ტყიბულის N6 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში საგანმანათლებლო რესურს- ცენტრთან თანამშრომლობით ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა ჩატარდა თემაზე „ადგილობრივი სოციალური პარტნიორობის სისტემა - თანამშრომლობა საგანმანათლებლო სექტორსა და მუნიციპალიტეტის მერიას შორის“. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამოცდილება სოციალური მუშაობის დეცენტრალიზაციის წარმატებული პრაქტიკის მაგალითია. თუმცა შეხვედრის მონაწილეების აზრით, ბენეფიციარებზე მორგებული სოციალური პოლიტიკის დანერგვა, მოწყვლადი ოჯახების გაძლიერება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის სისტემატური დიალოგის გარეშე შეუძლებელია.

შეხვედრაზე მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების და  საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებმა გაცვალეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებისა და მათი ოჯახების  სოციალურ დაცვას და გაძლიერებას.

შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.

  • ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
  • გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
  • ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)

  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ახალი პრობლემების ადვოკატირება დაიწყო. ჯგუფის წევრებმა აქტიური სამუშაოები ჩაატარეს მოსახლეობასთან, რათა პრობლემების პრიორიტეტულობა გაერკვიათ. ინფორმაციის შეგროვების შედეგად სწორედ ის პრობლემები შეირჩა, რომელთა მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა.

ადვოკატირებისთვის არჩევანი ორ საკითხზე შეჩერდა: ეზოს კეთილმოწყობა და ბავშვთა სტადიონის შემოღობვა. სამუშაო ჯგუფმა ადვოკატირების გეგმა უკვე შეადგინა, გეგმის მიხედვით ამ საკითხზე თვითმმართველობას უკვე მიეწოდა ინფორმაცია ხელმოწერებთან ერთად. ადვოკატირების პროცესი პასუხის შესაბამისად გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩის რამდენიმე კორპუსი სავალალო მდგომარეობაშია, საჭიროა მათი გადახურვა. წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს პრობლემის ადვოკატირებას - ადგილობრივი თვითმმართველობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისგან მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით, პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება.

საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ასუფთავებენ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას სარეველა ბალახებისგან, დასასრულს უახლოვდება სანიაღვრე არხის გაჭრის პროცესიც.

ჯგუფის ინიციატივით დასახლების ბავშვები სტუმრად იმყოფებოდნენ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, სადაც მათ წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი განაგრძობს დევნილთა თემის პრობლემების გამოვლენას და ადვოკატირებას მათი მოგვარებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოსავლენად. 

ჯგუფის წევრები ცდილობენ, მაქსიმალურად მეტი პრობლემა გადაიჭრას, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს დევნილთა დასახლების მინი სტადიონის განახლებაზე. ქალებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შვილებს ჰქონდეს სივრცე, სადაც გაატარებენ თავისუფალ დროს, ივარჯიშებენ, სხვადასხვა აქტივობას გამართავენ.

საკითხის  დროული და წარმატებული ადვოკატირებისთვის ქალთა საინიციატივო ჯგუფი მჭიდრო კომუნიკაციაშია ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ეს პრობლემა უკვე დაისვა და მიიღეს მხარდაჭერის დაპირებაც.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფის ინიციატივით და მოდერაციით გაიმართა შეხვედრა დასავლეთ საქართველოს 17 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ვანი, თერჯოლა, ბაღდათი, სამტრედია, სენაკი, ტყიბული, ჩოხატაური, ქობულეთი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ლანჩხუთი, ხონი, ხობი) წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრის თემა იყო „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამები - არსებული პოზიტიური გამოცდილების გაზიარება“. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამების შესახებ ისაუბრეს ჩოხატაურის, ფოთის, ზუგდიდის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებმა. დისკუსიის ფორმატი ეფექტიანი გამოდგა კარგი პრაქტიკის და წარმატებული გამოცდილების გაზიარებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი გასულ თვეს გეგუთში N14 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა. ამ ვიზიტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მსახიობები ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მიიწვიეს. მათ აქ 4 წარმოდგენა აჩვენეს. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა იყო და ყოველი წარმოდგენის შემდეგ აქტიური დისკუსიაც იმართებოდა მაყურებლის ჩართულობით... უჩვეულო აუდიტორიასთან მუშაობამ ფორუმ-თეატრს ახალი გამოცდილება შესძინა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის ქალთა საინიციატივო ორივე  ჯგუფის წევრებმა კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ ადგილობრივ დონეზე მოსაგვარებელი საკითხებიც შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შემუშავების დეტალებიც განიხილეს

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრები მინი პროექტის განსახორციელებლად ემზადებიან. ვუთხრათ "არა" ძალადობას! - ახალგაზრდები, 2 თვის განმავლობაში, ფორუმ თეატრის პატარა სცენებით შეეცდებიან დაანახონ მაყურებელს პრობლემის სიმწვავე და დააფიქრონ ძალადობის უარყოფით შედეგებზე. მაისის შეხვედრაზე, პროექტის ასისტენტთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილეს  შესასრულებელი აქტივობები და გეგმაც შეიმუშავეს. მონაწილეებმა, ასევე, თანაბრად გადაინაწილეს თავიანთი მოვალეობებიც.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის ზუგდიდში შეხვედრა გამართა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებსა და ნდობის აღდგენის მშენებლობაში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების როლის გაზრდის მნიშვნელობას. ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა ქალებმა სხვა მონაწილეებთან ერთად დასვეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მათ ყოველდღიურობაში მწვავედ დგას. აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით გაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების  პრობლემებზე, გამყოფ ზოლში ტვირთის გადაზიდვაზე დაწესებულ შეზღუდვებზე.

მონაწილეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

 როგორ უნდა შეძლოს ომითა და დაპირისპირებით გახლეჩილმა საზოგადოებამ, გადალახოს გაუცხოება, აღადგინოს ურთიერთობა და შექმნას ღირსეული და უსაფრთხო მომავალი? - სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა ჩვენმა წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ სტუმრად მამუკა ყუფარაძის გადაცემაში აფხაზური ფილმის „მომავლის მოლოდინში“ წარდგენისას.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები