ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაციები გაიმართა ქუთაისის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მონაწილეობდა 22-დან 65 წლამდე ასაკის 34 ქალი, მათ შორის 11 დევნილი.
ქალებმა ისაუბრეს საინტერესო თემაზე - ურთიერთობების დონეები და პერიოდები, ბედნიერი ურთიერთობების პირობები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.
- ურთიერთობების აწყობა რთული პროცესია. არავინ ვართ უნაკლო, ყველას გვაქვს სისუსტეები. მაგრამ არ არის სწორი, ისარგებლო ამით და ტკივილი მიაყენო ადამიანს. თუ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, ისწავლეთ გაცემა და არა მხოლოდ მოთხოვნა და მიღება. პატიოსანი თამაშის წესები გამოიყენეთ, გაუფრთხილდით ურთიერთობებს - სწორედ ამას მოაქვს სიხარული, - გვირჩევს ფსიქოლოგი.




ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ოქტომბრის განმავლობაში გაიმართა 12 ფსიქოლოგიური ჯგუფური და 3 ინდივიდუალური კონსულტაცია. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 82 ქალმა 20-დან 65 წლამდე. პირველად მონაწილეობდა 9 ქალი. საუბრის თემა იყო - რატომაა ქალებისთვის აუცილებელი საკუთარი ღირსების განცდა.
ღირსებას რამდენიმე შემადგენელი აქვს: საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის მიღება ისეთად, როგორიც ხარ. შეხვედრები გულახდილი, საინტერესო და პრაქტიკული გამოვიდა.
ოქტომბერში ჩატარდა 12 შეხვედრა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალბატონებთან. შეხვედრებს ესწრებოდა 82 ქალბატონი.
შეხვედრებზე მოხდა ქალების ინფორმირება ძალადობის წინააღმდეგ არსებული კანონის კონკრეტული პუნქტების მიხედვით, ასევე არჩევნებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ქალი-დეპუტატების აუცილებლობაზე პარლამენტში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. გაიცა 2 ინდივიდუალური კონსულტაცია. ერთ-ერთი ბენეფიციარის 15 წლის შვილი გახდა ძალადობის მსხვერპლი ქმრისგან. კონსულტაციის შემდეგ ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ქალბატონი გადაამისამართა იურიდიულ ბიუროში, რათა ადვოკატმა დაიცვას მისი უფლებები სასამართლოში.
ქუთაისის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგიური ჯგუფური კონსულტაციები, სადაც მონაწილეობდა 23 ქალი 22-დან 65 წლამდე. ინდივიდუალური კონსულტაციები ორმა ქალმა. ამ შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემა იყო - რატომაა ქალებისთვის აუცილებელი საკუთარი ღირსების განცდა.
პასუხი ასეთია: ჯანსაღი ურთიერთობისთვის, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისათვის, რათა მიიღო და გასცე სიყვარული და არ გახდე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.
3 წყალტუბოს დევნილთა კოლექტიურ ცენტრ „მედეაში“, ხოლო 6 ოქტომბერს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები. შეხვედრებზე იმყოფებოდნენ ქალბატონები და გოგონები.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა: გენდერული მახასიათებლები ასაკობრივ ფსიქოლოგიაში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალების დახმარებას გენდერული თავისებურებების ცოდნის კუთხით, რათა ოჯახში შეიქმნას დადებითი კომუნიკაციები.
ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრებზე ისინი საჭირო და პრაქტიკულ ინფორმაციას ისმენენ, რასაც შემდგომ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ.
12 ოქტომბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები. ქალებთან ერთად კონსულტაციას საჭიროებდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. დაიგეგმა მომდევნო შეხვედრა, სადაც უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური მიდგომისა და ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდები.
სექტემბერში გაიმართა 12 შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან. შეხვედრებს ესწრებოდა 82 ქალი. მათ მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ საკითხზე: კონფლიქტის მოგვარება მედიაციის გზით. ასევე გაიცა ორი ინდივიდუალური კონსულტაცია - ერთ-ერთ მონაწილეს დეიდის გადაყვანა სურს მოხუცთა თავშესაფარში. მეორე კი ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის გადამისამართდა საიაში.
მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ უკვე დაკმაყოფილდა მოთხოვნა ერთ-ერთი ბენეფიციარისა, რომელსაც წინა თვეებში გაეწია კონსულტაცია.
სექტებერში ქუთაისის კომპაქტურ ჩასახლებებში გაიმართა 14 ჯგუფური და 3 ინდივიდუალური ფსიქოლოგიური შეხვედრა. შეხვედრებს ესწრებოდა 21-დან 67 წლამდე ასაკის 82 ქალბატონი, პირველად მონაწილეობდა 14 ადამიანი. საუბარი, ძირითადად, შეეხო თემას „ასაკობრივი ფსიქოლოგიის გენდერული თავისებურებები, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია“.
ტრადიციულად, სექტემბრის თვეშიც ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ქალებიც და მამაკაცებიც.
შეხვედრებზე დაისვა უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი - ოჯახში ძალადობა, ოჯახური კონფლიქტები და მათი გამომწვევი მიზეზები, პრობლემის მოგვარება მედიაციის გზით, განქორწინების პროცედურა.
განხილულ იქნა სხვადასხვა ქეისი. წინა შეხვედრებზე დასმული პრობლემები მოგვარდა ქუთაისსა და ხონში. სენაკში კი კონსულტაცია გაიარა ძალადობის მსხვერპლმა და იურისტის დახმარებით გამოწერილ იქნა დამცავი ორდერი.
ქუთაისში ფსიქოლოგთან შეხვედრა გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დღის ცენტრში „ვალენტინი“, დანარჩენი ორი შეხვედრა კი ჩატარდა სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
საუბრის თემა იყო - ასაკობრივი ფსიქოლოგიის გენდერული თავისებურებები, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია.
„აუცილებელია გავიგოთ და მივიღოთ კიდეც ის ფაქტი, რომ ძირითადი გენდერული განსხვავებები, რომლებიც მამაკაცსა და ქალს შორის არსებობს, რეალური და შეუცვლელია. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ამ განსხვავებულობის გამოყენება, რათა გაუმჯობესდეს თქვენი ურთიერთობები“,- აღნიშნა ფსიქოლოგმა.