ქალთა მხარდაჭერის ცენტრები (533)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – ეს არის  ფონდი „სოხუმის“ ფილიალები ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, თერჯოლაში, სენაკში, ფოთში, ხურჩა/კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთში, ოზურგეთში - შეიქმნა 2009 წლიდან. ცენტრების დანიშნულებაა ქალთა გაძლიერება,  სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარების გაწევა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და კრიზისული ოჯახებისათვის, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ხელს უწყობს ქალთა უფლებების დაცვას და მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

 
სასიამოვნო სიახლით დახვდნენ ფონდი „სოხუმის“ იურისტს ქუთაისის ყოფილ მე-5 საჯარო სკოლაში განთავსებული დევნილები.
5 აგვისტოს ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე მათ აღნიშნეს, რომ წინა შეხვედრის შემდეგ დაწერეს კოლექტიური განცხადება გზის საფარის დაგებასთან დაკავშირებით - ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით. მოსახლეობას უკვე აცნობეს, რომ ისინი ისარგებლებენ ამ პროგრამით. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სექტემბრიდან დაიწყებენ ფასადისა და საბავშვო ატრაქციონების საკითხის ადვოკატირებას.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
 
4 აგვისტოს სოფელ კოკში გაიმართა საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფური შეხვედრა. ესწრებოდა 11 ქალი. ძალადობის მსხვერპლ ახალგაზრდა ქალბატონს კი ჩაუტარდა ინდივიდუალური კონსულტაცია -  მთელი ოჯახი მადლიერი დარჩა მორალური და ფსიქოლოგიურ-იურიდიული მხარდაჭერისთვის.
5 აგვისტოს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეიკრიბნენ ქალები ფსიქოლოგიურ შეხვედრაზე და ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში, როგორ გათავისუფლდნენ ნეგატიური ემოციისგან.
შეხვედრის შემდეგ გაკეთდა დასკვნა: ადამიანები, რომლებიც ვერ ელევიან წარსულის ემოციებს, წარსულში ცხოვრობენ. იმისათვის, რომ ჩვენი განწყობა და თვისებები შევცვალოთ, უნდა გავარკვიოთ, როგორი ემოციები „ინახება“ ჩვენში, შევიგრძნოთ და გავუშვათ...
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
3 აგვისტოს ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა, იურისტმა და ფსიქოლოგმა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს საჯარო ბიბლიოთეკაში. შეხვედრას ესწრებოდა ბიბლიოთეკის 20-ზე მეტი თანამშრომელი.
იურისტმა ისაუბრა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე. გაიცა კონსულტაცია დასაქმებულთა უფლებებსა და მოვალეობებზე, შრომითი ურთიერთობის სუბიექტებზე, პრობლემის მოგვარების გზებსა და ეტაპებზე, თუ როგორ უნდა დაიწყონ თავიანთი პრობლემის ადვოკატირება, ვის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და ვისგან შეუძლიათ მოითხოვონ სრული ინფორმაციის მიღება.
ფსიქოლოგმა ისაუბრა ქალთა სოლიდარობაზე, საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზებსა და შედეგებზე. გაიცა საერთო სახის ფსიქოლოგიური რეკომენდაციები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
28 ივლისს  სენაკში, რუსთაველის #229-ში გაიმართა იურისტის საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი მოქალაქეები. მათ მიეწოდათ ინფორმაცია დევნილთა კანონისა და დევნილთა მინისტრის #320 ბრძანების შესახებ, რომელიც ეხება დევნილთა გრძელვადიანი განსახლების  კრიტერიუმებსა და პროცედურებს. 
დევნილი ოჯახები აღნიშნულ მისამართზე წლებია ცხოვრობენ ქირით, არიან სოციალურად დაუცველები და აქვთ გაუსაძლისი პირობები, უჭირთ ან ვერ იხდიან ქირის თანხას. მომზადდა განცხადება დევნილთა და განსახლების  მინისტრის სახელზე თხოვნით, რათა უახლოეს მომავალში მოხდეს ამ ოჯახების ბინით დაკმაყოფილება. ასევე გაიცა კონსულტაცია სხვადასხვა საკითხზე. 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით 
 
 
იურისტის მიერ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქ. ოზურგეთის ქიქოძის ქუჩის მცხოვრებლებთან. მოსახლეობისთვის ძირითადია წყლის პრობლემა.  გარკვეულ იქნა, რომ პრობლემა მალე  გადაიჭრება, რადგან მილები უკვე ჩაყარეს და ახლო მომავალში  მოხდება წყლის მიწოდება.
შეხვედრაზე ასევე გაიცა სამართლებრივი კონსულტაციები სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სოციალური და შრომითი სამართლის საკითხებზე. 
აღსანიშნავია, რომ იურისტი აქტიური ჩართვით უკვე გადაიჭრა შეხვედრებზე დასმული რამდენიმე პრობლემა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მესხების დასახლებაში მოიხრეშა მისასვლელი გზა, ხოლო 26 მაისის ქუჩის შესახვევში გაკეთდა გარე განათება. 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით 
 
 
 
7 საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფური შეხვედრა მოეწყო ქუთაისში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში. შეხვედრებს ესწრებოდა 53 ქალი 17-დან 67 წლამდე. გაიმართა ინდივიდუალური თერაპიის 3 სეანსი.
საუბრის ძირითადი თემა - „ემოციების მორევი ოჯახში“.  ოჯახური ბედნიერება ქალის სიბრძნეზეა დამოკიდებული და მისი ნიჭზე, მოაგვაროს კონფლიქტები. კვლევის თანახმად, წყვილები, რომლებშიც ცოლები მალე მშვიდდებიან კონფლიქტის დროს, უფრო ბედნიერები არიან როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში.
ამგვარი რჩევები მიიღეს ფსიქოლოგიური შეხვედრების მონაწილეებმა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
 
 
ქუთაისში დევნილთა საერთო საცხოვრებლებში ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. ესწრებოდა 53 სხვადასხვა ასაკის მოქალაქე. იურისტის სასაუბრო თემას, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა კანონი დევნილთა შესახებ, ადამიანი და მისი ძირეული უფლებები, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უფლება, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის მექანიზმები და ა. შ.
გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები: სოციალური შემწეობის აღდგენის შესახებ; ჩვილი ბავშვისთვის დევნილობის შემწეობის დანიშვნის პროცედურები;  სამინისტროსგან ერთხელ ბინით დაკმაყოფილებულთა უფლებების და ვალდებულებების შესახებ; სოციალურად დაუცველთა შეფასების კრიტერიუმები. 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
  
ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იურისტებმა სხვადასხვა თემაზე ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები. ქუთაისში მთავარი თემა იყო საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის შესახებ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული შშმ პირთა პროგრამები და პრიორიტეტები.
ქორწინება და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს სენაკში. წყალტუბოში ადმინისტრაციულ კოდექსზე ისაუბრეს. მიწით სარგებლობის სამართლებრივ საკითხებს შეეხნენ ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთში ქალები დაინტერესდნენ ანდერძის პირობებით, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კი იურისტის საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა ქალტა მიმართ ძალადობის თემას.
ასევე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები (მაგ. მარტოხელა მშობლის სტატუსის მისანიჭებელად თუ განქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტები  და პროცედურები).
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
   
სენაკის, ქუთაისის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგის კონსულტაციებს ესწრებოდა 31 ქალბატონი.
„ემოციების მორევი ოჯახში“ - ასეთი იყო შეხვედრების თემა. ემოციური და შთამბეჭდავი თემა. ცენტრები მართლაც ჩაითრია ემოციების მორევმა!
სინამდვილეში ცხოვრებისეული „ემოციების მორევი“ უფრო რთულია, ვიდრე წყლისა...
რა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთს ცუდი განწყობის ვირუსი არ გადავდოთ? როგორ გავიგოთ, რომ დროა, გავაჩეროთ უსარგებლო მორევი, ნეგატიურ ემოციებს ავუკრძალოთ, იტრიალონ ჩვენს ცხოვრებაში.
-აავსეთ თქვენი ცხოვრება დადებითი შთაბეჭდილებებით, მეტი გაიღიმეთ, შეიყვარეთ თქვენი თავი. დაე, ცხოვრებაში მხოლოდ პოზიტიურმა ემოციებმა ჩაგითრიონ მორევში, - ასეთი იყო ქალებისკენ მიმართული მესიჯი.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 
 
3, 6 და 10 ივლისს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები.
წყალტუბოს და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შეხვედრის თემა იყო მოტივაცია და ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი, ხოლო მესამე შეხვედრაზე ხონის საკრებულოში - ოჯახში ძალადობა, ძალადობის პრევენცია, ინტერვენცია, ძალადობის ნეგატიური შედეგები ბავშვებზე.
თემით და მსგავსი ტიპის შეხვედრებით დაინტერესება გამოიწვია ხონის საკრებულოში ჩატარებულმა ღონისძიებამ. შეხვედრის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ მსჯელობაში და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. მაღალი იყო ქალთა აქტივობა წყალტუბოსა და ფოთში ჩატარებულო შეხვედრისა და დისკუსიის განმავლობაში, რადგანაც აქტუალური და საინტერესო თემა განიხილებოდა.
                               
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები