შეხვედრები (642)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ფონდის „სოხუმის“ ორგანიზებით, თანამედროვე ცეკვების მოცეკვავეთა ჯგუფი „Sea2Sea“ და ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ ქუთაისის დღის ცენტრს „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“.
„Sea2Sea“ მოცეკვავეებმა ბავშვებს წარუდგინეს თანამედროვე ცეკვების მოკლე შოუ, ჩაუტარეს მასტერკლასი და ასე მიულოცეს დღესასწაული.
27 მაისს ქუთაისის საკრებულოს სხდომას ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად ესწრებოდნენ შშმ პირები.
მიზანი პროექტისა, რომელშიც ისინი არიან ჩართულნი, არის მათი ინფორმირება ქალაქში მიმდინარე პროცესების თაობაზე და მეტი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
ნატო კუპატაძე შშმ პირია. მან აღნიშნა, რომ სხდომას პირველად ესწრება და მისთვის ძალიან საინტერესო იყო განხილული საკითხები.

ფონდი „სოხუმი“ აქტიურად თანამშრომლობს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან - მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში.
25 მაისს დასრულდა №13 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალის გამოცხადებულ კონკურსი ,,წიგნი ობიექტივიდან".
საკონკურსო მასალების მიღება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ათობით მონაწილე ჩაერთო.
ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები გამოავლინა. ნომინაციაში „იუმორისტული ფოტო“ 11 წლის ლოლიტა ხაჭაპურიძემ გაიმარჯვა. მას სამახსოვრო პრიზი კონკურსის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა - ფონდმა „სოხუმმა“ გადასცა.


არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საზოგადებრივ ცხოვრებაში. არაერთი აქტიური ორგანიზაცია მოქმედებს ქუთაისში.
18-28 მაისს საქართველოს რეგიონებში იმართება ,,სამოქალაქო კვირეული," რომლის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს აცნობენ საკუთარ საქმიანობას.
23 მაისს ქუთაისის ცენტრალურ პარკში მოეწყო ორგანიზაციების ერთგვარი ანგარიში.
არასამთავრობოთა შორის იყო ფონდი „სოხუმი“, რომლის პუბლიკაციებმა და გამოცემებმა დამთვალიერებლების ინტერესი გამოიწვია.
გაიმართა აგრეთვე ფონდის ფორუმ-თეატრის გამოსვლა, რამაც დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ქუთაისური ქარის მიუხედავად, ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა. მონაწილეებს გაუჩნდათ სურვილი, უფრო ხშირად წარსდგნენ თანაქალაქელების წინაშე და გააცნონ - რას აკეთებენ, რა მიზანს ემსახურებიან, რა სერვისები აქვთ და რა სიკეთე მოაქვთ საზოგადოებისათვის...
რა პრობლემებია ქალებისა და გოგონებისათვის ჩვენს საზოგადოებაში მათი ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით; როგორია რისკები რეგიონის, ასაკობრივი, სოციალური, ეთნიკური და სხვა განსხვავებების მიხედვით?
ფონდი „სოხუმის“ და აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის კვლევა დაიწყო.
ფონდი „სოხუმის“ მხრიდან პროექტის მონაწილეების ჯგუფმა ქუთაისში, ხონში, სენაკში, ფოთში, წყალტუბოში, ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), 6 ფოკუს-ჯგუფი და 6 ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩაატარა. გამოიკითხა 120 ქალი და გოგონა. წარმოდგენილმა ანგარიშებმა თვალსაჩინო გახადა ის საჭიროებები და საფრთხეები, რაც ქალებში უსაფრთხოებას ემუქრება. კვლევის საბოლოო ანგარიში ერთ თვეში დაიდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
მუჰაჯირობა - ასე ერქვა თბილისში, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართულ ღონისძიებას, რომელზეც მიწვეული იყო ფონდი „სოხუმი“ (ერთ-ერთი ორგანიზატორი - ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი).
ეს იყო გახსენება ისტორიისა, რომელმაც დიდი ტკივილი მიაყენა ქართველ და აფხაზ ხალხებს.
- ჩვენ გვინდა შევეხმიანოთ აფხაზეთში იმ აფხაზებს, რომლებიც დღევანდელ დღეს აღნიშნავენ. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით და ვიქნებით ჭირსა და ლხინში! - ითქვა ღონისძიებაზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტომასალა. დასასრულს გაიმართა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული საღამო.
ორგანიზატორების თქმით, გამოფენა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.
{youtube}jSDX__8mtx4{/youtube}
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
20 მაისს საბჭოსა და გურიის გუბერნიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ერთიანი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა ქალაქ ოზურგეთის მერიამ, საკრებულომ ,ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის გამგეობამ და გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ.
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ გენდერული კუთხით აქტიურ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ერთ-ერთი პირველია, სადაც გენდერული ბალანსი დაცულია. ჩვენ ნებისმიერ პოზიტიურ ინიციატივას მივიღებთ და ვითანამშრომლებთ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან“, - აღნიშნა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მადლობა გადაუხადა გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს აქტიური და საჭირო საქმიანობისთვის და განაცხადა: „მწირი ბიუჯეტის პირობებშიც კი შევძელით რამდენიმე პროექტის დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის გენდერული საკითხები პრიორიტეტულია. იმედია, ამ კუთხით სამაგალითო ვიქნებით სხვა მუნიციპალიტეტებისთვის“ .
მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, გამგეობაში საპასუხისმგებლო თანამდებობები ქალბატონებმა დაიკავეს და საკმაოდ წარმატებითაც.
„მემორანდუმის გაფორმებით, ერთიანი ძალებით ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ უკვე მთელი რეგიონის მასშტაბით,“ - აღნიშნა ლელა ნაცვალაძემ, საკრებულოს წევრმა, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
გრძელდება მუშაობა ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან.
20 მაისს შედგა მეორე საინფორმაციო შეხვედრა. ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ მცირეა მათთვის გამოყოფილი პენსია (I ჯგუფი - 150 ლარი, II ჯგუფი - 100 ლარი, III ჯგუფი - 70 ლარი). მართალია, ჯანდაცვის პროგრამით ისინი ფინანსდებიან ფსიქოტროპული მედიკამენტებით, მაგრამ ბევრი სხვა წამალიც სჭირდებათ.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საკრებულოს სხდომის შესახებ, რომელსაც რამდენიმე მათგანი ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად დაესწრება 27 მაისს.

მაისში 33 სამობილიზაციო შეხვედრა ჩატარდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილას - ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში და სოფლებში: ტერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ნოსირი (სენაკის მუნიციპალიტეტი), კოკი და ხურჩა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
მობილიზატორებს არ გამორჩენიათ თვის მნიშვნელოვანი თარიღი: 17 მაისი - ოჯახის დღე. ამასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ისაუბრეს ოჯახის მნიშვნელობაზე, მის სიმტკიცეზე და ქალის როლზე ოჯახში.

შეხვედრებზე, ძირითადად, იმსჯელეს ოჯახში ძალადობისაგან ქალთა დაცვის მექანიზმების შესახებ. აღინიშნა, რომ 10 წელი გავიდა მას შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერაც არ არის მიღწეული მისი მოქმედების ეფექტურობა. სამობილიზაციო შეხვედრების შემდეგ ქალებმა მონაწილეობა მიიღეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ ღონისძიებებში და ბევრმა მათგანმა შეძლო თავისი პრობლემის მოგვარება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციების გარდა სხვა ღონისძიებებიც ტარდება.
17 მაისს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა მასტერ-კლასი კულინარიაში. 11 ქალბატონი დიდი ინტერესით გაეცნო პიცის ცხობის საიდუმლოს. ბოლოსკი ყველამ ერთად დააგემოვნა.
მათ აღნიშნეს, რომ ასეთი აქტივობები, კულინარიული ცოდნის მიღებასთან ერთად, განტვირთვის ერთგვარი საშუალებაა მათთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
