ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის  ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება,  სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მთავარ თემას წარმოადგენდა სამეზობლო ურთიერთობები და მათი სამართლებრივი რეგულაციები. საუბარი იყო სამეზობლო ურთიერთპატივისცემის, ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებებზე. აღმოჩნდა, რომ  შეხვედრის მონაწილეების თითქმის უმეტესობას აწუხებს სამეზობლო ურთიერთობის პრობლემები. ასევე გაიცა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აპრილში ქუთაისის დევნილთა 6 კოლექტიურ ცენტრში ჩატარდა 6 საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა, სადაც მონაწილეობდა 49 ქალი 20-დან 68 წლამდე.  გაიმართა ოჯახური თერაპიის 4 სეანსი, იყო 3 ზარი ცხელი ხაზის ტელეფონზე.
ჯგუფურ შეხვედრებზე გაგრძელდა წინა თვეს დაწყებული თემა - ქალური შიშები, განგაში, ფობიები, პანიკა. კვლევები ადასტურებს, რომ ქალებს უფრო აქვთ შიშები და ფობიები, ვიდრე მამაკაცებს. მაგრამ შიშთან ბრძოლა არ არის საჭირო. შიში მტერი არ არის. ის სიგნალიზაციაა, რომელიც გაფრთხილებთ. თუ შეისწავლით და გაიგებთ შიშს, ის შეიძლება საჭირო და მნიშვნელოვან მოკავშირედ იქცეს განვითარების გზაზე.
შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს სარეკომენდაციო ფურცლები.
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აპრილში ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჩაატარა 8 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. საუბრის თემები, მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა იყო: კანონი დევნილთა შესახებ, ადამიანი და მისი ძირეული უფლებები, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უფლება და ა. შ.
გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე: დევნილის შემწეობის აღდგენა, ჩვილი ბავშვისთვის დევნილობის შემწეობის დანიშვნის პროცედურები, სოციალურად დაუცველთა შეფასების კრიტერიუმები, ბინით დაკმაყოფილებულ დევნილთა უფლებები და ვალდებულებები.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტი შეხვდა დაბა ნასაკირალში მცხოვრებ რეპატრიანტ მესხებს. ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან მოსახლეობამ მხოლოდ გზის 100-მეტრიანი მონაკვეთის დაგრეიდერება-მოხრეშვაზე გაამახვილა ყურადღება.
გარდა საერთო საზოგადოებრივი პრობლემებისა, მათ გააჩნიათ პირადი სპეციფიკური პრობლემები. იურისტმა უპასუხა შეკრებილთა შეკითხვებს. მათ გაეწიათ ასევე კონსულტაცია რეპრესირებული პირის კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით.
 
 
 
                                                                                                                                                     
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ იურისტის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ქუთაისში,  უკრაინულ სამზარეულო „ხუტოროკში“. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მუშაობის და ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შესახებ. ჰქონდათ სხვადასხვა სახის იურიდიული კითხვები, რომლებზეც გაიცა კონსულტაციები. ასევე წამოიჭრა წყლის, კანალიზაციის და შიდა გზების პრობლემა. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სენაკში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 13 მოქალაქე. მათ მიეწოდა ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და პროგრამებზე...
„ეგრისში“ ცხოვრობს 33 ოჯახი. გამოირკვა, რომ მათი მთავარი პრობლემებია გაზიფიცირება და საცხოვრებელი ფართების დაკანონება. მათი მოგვარების მიზნით გადაწყდა ერთობლივი განცხადების მომზადება. გაიცა აგრეთვე ინდივიდუალური კონსულტაციები.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით 
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ჩაატარა კონსულტაციები   ქუთაისის, სენაკის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. სულ ესწრებოდა 42 ქალი.
შეკრებილებმა ისაუბრეს შიშების თემაზე - წარსულის შიშებიდან, განგაშიდან ფობიამდე და როგორ უნდა დავიცვათ მათგან თავი. როგორ გავიგოთ, შიშია, ფორიაქი თუ ფობია. დისკუსიის დროს ქალებმა ისაუბრეს ბავშვობაში გადატანილ და ასევე ყოველდღიურ შიშებზე. ბოლოს გააკეთეს სუნთქვითი ვარჯიშები და დარიგდა რეკომენდაციები.
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა თათა კალანდაძემ 2, 8 და 14 აპრილს ჩაატარა კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთის და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.  მონაწილეთა რაოდენობა იყო 30, შეხვედრების თემა კი - თვითკონტროლი.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თვითკონტროლის ფენომენსა და თვითრეგულაციაზე,  გამომუუშავდათ უნარ-ჩვევები, რათა განსაზღვრონ ადეკვატური ქცევა პრობლემათა და კონფლიქტთა პრევენციისათვის.
ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, თემა  ერთნაირად საინტერესო და საჭირო აღმოჩნდა ყველასთვის. მონაწილეებმა გამოხატეს თავიანთი აზრი, დასვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
  
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
1

მარტის თვეში წყალტუბოს, სენაკის, ხურჩის და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა იურიდიული კონსულტაციები.
შეხვედრების თემა იყო - ქალთა უფლებები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებები, აგრეთვე სხვადასხვა თემა მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით.
მონაწილეებს განემარტა ძალადობის დამახასიათებელი ნიშნები, მისი გამოვლენის ხერხები და საშუალებები და მისგან დაცვის პროცედურები, რაც კანონითაა გათვალიწინებული.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
1ქალაქ ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 6 საინფორმაციო-საკონსულტაციო ფსიქოლოგიური შეხვედრა, რომელთაც ესწრებოდა 47 ქალი 20-დან 65 წლამდე, მათ შორის 9 - პირველად.
შეხვედრების ძირითადი თემა - ქალური შიშები. ყველაზე გავრცელებული შიშები, რომლებიც გამოვლინდა გონებრივი იერიშის შედეგად: უფულოდ დარჩენის შიში, სამუშაოს დაკარგვის შიში, შიში მომავლის წინაშე, მარტოობისა თუ სიბერის შიში, ჯანმრთელობის შიში, შიში შვილების გამო, საზოგადოებრივი აზრის შიში - რას იტყვის ხალხი?
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები.
ამას გარდა ჩატარდა 7 ინდივიდუალური კონსულტაცია სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით.
თვის განმავლობაში იყო 5 ზარი „ცხელი ხაზის“ ტელეფონზე.
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები