ამჯერად, სტუმრები ხონის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და USAID-ის სააგენტოს შემფასებელი ბატონი გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ფონდი სოხუმის მიერ ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის სისტემატიზირებულ მონაცემთა ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მინაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.
აღნიშნული კვლევა ხონის მუნიციპალიტეტში 2022 წლის დეკემბერსა და იანვარში ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
იმისთვის, რომ დაეხმარო, პირველ რიგში უნდა იპოვო ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანაგრძნობა, მხარდაჭერა, გაძლიერება.
იმისთვის, რომ გააძლიერო, უნდა იცოდე, რა უფრო სჭირდება!
შესთავაზო ის, რაც ყველაზე მეტად გააძლიერებს, ფეხზე დააყენებს.
იმისთვის, რომ მხარდაჭერას ჰქონდეს მეტი ეფექტი, უნდა გყავდეს მოკავშირეები.
ეს არის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობის მოკლე კონცეფცია. ათივე მუნიციპალიტეტში (სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ქობულეთი, ჩოხატაური) ქალთა ფონდი „სოხუმის“ მობილიზატორები სწორედ ამ სტრატეგიით მოქმედებენ.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლის „აღმოჩენა“ დღემდე გამოწვევად რჩება. ისინი ყველგან არიან, ჩვენს გვერდით, ჩვენს თვალწინ, მაგრამ მათი დანახვა მაინც ძნელია. რადგან ჩუმად არიან, არავის ენდობიან.
ბევრია სამუშაო ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების კუთხით, რადგან საზოგადოებაში პრობლემის მასშტაბებს ჯერაც არ აღიარებენ. ყველა ინფორმაცია, რომელიც ეხება ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას, მნიშვნელოვანია - ამ მოსაზრებას იზიარებენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატრები, რომლებიც ყოველთვიურად სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ქალებს ხვდებიან.
ინფორმაციები სწრაფად ვრცელდება და ადრესატამდე დროულად აღწევს. იდენტიფიცირებული შემთხვევები ფიქსირდება წალენჯიხის, სამტრედიის, ვანის, ტყიბულის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. რეაგირების პროცესი ქეისების შესაბამისად გრძელდება, სანამ მსხვერპლი ყველა არსებულ სერვისს არ მიიღებს. შედეგები უკვე სახეზეა, ბენეფიციარების ნაწილმა უკვე გაიარა ფსიქოლოგის კურსი, ნაწილმა კი იურისტის კონსულტაცია მიიღო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში - ამ თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგი სოფელ დიდინეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
სამართლებრივი აქტები, თვითმმართველობის ფინანსური უზრუნველყოფის პრინციპები ევროპული ქარტიის მიხედვით, თვითმმართველი ერთეული და მისი უფლებამოსილებები ამ და მრავალ სხვა საკითხს შეეხო იურისტი თამარ ფაჩულია.
ტრენინგზე მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია და მონაწილეებს საკუთარი აზრისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცათ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
- დავფიქრდი კითხვაზე: „რითი ვარ გამორჩეული და რა გამიკეთებია განსაკუთრებული ჩემი ოჯახისთვის, ადამიანთა ჯგუფისთვის?“
- ძალიან მენიშნა თვისება, რომელიც ყველა ლიდერმა უნდა გამოიყენოს, მაგრამ არ იყენებს: „თანამშრომლების შექება, მათი დამსახურების დანახვა, დაფასება და აღიარება“.
- მომეწონა და დამაფიქრა ლიდერის სასურველმა და არასასურველმა თვისებებმა.
- საინტერესო იყო სავარჯიშო თვითპრეზენტაციის ეტაპების გამოყენებით. არასდროს მიფიქრია, ასეთი თანმიმდევრობა თუ იყო საჭირო.
- ვიდეორგოლების საშუალებით დავინახე წარმატებული და წარუმატებელი საჯარო გამოსვლის ნიმუშები.
- აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ცხოვრებაში.
როგორც დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტში (ხონი, წყალტუბო, სენაკი, ზუგდიდი) ქუთაისის მუნიციპალიტეტშიც აქტიურად იმუშავა დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა. ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს ონლაინ ანკეტირება. შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან და მოხდა შევსებული კითხვარების განხილვა. კვლევის შედეგად გამოვლინდება დევნილი ქალებისა და გოგონების საჭიროებები. შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფი მათ ადვოკატირებაზე იმუშავებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
მეორე რაუნდი დაიწყო!..
ახალგაზრდების უნარების განვითარება ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა!
სწორედ ამ მიზანს ემსახურება მცირე საგრანტო პროექტების დაფინანსების კომპონენტიც.
როგორ ვაქციოთ იდეები და ინიციატივები რეალობად, როგორ დავგეგმოთ საპროექტო აქტივობები - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი წყალტუბოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკისა და ზუგდიდის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.
ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ ჩატარდა. თავიდან შეკრებილებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს, შემდეგ კი მოისმინეს ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის შესახებ.
ტრენინგების ციკლი აპრილში იწყება - მონაწილეობას მიიღებენ ფონდი „სოხუმის“ დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები ხუთივე სამიზნე მუნიციპალიტეტიდან. მათ შორის იქნებიან ზუგდიდის ჯგუფის წევრები. შეხვედრაზე ისინი გაეცნენ ტრენინგების განრიგს და თემატიკას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ ჩატარდა ანკეტირება, რამ შეუწყო ხელი პროცესის წარმატებით დამთავრებას. მეორე ნაწილში კი ისინი აპრილის გეგმას გაეცნენ. აღინიშნა, რომ ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდება ტრენინგების ციკლი. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, რა თემები იქნება განხილული ტრენინგებზე.
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგები გაზრდის მათ ინფორმირებულობას, კომპეტენციას, სამოქალაქო აქტივიზმს, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა საჭიროებების ინიცირებას ადგილობრივ დონეზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით