ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
4 მაისს- ქუთაისის ქალთამხარდაჭერისცენტრში,6 მაისს - სენაკისქალთამხარდაჭერისცენტრში, ხოლო 11 მაისს - ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)ქალთამხარდაჭერისცენტრში გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაცია, რომელთაც ესწრებოდა 40 ქალი 25-დან 67წლამდე.
შეხვედრების ძირითადი თემა იყო ოჯახური ურთიერთობების მოდელი, შიდაოჯახური კომუნიკაციის ჩამოყალიბება - პირველ რიგში, ურთიერთობების დამყარება მეუღლეებს შორის. თემა საინტერესო აღმოჩნდა დამსწრეთათვის. მათ უამრავი მაგალითი მოიყვანეს და მიიღეს სასარგებლო რჩევები.
11 მაისს ჩატარდა შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან კოლექტიურ ცენტრ „სათაფლიაში“.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კანონზე ოჯახში ძალადობის შესახებ და დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე. ასევე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაცია ქონებრივ დავაზე და მის სამართლებრივ რეგულაციებზე. აღნიშნული ქეისის ადრესატი ადვოკატირებისთვის გადამისამართდა საქართველოს იურისტთა ასოციაციაში.
12 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა ჩატარდა 88 ქალბატონის მონაწილეობით ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.
დამსწრეებმა მიიღეს სასარგებლო ინფორმაციები და რჩევები ფსიქოლოგიური პრესინგის პრობლემის და საოჯახო ურთიერთოებებში კრიზისის თაობაზე. ქალების თხოვნით გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა თემაზე.
იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის მცხოვრებლებთან. ვიზიტი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ სოფელში კვლავ გაგრძელდა ქვა-ღორღის მოპოვებითი სამუშაოები მდინარე ბჟუჟიდან. მოსახლეობას ორი მოთხოვნა აქვს: მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნება და სამუშაოების შეწყვეტა.
მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა აქცია, რომელზეც მოვიდნენ გუბერნატორის მოადგილე, სოფელ შემოქმედის მაჟორიტარი დეპუტატი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ შემოქმედში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გადაჭრიან მოსახლეობის მიერ დასმულ პირველ პრობლემას. რაც შეეხება მეორე პრობლემას, ამ ეტაპზე სამუშაოების შეწყვეტის პირობას ვერ იძლევიან.
აპრილის თვის იურიდიული კონსულტაციები ქუთაისის, ხონის, ფოთის, სენაკის, წყალტუბოს და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მიეძღვნა სხვადასხვა თემას: ოჯახური კონფლიქტები, დევნილთა უფლებები, განსახლების ეტაპები, ნასყიდობის ხელშეკრულება...
ბენეფიციარებმა თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენეს იურიდიული კონსულტაციები, რომლებიც შეეხებოდა ალიმენტის დანიშვნის პროცედურებს, განქორწინების ეტაპებს, მრავალშვილიანი დედის სტატუსის მინიჭებას და სხვ.
მონაწილეთათვის სასარგებლო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში კოლექტიურ ცენტრ „მთის ბროლში“ მცხოვრებ დევნილებთან.
იურისტმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ კანონისა და ოჯახში ქალთა უფლებების შესახებ. შეხვედრაზე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაცია მონაწილეთათვის საინტერესო კონკრეტულ საკითხებზე.
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ფსიქოლოგიური მუშაობა ინკლუზიურ ბენეფიციარებთან წარიმართა არტ-თერაპიითა და ასოციაციური ბარათებით.
სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში კი გაიმართა ჯგუფური შეხვედრები და კონსულტაციები. შეხვედრების ძირითადი თემა იყო იმის გარკვევა, როგორ შევიცნოთ ფსიქოლოგიური პრესინგი და ძალადობა და არ გავხდეთ მსხვერპლი. ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია გამუდმებული კრიტიკა. როცა პარტნიორი მუდმივად აკრიტიკებს თქვენს გარეგნობას, ქცევებს, მანერებს, ხასიათს, ამის მიღმა რეალური კონფლიქტი იმალება. ჩუმი ძალადობა, ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე, არ აძლევს მსხვერპლს იმის შეგრძნებას, რომ რაღაც უნდა შეცვალოს... - სწორედ ამაზი იყო საუბარი შეხვედრებზე.
1, 4 და 5 აპრილს ხონის, წყალტუბოსა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია.
ხონსა და ფოთში კონსულტაციები წინასწარ დაგეგმილი თემით წარიმართა: გენდერული როლების ათვისება ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის. ბენეფიციარმა ქალებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს გენდერულ როლებს, რა ასაკიდან ხდება მათი ჩამოყალიბება და რა უნდა შევცვალოთ იმისთვის, რომ ოჯახში დავაბალანსოთ გენდერული როლები.
წყალტუბოში აგრეთვე გაიმართა 2 ინდივიდუალური შეხვედრა-კონსულტაცია სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით.
სტატისტიკა ასეთია: 12 შეხვედრა იურისტთან ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობასთან, ინფორმაციის მიწოდება ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მექანიზმებთან დაკავშირებით. ამას გარდა - კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ქუთაისის თავშესაფრის იურისტის მეშვეობით ფონდი „სოხუმის“ იურისტს მომართა ბენეფიციარმა, რათა მას მიენიჭოს მსხვერპლის სტატუსი და მიეცეს თავშესაფარში დარჩენის და სარეაბილიტაციო კურსის დასრულების უფლება. მან წარმოადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც გაიგზავნა თბილისში, მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელ კომისიაში. კომისიის გადაწყვეტილებით, ბენეფიციარს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი და დარჩა თავშესაფარში.
ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში თვის განმავლობაში გაიმართა 12 ჯგუფური შეხვედრა ქალთა სოლიდარობისა და მეგობრობის თემაზე. სულ ესწრებოდა 85 ქალი 18-დან 66 წლამდე. მსურველებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციები ღალატის, ერთობლივი ცხოვრების, დაბალი თვითშეფასების და მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტის თაობაზე.