ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის  ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება,  სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

 

22 აგვისტოს ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა დევნილ 10 ქალბატონთან ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში (ინვალიდთა საწარმო). დამსწრეებს მიეწოდა ინფორმაცია ქალთა უფლებებზე გენდერულ ჭრილში, ასევე გენდერულ საკითხებზე დასაქმებაში და გენდერულ თანასწორობაზე შრომის ბაზარზე. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ გასულ თვეებში გაწეული კონსულტაცია  შედეგიანი იყო და ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა მათ ეზოში დაამონტაჟა  გარე განათება.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ქუთაისის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგიური ჯგუფური კონსულტაციები - მონაწილეობდა 36 ქალი 25-დან 67 წლამდე. შეხვედრების მთავარი სასაუბრო თემა იყო  მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური კრიზისების მოგვარება, როგორც ძალადობის პრევენციის გზა.

ოჯახები, სადაც შვილებს პატივს სცემენ, უფრო კომფორტულად ცხოვრობენ. ოჯახი ვალდებულია, ჩამოაყალიბოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი პიროვნება. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ  ის ადამიანები, რომელთათვისაც მშობლები ზედმეტი ტვირთია, თვითონვე იქცევიან ხოლმე თავიანთი შვილებისთვის თავის ტკივილად. ხოლო ის, ვინც მშობლებს პატივისცემითა და სიყვარულით ექცევა, სიბერეში ბედნიერად ცხოვრობს, საყვარელი შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

ქუთაისის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა გასვლითი ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ქალებთან. საუბრის ძირითადი თემა იყო კრიზისული პერიოდები ოჯახის განვითარებაში ვირჯინია სატირის მიხედვით, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია. მეუღლეთა შორის კონფლიქტი, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ესმით ცოლ-ქმარს ერთმანეთის, რამდენად შეუძლიათ პატიება და დათმობა, ანუ კომპრომისზე წასვლა - ამ და სხვა საკითხებზე საუბრობდნენ შეხვედრებზე, რომლებსაც მონაწილეები მნიშვნელოვნად და სასარგებლოდ მიიჩნევენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
1 ივლისს წყალტუბოს კოლექტიურ ცენტრ „მედეაში“ ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ მხოლოდ დევნილი ქალბატონები. თემა შერჩეული იყომათი ინიციატივით  - ბავშვთა მიმართ ძალადობა და მისი ნეგატიური შედეგები ბავშვთა ქცევასა და ფსიქო-ემოციურ სფეროზე.

8 და 13 ივლისს  ხონისა  და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა კონსულტაციები. დამსწრეთა შორის იყვნენ ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალბატონები, დევნილებიც და ადგილობრივი მცხოვრებნიც. კონსულტაციის თემა იყო - ოჯახში ძალადობის ნეგატიური გავლენა მცირეწლოვან ბავშვებსა და მოზარდებზე ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის.

ქალბატონები დიდი ინტერესით უსმენდნენ ფსიქოლოგს, მოყავდათ მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან. შეხვედრების დასასრულს მონაწილეებმა მადლიერება გამოთქვეს კონსულტაციისათვის და აღნიშნეს, რომ განხილული თემა და მიღებული რეკომენდაციები მათთვის აუცილებელი და სასარგებლო იყო.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
Brotfür die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ იურისტმა გამართა შეხვედრა ქუთაისის მუსიკალური სკოლის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილ ქალებთან. მათ ბინები  კერძო საკუთრებაში დაუკანონდათ, მაგრამ აქვთ წყალგაყვანილობის, ავტოფარეხის და სხვა პრობლემები.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაცია, შექმნან ამხანაგობა, კოლექტიური განცხადებით მიმართონ ქუთაისის მერიას და მოითხოვონ დახმარება პრობლემების გადაჭრაში. საკითხზე მონიტორინგი გაგრძელდება მომავალში.

შეხვედრაზე ასევე გაიცა ერთი ინდივიდუალური კონსულტაცია.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

  

ქუთაისში, დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრებში ივნისის განმავლობაში ჩატარდა 12 ფსიქოლოგიური შეხვედრა და 2 ინდივიდუალური კონსულტაცია. შეხვედრებს ესწრებოდა 78 ქალი 19-დან 68 წლამდე, მათგან 11 პირველად იმყოფებოდა.

საუბრების ძირითადი თემები იყო - ჰარმონიული ურთიერთობები ბავშვებთან და მათი განვითარება გენდერულ ასპექტში.

რჩევები და თეორია, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება - შეხვედრებზე სწორედ ამ „საიდუმლოებებზე“ იმსჯელეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ივნისში ჩატარდა 12 შეხვედრა ფონდი „სოხუმის“ იურისტთან ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონზე და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა“ შესახებ კანონზე.

გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სპეციალური განცხადების მოსამზადებლად და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მისაღებად.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ კონსულტაციებზე დამსწრეთა შორის იყვნენ დევნილი და ადგილობრივი, ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალბატონები.

გეგმის მიხედვით, შეხვედრის თემა იყო „პასუხისმგებლობა - ქცევის კონტროლის მექანიზმები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის“, ხოლო  კონსულტაციის მიზანი -ქალთა ინფორმირებულობა და პასუხისმგებლობის უნარების გამომუშავება.

კონსულტაციებმა ბენეფიციართა აქტიური ჩართულობით ჩაიარა. მათ გამოხატეს კეთილგანწყობა ორგანიზაციის უფასო ფსიქოლოგიური სერვისის მიმართ და აღნიშნეს, რომ ამ სახის შეხვედრები ერთადერთი  საშუალებაა მათი ინფორმირებულობისა და რეაბილიტაციისთვის.                                                                                                                                          

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა უფასო იურიდიული კონსულტაციები. ფოთში, სენაკსა და წყალტუბოში, ძირითადად, განიხილეს სოციალურად დაუცველთა უფლებები, სესხის ხელშეკრულება და მრავალშვილიან დედათა პროგრამები.

ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში საუბარი შეეხო ქორწინებას და მხარეთა უფლება-მოვალეობებს.  ქუთაისსა და ხონში იურიდიული საინფორმაციო შეხვედრების თემა  იყო გამოხატვის და მედიის თავისუფლება. ბენეფიციარებს მიეწოდათ ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების არსზე და დაცვის გარანტიებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

13 ივნისს იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, ბაგა-ბაღის კოლექტიურ ცენტრში. ესწრებოდნენ ადგილობრივი და დევნილი ქალები. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვთა უფლებებზე და მათი დაცვის სამართლებრივ გზებზე, გაეროს კონვენციაზე ბავშვთა უფლებების შესახებ.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები