ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის  ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება,  სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

  
ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩატარდა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები  ქუთაისის დევნილთა 6 კოლექტიურ ცენტრში. მონაწილეთა რაოდენობა 43 იყო, მათგან 5 პირველად დაესწრო შეხვედრას.
ფსიქოლოგმა ქალებთან ერთად იმუშავა ოჯახური კრიზისების თემაზე. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს შეხვედრები ეხმარება მათ, მიიღონ საჭირო ცოდნა საიმისოდ, რომ ოჯახებში მშვიდობიანად იცხოვრონ.
ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა: - ჩვენს ცენტრში კარგი მითქმა-მოთქმაა, რომ ქალები ურთიერთობის სასარგებლო ჩვევებს სწავლობენ. იქნებ ჩვენს მამაკაცებზეც იფიქროს ვინმემ?
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
 
გაიმართა ფსიქოლოგის ჯგუფური შეხვედრები ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებს ესწრებოდა 17-დან 65 წლამდე ასაკის 36 ქალი.
საუბრის ძირითადი თემა იყო ოჯახური კრიზისები და მათი დაძლევის გზები. მონაწილეებს დაურიგდათ სამახსოვრო მასალა - როგორ გავარკვიოთ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ვიმყოფებით, კრიზისის 8 სიმპტომი, რეკომენდაციები - როგორ მოვიქცეთ კრიზისის დროს.
ჯგუფური შეხვედრების შემდეგ ჩატარდა ინდივიდუალური თერაპიის 2 სეანსი ოჯახურ ურთიერთობებში არსებულ კრიზისულ პრობლემებზე.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
 
წყალტუბოს, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 4, 7 და 12 ოქტომბერს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები.
შეკრებილებმა იმსჯელეს თემაზე: თვითშეფასება და საკუთარი ქცევის განსაზღვრება ძალადობის პრევენციისათვის.
თუ ადამიანის თვითშეფასება დაქვეითებულია - ეს სერიოზული დაბრკოლებაა თვითრეალიზების, მიზნების მიღწევის, სრულფასოვანი ცხოვრების გზაზე. ამ შეხვედრების მიზანია, დავეხმაროთ ქალებს თვითშეფასების ამაღლებაში.
გარდა ამ თემისა, ქალების ინიციატივით, საუბარი შეეხო ნერვული აშლილობის ფორმებს, მათი მკურნალობის მეთოდებს და სხვა აქტუალურ პრობლემებს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
25-დან 65 წლამდე ასაკის 19 ქალბატონი დაესწრო შეხვედრებს ფსიქოლოგთან სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში თემაზე - როგორ გავუმკლავდეთ აგრესიულ სტრესს.
სტრესის გაზომვის კუთხით ჩატარებულმა მუშაობამ აჩვენა, რამდენად მაღალია სტრესის აღქმა ქალების მხრიდან.
აღინიშნა, რომ რაც უფრო მეტი სტრესული სიტუაცია მოდის ჩვენს წილზე დროის უმოკლეს პერიოდში, მით მეტი ენერგიის დახარჯვა გვიწევს და მით უფრო ადვილად შეიძლება შეგვეყაროს ნებისმიერი დაავადება.
შეხვედრებზე გაკეთდა   რელაქსაციისა და აუტოტრენინგის სავარჯიშოები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
  
ჩატარდა იურისტის საინფორმაციო შეხვედრა სენაკში, სანატორიუმ „კოლხიდას“ კოლექტიურ ცენტრში. დევნილები აღნიშნულ შენობაში აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში: არის ანტისანტარია, შენობა სიცოცხლისთვის საშიშია. მათი უმთავრესი პრობლემა  განსახლებაა, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო აქტუალურია სასმელი წყლის პრობლემა - გაფუჭებულია მილები.
ფონდი „სოხუმის“ იურისტი დაუკავშირდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათი დაპირებით, პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
     
3, 4 და 11 სექტემბერს ჩატარდა ფსიქოლოგის ჯგუფური შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა შეადგენდა 24-ს.
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მონაწილეებმა იმუშავეს თემებზე: პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია.
თემა ფსიქოლოგიური კუთხით გაანალიზდა: რთულ პრობლემათა გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპების მექანიზმში ქალთა ინფორმირებულობა და უნარ- ჩვევების გამომუშავება მნიშვნელოვანი პროცესია მათი უფლებების დაცვის კუთხით. ადამიანები იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიას პრობლემის გადასაჭრელად. ყველაზე მარტივია ცდისა და შეცდომის მეთოდი, როდესაც ადამიანი გამოცდის პრობლემის გადასაჭრელ მრავალგზას, სანამ სწორს არ მიაგნებს.
ამ მექანიზმების გაცნობა დაეხმარება ბევრ მათგანს, არ გაექცეს პასუხისმგებლობას და დამოუკიდებლად შეძლოს პრობლემის მოგვარება.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა შეხვედრა იურისტთან და ფსიქოლოგთან. შეხვედრას ესწრებოდა 10  ქალი, მათ შორის 5 დევნილი.  ფსიქოლოგის თემას წარმოადგენდა აგრესიული სტრესი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ  თემა იყო ძალიან სასარგებლო და საინტერესო. იმიტომ რომ არსებობს ბევრი სტრესოგენული ფაქტორი. ეს დაადასტურა ინდივიდუალურმა მუშაობამ სოციალური ადაპტაციის შკალასთან, რომელშიც ყველას ჰქონდა მაღალი ციფრები, რადგან სტრესოგენულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ქალები გაეცნენ მედიტირების საფუძვლებს.
იურისტმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ ენიჭება ძალადობის მსხვერპლს სტატუსი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის თანახმად. მათ მიიღეს ინფორმაცია მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის შესახებ. ასევე გაიცა იურიდიული კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
5 სექტემბერს ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ იურისტის საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში 10 დევნილი ქალის მონაწილეობით. მათ მთავარ პრობლემას წარმოადგენს განსახლება. განხილული იყო საერთო საკითხები, მათ შორის: დევნილთა განსახლების კრიტერიუმები, ინვალიდობის პენსიის  მოთხოვნის გზები და საშუალებები, დევნილ ბავშვზე მშობლების საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში დევნილის სტატუსის და  შემწეობის დანიშვნა, დევნილის შემწეობის შეჩერება. მონაწილეებმა მიიღეს კომპეტენტური პასუხი მათთვის საინტერესო საკითხებზე.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
3 სექტემბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრის მონაწილე 8 ქალმა მოისმინა საუბარი თემაზე - საჯარო  ინფორმაციის მიღების და გამოთხოვის  თავისებურებანი. ინფორმაციები, რომლებზეც წვდომა და მოთხოვნის უფლება გვაქვს. 
გაიცა კონსულტაცია მცირეწლოვანი ბავშვის ინვალიდობის პენსიის დანიშვნის და მისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.  
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
 
იურისტის საინფორმაციო ვიზიტი შედგა ქ. ოზურგეთის სახოკიას ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების ოჯახში. მოსახლეობამ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული სახის პრობლემები მათთან არ არის.
შეხვედრაზე გაიცა სამართლებრივი კონსულტაციები: სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სოციალური და შრომითი სამართლიდან.
უკვე გადაჭრილია იურისტის მიერ წამოჭრილი პრობლემა, რომლის თაობაზეც განცხადებით ქალაქის მერიას რამდენიმე თვის წინ მიემართა - წუწუნავას ქუჩაზე მოეწყო გარე განათება, შეკეთდა გზა და გაკეთდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები