, რათა დაემთხვას წინასაბიუჯეტო პროცესს.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე პროექტებზე, რომელთაგან ორი აქტიურ ფაზაშია. განხილული იყო ახალი საპროექტო იდეებიც. საბჭო უახლოეს პერიოდში აპირებს კიდევ ერთი პროექტის წარდგენას მერიის საკონკურსო პროგრამაში.
იმსჯელეს მოქალაქეთა სათხოვარზე, რომლებიც სხვადასხვა პრობლემით ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის საბჭოს.
საბჭოს წევრების ინიციატივით, დაიგეგმა ტრენინგი, რომლის მიზანია თვითმმართველობის პერსონალის გენდერული განათლება.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩოხატაურის ქუჩის მცხოვრებლებთან გაიმართა. ქუჩის 14 ნომერში მცხოვრებლები (მათ შორის ეთნიკური სომხები) ბუნებრივი აირის პრობლემაზე საუბრობენ. 86 წლის ეთერ მგალობლიშვილი ამბობს, რომ შენობიდან რამდენიმე მეტრში არის გაყვანილი ბუნებრივი აირი.
ჩოხატაურის ქუჩის მცხოვრებლებმა ფონდი „სოხუმის“ დახმარებით ქალაქის მერიაში არაერთხელ დასვეს დაზიანებული საწრეტების და ეზოს მოპირკეთების პრობლემა, მაგრამ ეს საკითხები ჯერაც არ არის მოგვარებული.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე შეჯამდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოების შეხვედრა, რომელიც ჩატარდა ბათუმში 30 ივნისს და დასრულდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნით.
ოზურგეთში შეკრებილებმა ისაუბრეს ქსელის მნიშვნელობაზე. მათი აზრით, ეს კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ საფუძველი ჩაეყაროს ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას, აქტიურად ხდებოდეს გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ანალიზი. საბჭომ იმუშავა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც უნდა წარუდგინოს ადგილობრივ თვითმმართველობას 2016 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სანატორიუმ „მენჯში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები მათ ირგვლივ არსებულ უმთავრეს პრობლემებზე საუბრობენ.
ანტისანიტარია ნომერ პირველი პრობლემაა. გრუნტის წყლებით სავსეა შენობის სარდაფი. რაც მომწამვლელ სუნს იწვევს. ამორტიზებულია საკანალიზაციო სისტემა, დაბზარულია კედლები. შენობის ვარგისიანობაზე ექსპერტიზის დასკვნია მცხოვრებლებმა დღემდე ვერ მიიღეს.
ნანული მაისაიას თქმით, ახლახან ჩამოინგრა მე-7 სართულის ჭერი. არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით მათ არაერთხელ მიმართეს დევნილთა სამინისტროს, მაგრამ პრობლემები კვლავაც აქტუალური და გადაუჭრელია. პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვება სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

„არაერთი ჩვენი ახლობელი გამხდარა ამ დაავადების მსხვერპლი. ქალბატონი ლალისგან წამოსული პოზიტივი არის პირდაპირი გზავნილი მათთვის, ვისაც განკურნების რწმენა დაკარგული აქვს. მივესალმები იმ დიდ საქმეს, რასაც გენდერული საკონსულტაციო საბჭო აკეთებს. მუნიციპალიტეტი მათი მხარდაჭერის საკითხში სხვებისთვის სამაგალითო იქნება“, - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
მსგავსი ემოციური გამოსვლების ფონზე ჩატარდა პროექტის „კიბო განაჩენი არ არის“ პრეზენტაცია საკრებულოს სხდომათა დარბაზში. პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის და მხარის ხელმძღვანელი პირები და საბჭოს წევრები დაესწრნენ.
პროექტი კიბოთი დაავადებული პაციენტების ფსიქოლოგიურ კონსულტირებას ითვალისწინებს.
იდეა საკრებულოს დეპუტატს, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ლალი სიჭინავას ეკუთვნის.
იდეა საკრებულოს დეპუტატს, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ლალი სიჭინავას ეკუთვნის.
„კიბო არ არის საბოლოო განაჩენი, მისი დამარცხება შესაძლებელია და ამის ცოცხალი მაგალითი ვარ. მთავარი - ადამიანის შინაგანი განწყობა, ოჯახის და საზოგადოების მხარდაჭერაა“, - აღნიშნა ქალბატონმა ლალიმ.
პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებს. პროექტში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფლის 50 ბენეფიციარი ჩაერთვება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ზაფხულის მიუხედავად, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების მიერ ჩატარებულ სამობილიზაციო შეხვედრებზე ხალხის ნაკლებობა არ იგრძნობოდა.
შეხვედრები ჩატარდა კოლექტიურ ცენტრებში, სოფლებსა და კერძო სახლებში.
შეხვედრების თემა შერჩეული იყო დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და შეეხებოდა დევნილთა პრობლემებს და მათ მოგვარებას, განსაკუთრებით განსახლებასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრებზე, ძირითადად, დაფიქსირდა საყოფაცხოვრებო და სოციალური პრობლემები. აქტუალურია უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი დევნილ საზოგადოებაში. მობილიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს კანონი დევნილთა შესახებ და სამოქმედო გეგმა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
